მკვლეველის ბლოგი

ორ ათეულ წელზე მეტია, ჩვენი ქვეყანა  ურთულესი გამოწვევების წინაშე დგას.  ისედაც მცირერიცხოვანი ერი თანდათან უფრო ვმცირდებით... უმუშევრობა და საყოველთაო გაჭირვება, არსებობისათვის და ოჯახის გადარჩენისათვის ბრძოლა, სოციალური და ეკონომიკური უსამართლობა, დაკარგული ტერიტორიები,  უპასუხისმგებლო და არაკომპეტენტური ხელისუფლებები... მგონი, საკმარისია იმისათვის, რომ ხმა ამოვიღოთ და გადარჩენის გზები ვეძებოთ. ვფიქრობ, ჩემი ცხოვრებისეული გამოცდილება, განვლილი გზა, მაძლევს საშუალებას მქონდეს ჩემი შეხედულება ზემოთ ნახსენები პრობლემების გადაჭრის გზებზე. ჩემს შეხედულებებს ბლოგის საშუალებით  მკითხველს  გავუზიარებ, მართალი ვარ თუ - მტყუანი, მან განსაჯოს...