რატომ დამთავრდა ჩემთვის სააკაშვილი საბოლოოდ 2008 წლის აგვისტოში
რატომ დამთავრდა ჩემთვის სააკაშვილი საბოლოოდ 2008 წლის აგვისტოში
ყოფილი პრეზიდენტის მომხრეები ხშირად მეკითხებიან, სააკაშვილის მიმართ რა ბოღმა გჭირს ასეთი, რომ სულ აკრიტიკებო, თითქოს რაიმე პირადი წყენა მქონდეს. სინამდვილეში მის მიმართ ერთი მთავარი ბოღმა მჭირს - 2008 წლის აგვისტო. მას ყველაფერს ვაპატიებ, მაგრამ არა იმ უმწეობის განცდას, რომელიც ომის 5 დღეში წაგების და მოსახლეობის უპატრონოდ მიტოვების დროს დამეუფლა. ჩემთვის სააკაშვილი საბოლოოდ 12 აგვისტოს დამთავრდა.

ბრძოლის შეწყვეტის და უკან დახევის გადაწყვეტილებამ სამეგრელოში მომისწრო, სადაც რუსების გადმოსვლას ვაშუქებდი, როგორც "მოამბის“კორესპონდენტი. ამის
შემდეგ, მთელი თვე საკუთარი თვალით ვხედავდი, როგორ იყო მიტოვებული უპატრონოდ სამეგრელო და მისი მოსახლეობა. რუსებს რაც უნდოდათ იმას აკეთებდნენ და გამკითხავი არავინ იყო. მთელი რეგიონი რომ გადაეწვათ და ყველა ამოეხოცათ, ხმის გამცემი არ ჰყავდათ. ასე უმწეოდ თავი არასდროს მიგვრძვნია. მარტო ჟურნალისტები დავდევდით რუსებს და ვიღებდით,
სად რას აფეთქებდნენ და რას იპარავდნენ. გაცილებით რთული ვითარება იყო გორის რაიონში. იქ არა მარტო იპარავდნენ და აფეთქებდნენ, იქ უპატრონოდ მიტოვებულ მოსახლეობას ხოცავდნენ. სულ ვფიქრობ, რუსებს საერთაშორისო ზეწოლის შედეგად სამეგრელო და გორი რომ არ დაეტოვებინათ, ვინ იყო მათი იქიდან გამყრელი?

სააკაშვილი 2008 წელს მოქმედი კონსტიტუციით იყო როგორც ქვეყნის პირველი პირი, ისე მთავარსარდალი. ეს რა თქმა უნდა, ორი განსხვავებული ფუნქციაა: კრიზისის დროს მმართველის მოვალებაა ქვეყანას ომი აარიდოს, ხოლო მთავარსარდლის - ომი მოიგოს. სააკაშვილმა ვერც ერთი შეძლო და ვერც მეორე. უფრო მეტიც, ისე სწრაფად დანებდა, რომ მოსახლეობამ კონფლიქტის ზონიდან გამოსვლაც ვერ მოასწრო.

სამეგრელოს და გორის რაიონის მოსახლეობა მტერს სრულიად დაუცველები შეატოვა. შედეგად, ამ ომში მშვიდობიანი მოსახლე უფრო მეტი დაგვეღუპა, ვიდრე ჯარისკაცი.

სააკაშვილს ამის შემდეგაც შეეძლო სახის შენარჩუნება. ომი ვის არ წაუგია. მით უმეტეს, უფრო ძლიერ სახელმწიფოსთან. ის ღირსების შენარჩუნებას შეძლებდა, იმის ვაჟკაცობა რომ ჰყოფნოდა, თავისი ფუნქციების ვერ შესრულების, მოსახლეობის ვერ დაცვის გამო პასუხისმგებლობა აეღო და გადამდგარიყო. ის კი, პირიქით, უფრო სამარცხვინოდ მოიქცა. კი არ გადადგა, პასუხისმგებლობა კი არ იგრძნო, მთელი პროპაგანდის მანქანა აამუშავა, რომ საკუთარი მოსახლეობა დაებოლებინა და წაგებული ომი გამარჯვებად შეესაღებინა. მთავარი მესიჯი ასეთი იყო: რუსეთს თბილისის აღება უნდოდა. ეს ვერ მოახერხა, ამიტომ გამარჯვებულები ვართო, თითქოს რუსებმა თბილისს შემოუტიეს და მან სისხლისმღვრელი ბრძოლების შემდეგ, მათ უკან დაახევინა. ამაზე დიდი ცინიზმი და საკუთარი ხალხის დაცინვა მეორე არ მინახავს.

ამის შემდეგ, მის მიმართ რაიმე პატივისცემა უნდა შემრჩენოდა? ამ დღეების მერე ვეღარ ვიტან სააკაშვილს და ყველაფერს რუსულს.

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს
მკითხველის კომენტარი (31)
მედეა
13 ოქტომბერი 2017 11:46
რა უნდა ექნა და ეყვირა და ეყვირა, მთელი მსოფლიო აქ მოეწვია. ვინ ამართლებს უკრაინას ? ისინიც უნიჭო ხელმძღვანელების ქვეშ არიან. იმათ თავისი იკითხონ , ჩვენ ჩვენი ვიტიროთ. ჭ კ უ ა ს უ ს ტ ი!!! ვინცაა კარგად ჩანს. არ უნდა ჩაუვარდე მგელს ხახაში. ამერიკიდან ეუბნებოდნენ---შეეწყვიტა უსაფუძვლო ყოყლოჩინობა, არავინ მხარში არ დაგიდგებაო---კიდევ კარგი სარკოზიმ ივაჟკაცა!---გაუგონა ვინმეს? ან შტერი იყო -- ან სამშობლოს გამყიდველი---სხვა აზრი არ დაგებადება, რამდენიც არ უნდა იფიქრო.
მედეა
13 ოქტომბერი 2017 11:23
მახო---მეცოდები. ყველაფერი სწორად დაწერა ავტორმა. ეს 60%-ია მიშასადმი სიძულვილისა, რაც არ უნდა გეწყინოთ --ეს ასეა! დიდია რუსეთი და ქრისტიანულია ამას უარყოფ? ხლართავდა ბადეს და უნდოდა ბაზები აქ--ამას უარყოფ? მიშამ დაარტყა მძინარე ცხინვალს, კონსტიტუციური წესრიგის აღდგენის საბაბით, ამით საბაბი მისცა მგელს ცხვარი მოეტაცა! რა დროს უნდა აღადგინო კონსტიტუციური წესრიგი არ უნდა ამას გააზრება? გაავებულ პირდაფჩენილ მგლების წინ რომ ცხვარი გაიკუნტრუშებს რა დაემართება? როგორი სახელი ეწოდება ასეთ მწყემსს?---მიშისტებო, საქმე მის სიყვარულსა ან სიძულვილში კი არ არის ---არამედ ჭეშმარიტებაშია. სწორს ამბობს ავტორი, ნუ ამრუდებთ ისტორიულ ფაქტს. სააკაშვილი უსუსტესი ხელისუფალი აღმოჩნდა, უფრო მეტიც----იგი სამხედრო ტრიბუნალმა უნდა გაასამართლოს, რომ მომავალი თაობის წინაშე ცოტათი მაინც, გავიუმჯობესოთ იმიჯი. გაიხსენეთ ილიას ---რას ვშვრებოდით, სად ვიყავით---ამ შეკითხვებს მომავალი ჩვენს ეპოქასაც დაუსვამს---გწყინთ თუ არა სააკაშვილის მოღვაწეობის შეფასება! პასუხი კი ნაცების გარდა, ხალხმა უნდა გასცეს. ამის მომსწრე ხალხმა, რომელიც ისტორიის სამარცხვინო მარცხის მომსწრეა და პირუთვნელად გასამართლების უნარი მაინც უნდა გამოიჩინოს, ვაისარდლებისაგან მწარე დამარცხების შემდეგ, ანალიზი პირუთვნელად ჩაატაროს, ხალხს სიმართლე, რომც დაუმალო---ისტორიას ვერაფერს დაუმალავ, ვაი, რომ ასეთ ელემენტარულ შეკითხვებს არ სვამთ და აქეთ ილანძღებით--სააკაშვილის სიძულვილის გამო.
მერაბ!
17 აგვისტო 2017 09:07
აშკარა პუტინოიდ ვაჟა17-სა და "რესპუბლიკელ" (იბრალებდა ამას ყოველ შემთხვევაში) ბროლასაც კი მობეზრდათ უკიდურესად ანტიქართული პოზიციებიდან ქაქანი და შენ რა, მათი ადგილი გინდა დაიკავო და დაფნის გვირგვინს შეეცილო?!! თან ისეთი "არგუმენტების" მოშველიებით... მათ მოყვანას ესენიც კი რომ არ იკადრებდნენ.
Ketilebismsurveli Savle
16 აგვისტო 2017 10:38
ეჭვი მაქვს, რომ გლახუნა და "ფორ გე"-ს კომენტატორი ანდრეი ერთი და იგივე პიროვნებაა - IQ-თი და ცხოვრების აღქმით ტყუპებივით ჰგვანან ერთმანეთს და ეს კარგია; ერთის მკურნალობა უფრო იოლია
მერაბი გ.
16 აგვისტო 2017 07:29
რასაც წერს ყველაფერი სწორია, თუმცა არასრული. ღეჭვა? ფორთხვა? რუსი გენერლის მძღოლად გადაქცეული სამეგრელოს გუბერნატორი? თარგამაძის შეთავაზება მეორე რუსისთვის - 30 ათას დოლარს მოგცემ და ბარემ გორში სტალინის სახლმუზეუმი ააფეთქეო? კოდორი რად ჩააბარეს უომრად? 12 აგვისტოს რას ზეიმობდნენ რუსთაველზე, ვისი გამარჯვება უხაროდთ?
2008 წლამდე? ქუჩაში დახოცვა, ცოხეებში წამება, ბიუჯეტის ფლანგვა, კერძო საკუთრების წართმევები, 7 ნოემბერი, დარბეული "იმედი" ... არ იყო?
ეკა
11 აგვისტო 2017 14:42
ეს ჩვენი გლახუნა აშკარად ავადაა და მიხედოს ვინმემ,არ შეიძლება?! გამოიჩინეთ გულისხმიერება!
გაიტანეთ გრენლანდია
11 აგვისტო 2017 13:54
ბატონო ჟურნალისტო, მაპატიეთ, მაგრამ ყალბი მგონია თქვენი ემოციებიც, არგუმენტებიც, მთელი პოსტიც. თქვენი ნაწერი რომ 2008 ან თუნდაც 2009 წლით თარიღდებოდეს, კიდევ დავიჯერებდი, მაგრამ უკრაინის და ყირიმის მერეც თუ არაფერი "გაიასნდა" თქვენთვის, აბა რა გითხრათ, ძნელად მეჯერება.
1. ომის თავიდან აცილება? ვერც ეხლა ხედავთ, რომ შეუძლებელი იყო? სცადეს თავიდან აცილება უკრაინელებმა და არ ესროლეს რუსებს ყირიმში, ხოდა რა? გაჩერდნენ რუსები? მოუწიათ უკრაინელებს ესროლათ დონბასში. ჩვენთანაც ეგრე არ იყო? რუსებს ჯარი შემოყვენილი ყავდათ, არ ვესროდით ცხინვალში, მოგვიწევდა ამის გაკეთება გორში, თუ არც იქ , მაშინ მცხეთაში და ასე შემდეგ. მიკვირს ამის ახსნა რომ მიწევს..
2. ომის მოგებას არ ვითხოვდიო, მაგრამ მოგებულად რატომ აცხადებსო. მოგებულად არავის არაფერი გამოუცხადებია, უტრირებას ნუ აკეთებთ. ითქვა, რომ ჩვენ ვერ მოვიგეთ, მაგრამ ვერც რუსეთმა ვერ მოიგო, რადგან მათი მთავარი მიზანი საქართველოს სრულად დაპყრობა იყოო. ეს დიდი ალბათობით მარტლაც ასეა, რადგან როგორც ახლა უკვე ცხადია, ეს ოპერაცია რუსების მხრიდან მზადდებოდა დიდ ხნით ადრე, უზარმაზარი რესურსი ჩაიდო, საერთაშორისო იმიჯურ რისკებზე წასვლა მოხდა და რისთვის? მხოლოდ ახალგორის რაიონის დასაპყრობად? დანარჩენს ხომ ისედაც მშვენივრად აკონტროლებდნან და წაღებული ქონდათ.
3. შეცდომების, არაორგანიზებულობის, მოუმზადებლობის მაგალითები ჩვენი ხელისუფლების მხრიდან ამ ომში, რა თქმა უნდა იყო და ამაზე არავინ დავობს, მაგრამ არც ომის თავიდან აცილებასა და არც ომის შედეგზე მათ არანაირი გავლენა არ მოუხდენიათ. ზემოთ ავხსენი, რატომ.
და ბოლოს, შეიძლება ეს თქვენ არ გეხებათ, მაგრამ ზოგადად ადამიანების უმრავლესობა ისეა მოწყობილი, რომ თავისი ამა თუ იმ ადამიანის მიმართ სიძულვილი ყოველთვის ურჩევნიათ გაამართლონ მაღალი მატერიებით (სამშობლოს სიყვარული ა.შ.) ვიდრე ამ სიძულვილის ჩეულებრივ, რეალურ, მიწიერ მოტივებში გამოუტყდნენ საკუთარ თავს.
მაია
11 აგვისტო 2017 00:04


კიდევ იცავთ მიშას და მის ნსცებს.რაც მათ გაუკეთეს რეზერვისტებს.თვითონ გარბოდნენ ან რეასტორნებში ქეიფობდნენ ამ მოტყუებულ უპატრონოდ მიყრილ ბიჭებს რუსებს აბომბინებდა..







, მის ნაცებს.დხვა თუ არაფერი რეზერვისტებს რად ერჩოდა რას მიუგდო რუსებს ჩასახოცად თვითონ კი კუდამპძუებულები გარბოდნენ.რატომ ააფეთქეთ სნ ააფეთქებინეთ გორის სპორტული სკოლა.რას ერჩოდით
glaxuna
10 აგვისტო 2017 16:46
ქოც ,,ჟურნალისტი,,

ჩვეულებრივ თავიანთი ნაც-ებისადმი და საქართველოს მე-3-ე პრეზიდენტის მიმართ დისკრედირტირების მცდელობებით-დაკავებული და არა ვითარების საფუძვლიანი შესწავლის,იმ დროინდელი სამხედრო გენერალიტეტთან ყოველივეს დაზუსტების,ყოველივეს მიზეზთა-მიზეზის მოძიების,ანალიტიკურ მსჯელობით იქ
არსებული ვოითარების გაანალიზების და მერე წარმოჩენის ნაცვლად...

არადა, დღეს რომ ც ი ვ ი ლ ი ზ ე ბ უ ლ სამყაროსთან,დ ა ს ა ვ ლ ე თ თ ა ნ ,,ევროკავშირთან,,- ,,ასოცირებისა და უვიზო მიმოსვლის შესახებ ხელშეკრულება,, გაქვს,ქართული ჯარი ნატო-ს სტანდარტებს უახლოვდება და საქართველოში ...6 მილიონი ტურისტი ჩამოდის და ა.შ. და ა.შ. ეს ნაც-ების დ ა მ ს ა ხ უ რ ე ბ ა ა
და მათი მხადამჭერების მხოლოდ და არა...

მიშა ძულს თურმე,იმიტომ რომ თავი იგრძნო...

და აფხაზეთში ნაომარმა ბიჭებმა რა უნდა თქვას?!
ბ ო ღ მ ი ს ა გ ა ნ გონება და აზროვნება სამუდამოდ უნდა დ ა ე კ ა რ გ ა თ ?!- შევარდნაძის ხელისუფლება რომ 1-ლ ხაზზე ...ტყვია და სამხედრო იარაღის მაგივრად ნარკოტიკებს მიზანმიმართულად რომ აგზავნიდა და ბოლოს სოხუმის თავდახსმის წინ ...ი ა რ ა ღ ი რომ საერთოდ ჩ ა მ ო ა რ თ ვ ა,და მერე ღღუსი-ბალტინის ჯარები რომ მოიშველია....
ზ უ ს ტ ა დ
ის ხალხი მ ო ვ ი დ ა ხელისუფლებაში 2012 წელს!

და დღეს-

1 საათითაც რომ ვერ გაძლებს ეს ქათმის ტვინა და ვირთხის ბუნების ნაც-ების მოძულეების ხელისუფლება- ღრუსეთი რომ წამოვიდეს...არც ეს არ გ ა ღ ე ლ ვ ე ბ ს ?!

თუმცა წამოსვლა რაში ჭირდებათ...ქ ა თ მ ე ბ ი ვ ი თ ყავთ ღრუსებს ივანა-ს-შვილები და მით თავად ,,ოქროს სარაიებს,, იშენებენ ...ანუ მტერთან ფარისევლებით რომ ,,ყვარყვარეობენ,,
2012 წლიდან :
რა საქართველოს ს ა ხ ე ლ მ წ ი ფ ო ს სტრატეგიული ინტერესებები,მიზნები,სტრატეგიული მნიშვნელობის ეკონომიკური პროექტები,რის რეფორმები,რა ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლები,რა ტერ-ლი მთლიანობის აღდგენისათვის მძაფრი საგარეო პოლიტიკა,რომელი სოფლის მეურნეობა,რა...
ოღონდ
ხელისუფლება შეინარჩუნონ და ბიუჯეტზე წვდომა,რომ პუტკინის ,,ქართუ,, ბანკიდან - 100-ბით ს ე ს ხ ე ბ ი გაისტუმრონ და...

არც ეს გაღელვებს,არაა ?!

კრემლის დირექტივებით ღრუსულ-აზიურ ავტორიტარულ -ოლიგარქიულ- -კრიმინალურ კლანური მმართველობის სისტემა და მით სრული უ პ ე რ ს პ ე ქ ტ ი ვ ო ბ ა...
არც ეს ?!

ივანა-ს-შვილების ,,ოცნება,, რომ მთლად ,,კომუნისტურ პარტიას დაემსგავსა,, და უკვე უტიფრად -ერთს რომ ლაპარაკობენ,მე-2-ეზე ფიქრობენ და მე-3-ეს აკეთებენ ...არც ეს გაღელვებთ ?!

არც ის გ ბ ო ღ მ ა ვ ს - ის თქვენი სათაყვანებელი ბიძინა- ,,ილია მე-2-,,-ედ წ ო დ ე ბ უ ლ ი

(ჯკუა სუსტების და გონებაშეზღუდულების მიერ- ზუსტად ასე შევლენ ,,ოცნების,, მხადამჭერები საქართველოს ი ს ტ ო რ ი ა შ ი) - სად გარბოდა თუ იცი 2008 წელს და ვის ელაპარაკებოდა ე.წ. ,,კორიდორის გახსნაზე,, ა რ გაინტერეწსებთ,არაა ?!

ა ღ ა რ ღირს არანაირი პასუხი უკვე ,კარგად გამოჩნდა ყოველივეს ,,სახე,, და რეალურიუ მიზნები 2012 წლიდან მე-5-ე ,,საუკეთესო,, წელს და დ ა ი ნ ა ხ ა ნათლად სრულიად ქართველობამ!

პ.ს.
შეცდომები ვის არ მოსვლია,მაგრამ მ. სააკაშვილი და ნაც-ები რომ არა..დღესაც 800 მილიონი გექნებოდათ სახელმწიფო ბიუჯეტი,
დაბნელებული,ნავთის,საბურავების და ნესტით სუნათ ა ყ რ ო ლ ე ბ უ ლ ი საქართველო ,
17 ლარი პენსიაც კი ?!,კორუფცია,კრიმინალში,ნეპოტიზმში უკვე ჩ ა მ ხ რ ჩ ვ ა ლ ი,აღარ-ც კეტებიანი და ლაგარტკებიანი ,,თავდაცვისა სამინისტრო,, და სრულად უპერსპექტივო ,თანაც უკვე დ ა შ ლ ი ლ ი - რუსული გ უ ბ ე რ ნ ი ა (შეგახსენებთ- თბილისის იურისდიქხცია ა რ ვრცელდებოდა არა მარტი აფხაზეთსა და სამაჩაბლოში- ჯავახეთში ,ქვემო ქართლსა და ა ჭ ა რ ა შ ი ც კი!)

მ ე რ წ მ უ ნ ე თ - ივანა-ს-შვილები,თავისი ,,ჟურნალისატ- ანალიტიკოსები,,-თ

ანუ ნაც-ების მოძულეები... როგორც ,,ყვარყვარეები,, და ,,მუშნი ზარანდიები,, ასე შეხვალთ საქართველოს ისტორიაში,ვინც მინიმუმ 30-60 წლით შ ე ა ჩ ე რ ა საქართველოს სახელმწიფოებრივი განვითარება-გამტკიცება-ეკონომიკურად გამდიდრება - რაც არ უნდა ბოღმა და სიძულვილი ა ნ თ ხ ი ო თ დღეს მათთდამი!

ანუ რუსულ-საბჭოთა წაკრიმინალო -წაბრუტუნო მენტალიტეტით,მტერთან-ფრთხალი,მაგრამ გაიძვერა,მზაკვარი,მუქთახორა და ბ ო ღ მ ი ა ნ ი,უპასუხისმგებლოო,უ ღ ი რ ს ი- ,,მტრის არ მცნობი,მოყვრის მგმობი,გარეთ მხდალნი,შინ ძლიერნი,,


მახო
10 აგვისტო 2017 12:58
მე მგონი მიშა და მისი გენიოსი მხედართმთავრები მაგრად გააბრიყვეს.არ არის გამორიცხული ,რომ თანხაც კი გადაუხადეს ვინმე რუს გენერლებს.ესენი თავდაცვისთვის კი არ ემზადებოდნენ კონსტიტუციური წესრიგის აღდგენას აპირებდნენ,ანუ სამაჩაბლოს დაბრუნებას.ზუსტად ასე ამბობს გენერალი ყურაშვილი ტელევიზიით.ასევე საკმაოდ რიხიან განცხადებას აკეთებს წესრიგის აღდგენაზე და იმაზე,რომ ამ საქმეში მთელი ცივილური მსოფლიო ჩვენ გვერდზა –ბატონი ლომაია.ეს ყველაფერი საკუთარი ყურებით მოვისმინე ამ დღეებშიც ტელევიზიით.ეტყობა რაღაც გარანტიები და გეგმები ჰქონდათ თორემ პირველივე დღეს იტყოდნენ რუსის ჯარი შემოგვესია ,თავს ვიცავთ და დაგვეხმარეთო. იაკობაშვილიც ,რაღაც ზედმეტი ცინიზმი მოიხსენიებდა სკაკა ,მესკაკა არ გვჭირდებაო.რუსეთი რაც არის და ვინც არის მსოფლიომ კარგად იცის,მაგრამ მგონი იყო შანსი ამ ომის თავიდან აცილების.

რუბრიკის სხვა სიახლეები
თქვენი აზრით, არსებობს თუ არა დღეს საქართველოში კორუფციის პრობლემა  ხელისუფლებაში?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, არსებობს თუ არა დღეს საქართველოში კორუფციის პრობლემა ხელისუფლებაში?
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
თვის კითხვადი სტატიები