რატომ დამთავრდა ჩემთვის სააკაშვილი საბოლოოდ 2008 წლის აგვისტოში
რატომ დამთავრდა ჩემთვის სააკაშვილი საბოლოოდ 2008 წლის აგვისტოში
ყოფილი პრეზიდენტის მომხრეები ხშირად მეკითხებიან, სააკაშვილის მიმართ რა ბოღმა გჭირს ასეთი, რომ სულ აკრიტიკებო, თითქოს რაიმე პირადი წყენა მქონდეს. სინამდვილეში მის მიმართ ერთი მთავარი ბოღმა მჭირს - 2008 წლის აგვისტო. მას ყველაფერს ვაპატიებ, მაგრამ არა იმ უმწეობის განცდას, რომელიც ომის 5 დღეში წაგების და მოსახლეობის უპატრონოდ მიტოვების დროს დამეუფლა. ჩემთვის სააკაშვილი საბოლოოდ 12 აგვისტოს დამთავრდა.

ბრძოლის შეწყვეტის და უკან დახევის გადაწყვეტილებამ სამეგრელოში მომისწრო, სადაც რუსების გადმოსვლას ვაშუქებდი, როგორც "მოამბის“კორესპონდენტი. ამის
შემდეგ, მთელი თვე საკუთარი თვალით ვხედავდი, როგორ იყო მიტოვებული უპატრონოდ სამეგრელო და მისი მოსახლეობა. რუსებს რაც უნდოდათ იმას აკეთებდნენ და გამკითხავი არავინ იყო. მთელი რეგიონი რომ გადაეწვათ და ყველა ამოეხოცათ, ხმის გამცემი არ ჰყავდათ. ასე უმწეოდ თავი არასდროს მიგვრძვნია. მარტო ჟურნალისტები დავდევდით რუსებს და ვიღებდით,
სად რას აფეთქებდნენ და რას იპარავდნენ. გაცილებით რთული ვითარება იყო გორის რაიონში. იქ არა მარტო იპარავდნენ და აფეთქებდნენ, იქ უპატრონოდ მიტოვებულ მოსახლეობას ხოცავდნენ. სულ ვფიქრობ, რუსებს საერთაშორისო ზეწოლის შედეგად სამეგრელო და გორი რომ არ დაეტოვებინათ, ვინ იყო მათი იქიდან გამყრელი?

სააკაშვილი 2008 წელს მოქმედი კონსტიტუციით იყო როგორც ქვეყნის პირველი პირი, ისე მთავარსარდალი. ეს რა თქმა უნდა, ორი განსხვავებული ფუნქციაა: კრიზისის დროს მმართველის მოვალებაა ქვეყანას ომი აარიდოს, ხოლო მთავარსარდლის - ომი მოიგოს. სააკაშვილმა ვერც ერთი შეძლო და ვერც მეორე. უფრო მეტიც, ისე სწრაფად დანებდა, რომ მოსახლეობამ კონფლიქტის ზონიდან გამოსვლაც ვერ მოასწრო.

სამეგრელოს და გორის რაიონის მოსახლეობა მტერს სრულიად დაუცველები შეატოვა. შედეგად, ამ ომში მშვიდობიანი მოსახლე უფრო მეტი დაგვეღუპა, ვიდრე ჯარისკაცი.

სააკაშვილს ამის შემდეგაც შეეძლო სახის შენარჩუნება. ომი ვის არ წაუგია. მით უმეტეს, უფრო ძლიერ სახელმწიფოსთან. ის ღირსების შენარჩუნებას შეძლებდა, იმის ვაჟკაცობა რომ ჰყოფნოდა, თავისი ფუნქციების ვერ შესრულების, მოსახლეობის ვერ დაცვის გამო პასუხისმგებლობა აეღო და გადამდგარიყო. ის კი, პირიქით, უფრო სამარცხვინოდ მოიქცა. კი არ გადადგა, პასუხისმგებლობა კი არ იგრძნო, მთელი პროპაგანდის მანქანა აამუშავა, რომ საკუთარი მოსახლეობა დაებოლებინა და წაგებული ომი გამარჯვებად შეესაღებინა. მთავარი მესიჯი ასეთი იყო: რუსეთს თბილისის აღება უნდოდა. ეს ვერ მოახერხა, ამიტომ გამარჯვებულები ვართო, თითქოს რუსებმა თბილისს შემოუტიეს და მან სისხლისმღვრელი ბრძოლების შემდეგ, მათ უკან დაახევინა. ამაზე დიდი ცინიზმი და საკუთარი ხალხის დაცინვა მეორე არ მინახავს.

ამის შემდეგ, მის მიმართ რაიმე პატივისცემა უნდა შემრჩენოდა? ამ დღეების მერე ვეღარ ვიტან სააკაშვილს და ყველაფერს რუსულს.

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს
მედეა
13 ოქტომბერი 2017 11:46
რა უნდა ექნა და ეყვირა და ეყვირა, მთელი მსოფლიო აქ მოეწვია. ვინ ამართლებს უკრაინას ? ისინიც უნიჭო ხელმძღვანელების ქვეშ არიან. იმათ თავისი იკითხონ , ჩვენ ჩვენი ვიტიროთ. ჭ კ უ ა ს უ ს ტ ი!!! ვინცაა კარგად ჩანს. არ უნდა ჩაუვარდე მგელს ხახაში. ამერიკიდან ეუბნებოდნენ---შეეწყვიტა უსაფუძვლო ყოყლოჩინობა, არავინ მხარში არ დაგიდგებაო---კიდევ კარგი სარკოზიმ ივაჟკაცა!---გაუგონა ვინმეს? ან შტერი იყო -- ან სამშობლოს გამყიდველი---სხვა აზრი არ დაგებადება, რამდენიც არ უნდა იფიქრო.
მედეა
13 ოქტომბერი 2017 11:23
მახო---მეცოდები. ყველაფერი სწორად დაწერა ავტორმა. ეს 60%-ია მიშასადმი სიძულვილისა, რაც არ უნდა გეწყინოთ --ეს ასეა! დიდია რუსეთი და ქრისტიანულია ამას უარყოფ? ხლართავდა ბადეს და უნდოდა ბაზები აქ--ამას უარყოფ? მიშამ დაარტყა მძინარე ცხინვალს, კონსტიტუციური წესრიგის აღდგენის საბაბით, ამით საბაბი მისცა მგელს ცხვარი მოეტაცა! რა დროს უნდა აღადგინო კონსტიტუციური წესრიგი არ უნდა ამას გააზრება? გაავებულ პირდაფჩენილ მგლების წინ რომ ცხვარი გაიკუნტრუშებს რა დაემართება? როგორი სახელი ეწოდება ასეთ მწყემსს?---მიშისტებო, საქმე მის სიყვარულსა ან სიძულვილში კი არ არის ---არამედ ჭეშმარიტებაშია. სწორს ამბობს ავტორი, ნუ ამრუდებთ ისტორიულ ფაქტს. სააკაშვილი უსუსტესი ხელისუფალი აღმოჩნდა, უფრო მეტიც----იგი სამხედრო ტრიბუნალმა უნდა გაასამართლოს, რომ მომავალი თაობის წინაშე ცოტათი მაინც, გავიუმჯობესოთ იმიჯი. გაიხსენეთ ილიას ---რას ვშვრებოდით, სად ვიყავით---ამ შეკითხვებს მომავალი ჩვენს ეპოქასაც დაუსვამს---გწყინთ თუ არა სააკაშვილის მოღვაწეობის შეფასება! პასუხი კი ნაცების გარდა, ხალხმა უნდა გასცეს. ამის მომსწრე ხალხმა, რომელიც ისტორიის სამარცხვინო მარცხის მომსწრეა და პირუთვნელად გასამართლების უნარი მაინც უნდა გამოიჩინოს, ვაისარდლებისაგან მწარე დამარცხების შემდეგ, ანალიზი პირუთვნელად ჩაატაროს, ხალხს სიმართლე, რომც დაუმალო---ისტორიას ვერაფერს დაუმალავ, ვაი, რომ ასეთ ელემენტარულ შეკითხვებს არ სვამთ და აქეთ ილანძღებით--სააკაშვილის სიძულვილის გამო.
მერაბ!
17 აგვისტო 2017 09:07
აშკარა პუტინოიდ ვაჟა17-სა და "რესპუბლიკელ" (იბრალებდა ამას ყოველ შემთხვევაში) ბროლასაც კი მობეზრდათ უკიდურესად ანტიქართული პოზიციებიდან ქაქანი და შენ რა, მათი ადგილი გინდა დაიკავო და დაფნის გვირგვინს შეეცილო?!! თან ისეთი "არგუმენტების" მოშველიებით... მათ მოყვანას ესენიც კი რომ არ იკადრებდნენ.

რუბრიკის სხვა სიახლეები
თქვენი აზრით, საჭიროა თუ არა  ლუსტრაციის კანონის მიღება?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, საჭიროა თუ არა ლუსტრაციის კანონის მიღება?
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
თვის კითხვადი სტატიები