თბილისის მერობის კანდიდატების შედარებითი დახასიათება
თბილისის მერობის კანდიდატების შედარებითი დახასიათება
უკვე ალექსანდრე ელისაშვილმაც ოფიციალურად განაცხადა, რომ თბილისის მერის პოსტისთვის იბრძოლებს. შესაბამისად ყველა მთავარი კანდიდატის ვინაობა ვიცით, ამიტომ შეგვიძლია ცალ-ცალკე დავახასიათოთ:

1) დავიწყოთ ყველაზე ადრე დასახელებულით. ელენე ხოშტარია ერთადერთი ქალი კანდიდატია, თუმცა არა ამის გამო, ექსპერტები მის შანსებს ყველაზე სკეპტიკურად უყურებენ. ამის მთავარი მიზეზი ის გუნდია, რომელმაც ის წარადგინა. "ნაციონალური მოძრაობიდან" გამოყოფილ "ევროპულ საქართველოს" რა მხარდაჭერა ექნება, ჯერ არავინ იცის. ეს მათი პირველი არჩევნებია, თუმცა საფუძვლიანი ვარაუდი არსებობს, რომ მათ მხოლოდ იმის
You must have Flash Player installed in order to see this player.
შანსი აქვთ, რომ მხარდამჭერები "ნაციონალურ მოძრაობას" წაართვან და ისიც მცირე ნაწილი. ჩემთვის მისი მთავარი ნაკლი ისაა, რომ მის უკან გიგი უგულავა დგას. უგულავას დროს თბილისში ბევრი რამ გაკეთდა, მაგრამ ძალიან ბევრიც გაფუჭდა. მარტო სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორიის დასახელებაც კმარა, რომელიც ვანო ზოდელავას და გიგი უგულავას შემოქმედებაა. არაფერს ვამბობ, მთელ ქალაქში უაზროდ გაცემულ სამშენებლო ნებართვებზე, რამაც თბილისი ქვის ჯუნგლებად აქცია, რუსთაველზე აშენებულ შუშის უზარმაზარ კოშკზე, რომელიც არაფერში ეწერება, "სითი პარკის" და ყვითელი მარშრუტკების შემოყვანაზე და მათთვის ისეთი ხელშეკრულებების გაფორმებაზე, რომ
თავიდან ვეღარ ვიშორებთ, ბიუჯეტიდან გაფლანგულ 50 მილიონზე, რის გამოც სასჯელიც მოიხადა. მოკლედ, თუ იმ ანდაზას მივყვებით, - მითხარი, ვინ არის შენი მეგობარი და გეტყვი, ვინ ხარ შენო, - მაშინ, ჩემი
პირადი სიმპათიების მიუხედავად, ელენეზე კარგის თქმა გამიჭირდება.

2) ზაალ უდუმაშვილი "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდიატია და მისი მთავარი ნაკლიც სწორედ ესაა. გიგი უგულავას დაშავებულზე პასუხისმგებლობას ვერც "ნაციონალური მოძრაობა" გაექცევა. ისინი მაშინ ერთნი იყვნენ. შესაბამისად, მას მხოლოდ იმ ადამიანების ხმების იმედი უნდა ჰქონდეს, ვისაც მიშა დღემდე ბრმად უყვარს - არც მეტი, არც ნაკლები. ეს ცოტა ნამდვილად არ არის, მაგრამ რამდენად იქნება მეორე ტურში გასასვლელად საკმარისი, ჯერ ამის თქმა რთულია.

3) ყველაზე რეალურ კანდიდატად კახა
კალაძე
სახელდება. ამის მთავარი მიზეზი ის არის, რომ კალაძე ხელისუფლებას წარმოადგენს, რომელსაც დიდი ადმინისტრაციული და დიდი ფინანსური რესურსი აქვს, შესაბამისად, ეს არჩევნებზე დიდი ძალაა. მიუხედავად იმისა, რომ ნარმანიას მმართველობით"ოცნების" მხარდამჭერებიც კი უკმაყოფილონი არიან, კალაძეს მაინც სიხარულით მისცემენ ხმას, მაგრამ ჩამოუყალიბებელი ამომრჩევლის მიმხრობის ნაკლები შანსი აქვს. ამის მიზეზი მარტო ის არაა, რომ "ოცნების" მმართველობაც უკვე ნანახი გვაქვს. თავად კალაძეც უკვე ბევრ რამეში ჩაიჭრა: ჯერ იყო და მერიაში ეგრევე მისი ცოლის ძმა დაასაქმა მაღალ თანამდებობებზე და ისიც დანიშვნის დღიდან სულ სკანდალებში ეხვეოდა; მერე იყო და ფეხბურთის ფედერაციის არჩევნებში თავისი კანდიდატის, ლევან კობიაშვილის გასაყვანად "ოცნებამ უკადრებელი იკადრა: სუს-ი ჩარიეს და მოწინააღმდეგე კანდიდატის მომხრე დელეგატი არჩევნების დღეს დააჭერინეს. ამის მთავარ შემოქმედად კალაძე დასახელდა, მერე ფარული კადრებიც გავრცელდა, უეფას მაღალჩინოსნის თანდასწრებით რევაზ არველაძეს დაჭერილი მეგობრით რომ ევაჭრებოდა. მარტივად რომ ვთქვათ, დაახლოებით "ნაციონალური მოძრაობის" მეთოდებით იმოქმედა. ასევე "ნაციონალური მოძრაობის" მეთოდებით იმოქმედა "ოცნებამ" კორცხელში, როდესაც ოპონენტებს ზონდერები მიუსია. აქაც კალაძის გვარმა გაიჟღერა. ამ ფაქტებიდან გამომდინარე, მე მის მიმართ დადებითად ვერ განვეწყობი. ასევე ბევრს საუბრობენ მის ბიზნეს ინტერესებზე სხვადასხვა სფეროში და არავინ იცის თავის თანამდებობას როგორ გამოიყენებს.

4) რჩება ალექსანდრე ელისაშვილი, რომლის მიმართ სიმპათიები არასდროს დამიმალავს. მას ორი დიდი პლუსი აქვს: არც "ნაცებს" წარმოადგენს და არც "ქოცებს" და თბილისის პრობლემებით დღეს და გუშინ არ დაინტერესებულა, წლებია დედაქალაქისთვის იბრძვის.. რა თქმა უნდა, იდეალური არავინაა და ნაკლი მასაც შეიძლება მოეძებნოს, ბევრს ბესელია-კობახიძესთან დაპირისპირების დროს მისი საქციელი არ მოეწონა, ასევე ბევრი მას პოპულისტს ეძახის, ზოგი ფიქრობს, რომ პარტიის გარეშე ის ვერაფერს გააკეთებს და ა.შ. ამ არგუმენტების გაბათილებას არ დავიწყებ, რადგან ვისაც ალეკო არ მოსწონს, მაინც ვერაფერს შევასმენ. მხოლოდ ერთს ვიტყვი: ყველაფერი შედარებითია და ჩვენც არჩევანი იქიდან უნდა გავაკეთოთ, რაც გვაქვს, ხოლო იქიდან, რაც გვაქვს, ყველა პარამეტრიც, ამ ეტაპზე საუკეთესო ალეკო მგონია.

თუ ელისაშვილი მეორე ტურში გავიდა, ეს იქნება "ნაციონალური მოძრაობის" დასაფლავება, რადგან დასრულდება საუბარი მათ მთავარ ოპოზიციონერობაზე, ხოლო, თუ არჩევნები მოიგო, ეს იქნება "ოცნების" დასასრულის დასაწყისი. მესმის, რომ ბევრი "თუ" არის და პარტიული აქტივის გარეშე არჩევნების მოგება რთულია, მაგრამ პირადად მე, არაფერს გამოვრიცხავ. უფრო მეტიც, უპარტიობა დიდი პლუსიცაა, რადგან ბევრს არც "ოცნების" დანახვა უნდა და არც "ნაციონალების". ბევრ ადამიანს ამოუვიდა ყელში "ოცნების" და "ნაციონალების"ძიძგილაობა, მათი თითქმის ერთნაირი სტილი, ამიტომ იმედგაცრუებული ამომრჩეველი საარჩევნო ყუთებთან შეიძლება მხოლოდ ალეკომ მოიყვანოს. ბევრ რამეს საარჩევნო კამპანიაც გამოაჩენს.

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს
მკითხველის კომენტარი (25)
gio
19 ივლისი 2017 13:37
ალეკო უალტერნატივოა! მიდი ალექს,მთელი თბილისი შენთანაა
17 ივლისი 2017 00:42
ომარი
ექსპერიმენტების ძრო წავიძა.კალაძე არის ყველაზე უფრო გაწონასწორებული, გამოცძილი,მძიძარი ძა პატრიოტი აძამიანი.
ვაი ვუი
16 ივლისი 2017 23:47
ელისაშვილი ხალხს უნდა, მაგრამ უნდა მთავარი არ არის არჩევნებში.
ალექს
14 ივლისი 2017 12:38
ამ ოთხში მხოლოდ ალეკოსა აქვს სახალხო ნიშნები,ის სამი პარტმუშაკია,კალაძე
ბოსიცაა და ოლიგარქიც ,მას მერობა ტრამპლინად სჭირდება,უფრო დიდისათვის
-პრემიერობისათვის ემზადება ,ის ორი ფეხის ხმასაა აყოლილი,და აი ის ერთი
ბოლო ,გაუგებრობაშიცაა !
გააკეთე კომენტარი

კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

რეგისტრაციისა და ავტორიზაციის გავლის შემდეგ აღარ მოგიწევთ დაცვის კოდისა და სხვა ინფორმაციის მითითება!

თქვენი კომენტარები გამოქვეყნდება ყოველდღე 11.00-დან 19.00 საათამდე, გამოგზავნიდან 30 წუთის განმავლობაში.

19.00 საათის შემდეგ მიღებული კომენტარები დაიდება მეორე დღეს.

P.S. ვრცელი კომენტარის გაკეთებისას ეცადეთ, ჩაეტიოთ 4 წუთში, ან დააკოპიროთ სხვა პროგრამაში აკრეფილი ტექსტი.
რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის კითხვადი სტატიები