"ნაციონალური" ომერტა ანუ ღია წერილი საქართველოს პრეზიდენტს
"ნაციონალური" ომერტა ანუ ღია წერილი საქართველოს პრეზიდენტს
ეს წერილი დაახლოებით ერთი წლის წინ დავწერე, მაგრამ ბევრი ფიქრის შემდეგ გადავწყვიტე არ მომეწერა ჩემი მოსაზრება თქვენთვის. ვიფიქრე, შეიძლება სწორად ვერ გამიგოს და გული არ ვატკინო-მეთქი, მაგრამ ამ ბოლო დროს ეროვნულ ბანკთან დაკავშირებით თქვენი სამსახურის აქტიურობა უკვე მართლა იძლევა შეშფოთების საბაბს. რა სტრუქტურაა ეროვნული ბანკი, ვის ინტერესებს ემსახურება სინამვილეში, როგორ შეუძლია ვალუტის კურსის და საპროცენტო განაკვეთების თამაში, ამას ცალკე წერილში მოგახსენებთ.

გვინდა თუ არ გვინდა, უნდა ვაღიაროთ, რომ პრეზიდენტი ქვეყნის
პირველი პირია მაინც, პოლიტიკურად იქნება ეს, სოციალურად თუ სხვა რომელიმე კუთხით - ეს ასეა. შესაბამისად, მისი ყოველი საჯარო განცხადება ასევე მნიშვნელოვანია და გარკვეულწილად საზოგადოებრივ აზრზე ზეგავლენას ახდენს. მესმის, რომ ეს განცხადებები ხან საზოგადოებრივი ბალანსისთვისაა საჭირო, ხან ქვეყანაში აზრთა მრავალფეროვნებას უწყობს ხელს და ა.შ. მაგრამ მაინც
მეტი დაფიქრებაა საჭირო.

ამ ერთი წლის წინ ჩემი ყურადღება თქვენმა განცახდებამ მიიქცია, სადაც შეშფოთებას გამოთქვამთ პრეზიდენტის ადმინისტრაციასა და პროკურატურას შორის სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ მიმოწერის გასაჯაროების გამო.
თუ მე სწორად გავიგე ეს ის სამსახურია, საიდანაც ფინანსდებოდა ჩვენი ყოფილი პრეზიდენტის, რბილად რომ ვთქვათ, არასახელმწიფოებრივი ხარჯები, კერძოდ, სხვადასხვა საჩუქრები ფავორიტ ქალებისთვის, ბოტოქსით დაბერვის და ცელულიტების მოშორების, სხვადასხვა კურორტებსა და გასართობ ადგილებში ,,გულაობის" ხარჯები და სხვა უამრავი სისულელეები. და თუ თქვენ ფიქრობთ, რომ ამის გასაჯაროების გამო შეშფოთება უნდა გამოგეთქვათ, მაშინ ჩვენ გვქონია შესაშფოთებლად საქმე. თან დავიბენი და ლამის უკუღმა დავიწყო აზროვნება. იქნებ თქვენ თქვენი ფილოსოფიური აზროვნებით ფიქრობთ, რომ პრეზიდენტისათვის მასაჟის გაკეთება და ელიტარული "პუტანკების" ჩამოყვანა, სახელმწიფო მნიშვნელობის საქმეა, ამისათვის აუცილებელია სპეციალური სამსახურის შექმნა და ბიუჯეტური სახსრებით უზრუნველყოფა? იქნებ ფიქრობთ, რომ ნატოს ლისაბონის სამიტის მსვლელობისას ჩვენი დელეგაციის ორგიები სახელმწიფოს გაძლიერებას ემსახურებოდა და მასთან დაკავშირებული ბიუჯეტური ხარჯები სახელმწიფო საიდუმლოებას წარმოადგენს? ან იქნებ ჩვენი ყოფილი პარლამენტის სპიკერის აფრიკაში ნადირობა იყო სახელმწიფოს გასაძლიერებლად მიმართული და ამიტომ ესაჭიროებოდა ბიუჯეტური დაფინანსება და სახელმწიფო მნიშვნელობის საიდუმლოებად მიჩნევა? ან იქნებ მერიის მაღალჩინოსნების სტრიპტიზბარებში სიარული იყო სახელმწიფოსათვის პრიორიტეტული, თბილისის განვითარების ფონდიდან უნდა დაფინანსებულიყო და სახელმწიფოს ზესაიდუმლოებად უნდა აღიარდეს?
კიდევ რომელი უნდა ჩამოვთვალო. და ამას აკეთებდა იმ ქვეყნის ხელისუფლება, სადაც მოსახლეობის დიდი ნაწილი გაჭირვებაში ცხოვრობს. ქვეყანაში, სადაც ბავშვების ნაწილი უწამლობით და უექიმობით კვდებიან და რომელთა საარსებო სახსრების მოპოვებას ლამის ქუჩაში მათხოვრობა ჭირდება.
სხვა შემთხვევაში არც ჩემ თავს მივცემდი უფლებას და ვერც თქვენ გაკადრებდით ნატაციების კითხვას, მაგრამ თქვენი შეშფოთება-აღშფოთების შემდეგ, რომლის ლეგიტიმური უფლება ჩვენს დემოკრატიულ საზოგადოებაში ყველას გააჩნია, მათ შორის თქვენც და მეც, რომელსაც შემიძლია თქვენს შეშფოთებაზე მე ცალკე აღვშფოთდე, და რომელზეც ქვემოთ მოგახსენებთ.
მოგეხსენებათ, მსოფლიო ისტორია, სხვა მრავალ ნიშანთა შორის, აგრეთვე გამორჩეულია ნიჭიერი და უნიჭო, ზნეობრივი და უზნეო ადამიანთა ისტორიებით. კაცობრიობა დიდი ხანია მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ადამიანი თავისი განცდებით და ემოციებით, ვნებებითა და გრძნობებით უფრო მიწიერი არსებაა, ვიდრე წმინდანი და ანგელოზი. შესაბამისად, აბსოლუტური და უკონტროლო ძალაუფლება რყვნის. ამის საწინააღმდეგოდ მოიგონეს ხელისუფლების არჩევითობა, ხელისუფლების დანაწილების და ურთიერთკონტროლის სისტემა და ათასი სხვა.
ბატონო პრეზიდენტო, დიდხანს მიწვალია თავი იმაზე ფიქრით, თუ რატომ არის ზოგი ქვეყანა წარმატებული, მოწინავე და ეკონომიურად უზრუნველყოფილი, ხოლო ზოგი გაჭირვების ჭაობში იხრჩობა, ელემენტარული საყოფაცხოვრებო პირობები ვერ მოუგვარებია და ასეთი ქვეყნების მოსახლეობა ტანჯვა-წამებაში ცხოვრობს. რა არის ამის მთავარი მიზეზი და განმსაზღვრელი - ისტორიული ტრადიციები? სანედლეულო რესურსები? ხელსაყრელი გეოგრაფიული მდებარეობა? საბოლოო დასკვნა ასეთია - ქვეყნებში, სადაც ხელისუფლება არჩევითი და მონაცვლეობითია, სახელისუფლებო შტოებს შორის ურთიერთკონტროლი და სწორი ბალანსია, და რაც მთავარია, მმართველობა ღია და გამჭვირვალეა, იქ აღწევენ წარმატებებს რეფორმებსა თუ ყოველდღიურ ცხოვრებაში, ხოლო იქ სადაც ყველაფერი გასაიდუმლოებულ-დაფარულია - საქმე სხვანაირად არის. იქ არის კორუფცია, სახელმწიფო ორგანოების ეკონომიკური და სხვადასხვა სახის დანაშაულებრივი ქმედება საკუთარი ქვეყნისა და ხალხის წინააღმდეგ. მავანი ამას სახელმწიფოებრივ, პირად და კომერციულ საიდუმლოებად ფუთავს, სინამდვილეში საზოგადოებისაგან დასამალად და თვალის მოსარიდებლად იყენებს, პირადი მიზნების გამო, თორემ კარგ საქმეს, ქვეყნისათვის და ერისთვის სასარგებლოს, რად უნდა გასაიდუმლოება და შეფუთვა.

მაგალითისათვის ავიღოთ თუნდაც "ნაციონალების" ხელისუფლება და ნიმუშად ავიღოთ თუნდაც ყველაზე გასაიდუმლოებული დარგი - თავდაცვა. ყველაფერი გასაიდუმლოებული იყო, სამხედრო ტექნიკა, შესყიდვის კონტრაქტები, შეიარაღების სახეობა და ა.შ. ეს ჩვენთვის, საკუთარი ქვეყნის მოსახლეობისთვის იყო გასაიდუმლოებული, თორემ სხვისთვის, ჩვენი ყველაზე სასტიკი მტრისათვისათვისაც ყველაფერი შესანიშნავად ცნობილია, სად რა შეიარაღება გვაქვს, რამდენი და როგორი. მილიარდები იხარჯებოდა ქვეყნის თავდაცვაზე. გვარწმუნებდნენ, კიბორგ-რობოტები არა, მაგრამ ჩვენი არმია ერთ-ერთი ყველაზე აღჭურვილი და ბრძოლისუნარიანიაო... დღენახევარში წავაგეთ ბრძოლაც და ომიც. ათეულ და ასეულ მილიონები თითო-ოროლა გამონაკლისის გარდა, ვადაგასულ და უვარგის ტექნიკაში აღმოჩნდა გადაყრილი. ერთადერთი უპილოტო საჰაერო საშუალებები გვქონდა მართლა თანამედროვე, მაგრამ კოდები ვერ დავიცავით და პანტაპუნტით ჩამოგვიყარეს რუსებმა. არავითარი ავიაცია, არავითარი თავდაცვის სისტემა, საქართველოს ცაში რუსული თვითმფრინავების დაუსჯელად მოქმედებამ ჩვენი პოზიციების თავზე, ქართული არმია სასაკლაოზე გაგდებულ პირუტყვს დაამსგავსა. რაც მოვახერხეთ, ისიც ჩვენი გმირი მეომრების გმირობით და სულიერი სიმტკიცით, რომელთა ნაწილიც ჩვენი ჩინოვნიკების ფულის შოვნის სიხარბეს შეეწირა. აი, ზესაიდუმლოების შედეგი.
ქვეყანა მაფიური დაჯგუფებისათვის დამახასიათებელი ომერტას პრინციპებით იმართებოდა - გასაიდუმლოებული ტენდერები და შესყიდვები, გაუმჭვირვალე სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯების დიდი ნაწილი, საიდუმლოებით მოცული თბილისის განვითარების და აღდგენის სხვადასხვა ფონდი და ა.შ. საზოგადოება ალბათ ვერასოდეს გაიგებს საქართველოში შემოსული ბენზინის, გაზის, მედიკამენტების რეალურ ფასს. მიუწვდომელი იყო სატელეფონო, საკომუნოკაციო, კომუნალური მომსახურების ტარიფების კალკულაცია. რაღაც ნაწილი ინერციით გამოგვყვა.
ამასწინ ერთ საანეკდოტო სიტუაციაში აღმოჩნდა მთელი ქვეყანა. რამდენიმეთვიანი დებატები მიდიოდა ხუდონჰესთან დაკაშირებით და საზოგადოებამ ვერ მიიღო პასუხი ქვეყნისათვის ამ უმნიშვნელოვანესი პროექტის ინვესტორის შესახებ, ვინ იყო, სადაური, რომელი ქვეყნის. არავინ იცის სადაურია ის ე.წ. ინვესტორები, ვისაც ჩააბარეს ქვეყნის სტრატეგიული ობიექტები, კავშირგაბმულობა, საბანკო სექტორი, ენგერგეტიკა და სხვა. რა სტრატეგიულ და ქვეყნის თავდაცვითი მშენებლობის საიდუმლოებაზე და კონფიდენციალურობაზე გვაქვს საუბარი, როდესაც თბილისის ენერგოუზრუნველყოფა ჩვენი სტრატეგიული მტრის ხელშია და ნებისმიერ საწარმოო პროცესს გაგიშიფრავს მოხმარებული ენერგიის და მომსახურე პერსონალის გამოყენებით.
ბატონო პრეზიდენტო, ჩვენთან კონსტიტუციითაა განსაზღვრული პერსონალური, კომერციული და სახელმწიფო საიდუმლო ინფორმაცია. როდესაც ნაციონალური ხელისუფლება მიხვდა ხალხში დასაყრდენს კარგავდა და არჩევნების გაყალბების დამკვიდრებული სისტემა ვეღარ დაიფარავდა, მოიგონა სხვადასხვა სახის კონფიდენციალური, შეზღუდული და არაკლასიფიცირებული ინფორმაცია, და შესაბამისი კანონით უზრუნველყო. შედეგად დაიხურა ისედაც მწირე თავისუფალი სივრცე და უფრო მეტად შეეწყო ხელი სახელისუფლო ანუ ელიტარულ კორუფციას.
აქედან გამომდინარე, თუ საქვეყნო წესსა და კანონიერებაზე ფიქრობთ, განგაშს უნდა ტეხდეთ და კანონით უნდა ამყარებდეთ საჯარო ინფორმაციის აუცილებელ და სავალდებულო განთავსებას უწყებათა და ორგანიზაციათა ელექტრონულ რესურსებზე. დღემდე არა გვაქვს კანონი, თუ რა სახის ინფორმაცია და როგორ უნდა მიეწოდოს მოსახლეობას და მომხმარებლებს, კანონი პროაქტიური ინფორმაციის შესახებ. ასეთი ღია, გამჭვირვალე ინფორმაცია და საქმიანობა მნიშვნელოვნად დაიცავდა ქვეყანას კორუფციისაგან. იმ ხალხსაც დავიცავდით, ვისაც სახელმწიფო ქონების და საზოგადოებრივი საკუთრების დატაცებაში ედებათ ბრალი და ამით მომავალშიც ბევრ დანაშაულს ავიცილებდით თავიდან.

პატივისცემით,
საქართველოს რიგითი მოქალაქე


ფოტომონტაჟი აღებულია ინტერნეტიდან
მკითხველის კომენტარი (37)
saqartvelo
12 ოქტომბერი 2015 14:02
შევედარდნაძის დროსაც იყიდებოდა სახელმწიფო ქონება ერთ ლარად, მიშას დროსაც და ბიძინას ხანაშიც იყიდება სახელმწიფო ქონება ერთ ლარად!!!! უბრალოდ გამყიდველები და მყიდველები იცვლებიან!!!!!!!
ალექს
14 აგვისტო 2015 10:24
” ელიტური კორუფცია დამკვიდრდა საქართველოში, რაც ნიშნავს, რომ უმაღლესი თანამდებობის პირები არიან კორუფციულ აღებ-მიცემაში ჩართული. ვგულისხმობ დაწყებული უშუალოდ მიხეილ სააკაშვილის და მისი ოჯახის საქმიანობით დასრულებული რამდენიმე საკვანძო ფიგურით, რომლებიც არიან ძირითადად კორუფციის მონოპოლისტები. რაც შეეხება აშკარად თვალსაჩინო კორუფციულ გამოვლინებებს, ეს არის შესყიდვები, პრივატიზაციის პროცესი, რომელიც ძალიან თვალნათლივ გვანახებს თუ რა მასშტაბის, რა ხარისხის უტიფრობით არის გამორჩეული ის კოპუფციული მადა, რომელიც გააჩნია სააკაშვილს, მის გარემოცვას და მის ოჯახს. ჩვენ გვახსოვს 1 ლარად მიყიდული შენობები სააკაშვილის დედისთვის, გვახსოვს ბენდუქიძესთან მიმართებაში ,როცა აგრარული უნივერსიტეტი ასევე სიმბოლურ ფასად იყო გაყიდული.. ამგვარი ძალიან ბევრი ფაქტი შეგვიძლია დავასახელოთ, როცა სიმბოლურ ფასად ყოველგვარი სახელმწიფოებრივი და ეკონომიკური ინტერესების გათვალიწინების გარეშე ხდება ხოლმე ქონების გადაცემა უშუალოდ ხელისუფლების წარმომადგენლების, ან მათი ოჯახისადმი. მაგალითები იმდენია, რომ ყველას ჩამოთვლა ძალიან შორს წაგვიყვანდა. მთავარია რაც სახეზეა და რაც დარჩა, ეს არის ელიტარული კორუფცია, რომელიც ყვავის სააკაშვილის კარზე ..”ცენტრ პოინტის მაგალითი რომ არ ვახსენო არ შეიძლება, 6 200 ადამიანი უსახლკაროდ დარჩა.. ძალიან ბევრი შეიძლება ვისაუბროთ, მაგრამ ვიცი ფორმატი ამის საშუალებას არ იძლევა.”

ალექს
14 აგვისტო 2015 10:23
იმისათვის, რომ, მაგალითად, ახალი ხელისუფლების წარმომადგენლები მომავალში საეჭვოდ არ გამდიდრდნენ, ძველებს უკვე დაგროვილი ქონების წარმოშობა რეალურად შეუმოწმდეთ და შესაძლებელი გახდეს ელიტური კორუფციის ფაქტების გამოაშკარავება, სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები კონტროლის ახალი მექანიზმების დანერგვის ინიციატივით გამოდიან. მათი რწმენით, ჯერ ისევ მოქმედი უწყებათშორისი ანტიკორუფციული საკოორდინაციო საბჭო დამოუკიდებელი სტრუქტურით უნდა შეიცვალოს.

იმისათვის, რომ ეფექტიანი კონტროლი განხორციელდეს, არასამთავრობო სექტორის აქტიურობის გზით საზოგადოება უნდა იყოს ჩართული კორუფციული სქემების აღმოჩენის პროცესში, - ამბობს რადიო თავისუფლებასთან საუბრისას საარჩევნო და პოლიტტექნოლოგიების კვლევის ცენტრის დირექტორი კახი კახიშვილი, რომელიც კიდევ ერთხელ გამოდის დამოუკიდებელი ანტიკორუფციული საბჭოს შექმნის ინიციატივით. მისი იდეის მიხედვით, კორუფციული სქემებისა თუ რისკების გასაკონტროლებლად უნდა შეიქმნას პარიტეტულ საწყისებზე დაკომპლექტებული საბჭო, რომლის ერთ ნახევარსაც არასამთავრობო და მედიაორგანიზაციები წარმოადგენენ, ხოლო მეორე ნახევარი სახელმწიფო სტრუქტურებს დაეთმობა. კახიშვილის განმარტებით, ცხადია, საბჭო სამართალდამცველი სტრუქტურების მუშაობაში არ ჩაერევა, მაგრამ მან უნდა დააკმაყოფილოს საზოგადოების ინტერესი - პასუხი უნდა გასცეს წინა წლებში დასმულ შეკითხვებს და იფიქროს სამომავლო პრობლემების გამოვლენასა თუ პრევენციაზე. ასე მაგალითად, კახი კახიშვილის თქმით, ახალმა ანტიკორუფციულმა საბჭომ უნდა მიხედოს ისეთ კორუფციულ სქემებს, რომლებიც ერთია, რომ სახელმწიფო მოხელეს ევალება მხოლოდ დეკლარაციის შევსება, მაგრამ რას ჩაწერს შიგნით, - საერთოდ ზეტები რომ დაუსვას, - ამაზე რეაგირებას არავინ არ ახდენს, თუ არ იქნა კონკრეტული დავალება ამ ჩინოვნიკის შესახებ, რაც ჩვენ გვახსოვს ამ წლების მანძილზე...
კახი კახიშვილი
სამომავლოდ დანაშაულის წახალისების საფრთხეს შეიცავენ. შესაძლებელია, ასეთი მიდგომა, მაგალითად, ანტიმონოპოლიური კანონმდებლობის დახვეწისა თუ თანამდებობის პირთა ქონებრივი დეკლარაციების შესწავლის საფუძველიც გახდეს. კახი კახიშვილი დიდ ნაკლოვანებად მიიჩნევს, რომ ქვეყანაში ჯერ ისევ არ არსებობს სტრუქტურა, რომელიც ამ დეკლარაციების მართებულობას, ანუ ჩინოვნიკთა გამდიდრების საფუძვლებს, შეისწავლიდა:

”ერთია, რომ სახელმწიფო მოხელეს ევალება მხოლოდ დეკლარაციის შევსება, მაგრამ რას ჩაწერს შიგნით, - საერთოდ ზეტები რომ დაუსვას, - ამაზე რეაგირებას არავინ არ ახდენს, თუ არ იქნა კონკრეტული დავალება ამ ჩინოვნიკის შესახებ, რაც ჩვენ გვახსოვს ამ წლების მანძილზე. იმასაც ვერ გაიხსენებთ, რომ ამ საბაბით რომელიმე ჩინოვნიკი მიეცათ პასუხისმგებლობაში ანდა, როგორც მინიმუმ, პასუხები მაინც გაეცა“.

ახალი მაკონტროლებელი საბჭოს შექმნის ინიციატივით კახი კახიშვილი ჯერ კიდევ მიმდინარე წლის მარტში გამოვიდა, მაგრამ უყურადღებოდ დარჩა მისი მიმართვა პრეზიდენტ სააკაშვილისადმი. არასამთავრობო სექტორის წარმომადგენელი ახლა უკვე ახალი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის პასუხს ელოდება. პირადად მის სახელზე კანცელარიაში შეტანილი განცხადების განხილვის ათდღიანი ვადის ათვლა 30 ოქტომბერს დაიწყო. კახი კახიშვილი იმედოვნებს, რომ ჯანსაღი სტრუქტურა შეცვლის დღემდე არსებულ უწყებათშორის საბჭოს, რომელიც ისედაც ვერ ებრძოდა კორუფციას.
გელა ვაჟა 17-ს!
23 ივლისი 2015 23:52
სასიამოვნოა, რომ დიდს არა, მაგრამ უკვე გარკვეულ პროგრესს ვამჩნევ თქვენს მსჯელობაში, კერძოდ, კარგია, რომ თ ე ო რ ი უ ლ ა დ მაინც აღიარებთ, რომ ბ ო რ ო ტ ე ბ ა, საბოლოო ჯამში, ყოველთვის მ ა რ ც ხ დ ე ბ ა (ისე, ნებისმიერი ქართველისათვის ეს ბავშვობიდანვე აქსიომაა, შოთასაგან შესისხლხორცებული!)

ჰოდა,
ს რ უ ლ დ ე ბ ა
უ ფ ლ ი ს ს ა მ ა რ თ ა ლ ი !!!

100 წელია, რაც წავიდა რუსეთის იმპერიის დაშლის შ ე უ ქ ც ე ვ ა დ ი პროცესი!!!

მართლაც, ჯერ ფინეთმა დააღწია თავი იმპერიის მარწუხებს, მერე მთელმა სოცბანაკმა, ბალტიისპირეთმა, ნაწილობრივ სხვა რესპუბლიკებმაც!!!

კაცმა რომ თქვას, დღეს ერთი ნაურუს შუბიან-კაკილებიანი ბელადიღა დარჩა რუსეთის "ერთგული" და ... თქვენც რამდენიმე აქაური(თუ მოსკოვური) ჯარისკაცების ამალით!

ჰო, სხვათა შორის, ფინეთზე გამახსენდა:

ა ქ ვ ე, გ ვ ე რ დ ზ ე სტატიაა!
თურმე სხვა სამყაროც არსებობს (გასცდეს ცოტა ჩვენი თვალთახედვა რუსეთის სივრცეებს), მაგალითად, (ისევ"თურმე") არსებობს მსოფლიოს ყველაზე მ ო წ ი ნ ა ვ ე ქვეყნების ა თ ე უ ლ შ ი შემავალი ფ ი ნ ე თ ი - რუსეთის ყოფილი პ რ ო ვ ი ნ ც ი ა!
ამასთან, ეს სახელმწიფო რამდენიმე წლის წინ ს ა ც ხ ო ვ რ ე ბ ლ ა დ მსოფლიოს ს ა უ კ ე თ ე ს ო ქ ვ ე ყ ნ ა დ ა ც კი იქნა აღიარებული!

სხვათა შორის, აქ საშუალო ხელფასი 3 ა თ ა ს ი დოლარია!!!

როგორ ფიქრობთ, რუსეთის შემადგენლობაში დარჩენისას ფინეთს უკეთესი ბედი ელოდა, ვიდრე ტამბოვის ან პერმის გუბერნიებს?!! (აღარაფერი რომ არ ვთქვათ, მისთვის "მშვიდობის მოყვარული" რუსების მიერ წართმეულ კარელია-ფინეთზე, რომელიც საერთოდ...)

მაგრამ ჯერ კიდევ ყველაფერი კიდევ წინაა!!!
ნათქვამია, "უფლის სამართალი ურმით დადისო, მაგრამაო!..."

მერე, თანმიმდევრულობაა საჭირო მსჯელობაში!

სამართლიანი და ლოგიკური იყო, რომ რუსეთი, ღ ვ თ ი ს ნ ე ბ ი თ, იმარჯვებდა იმ დროს, როცა ებრძოდა მასზე უფრო დიდ აგრესორებს, მაგრამ მისი საბოლოოდ დაცემა დაიწყო მაშინ, როდესაც სისხლი დაღვარა ჯერ უნგრეთში, მერე ჩეხოსლოვაკიაში, ავღანეთში და ა.შ.

გორბაჩოვის არ იყოს, წავიდა პროცესი! ხომ თქვენვე დაწერეთ, რომ მარშრუტი პარიზი-ბერლინი-ქაბული დავიდა სოხუმ-ცხინვალ-დონბასამდე!!! სხვათა შორის, ქართულ ქალაქებს თქვენ - "ქ ა რ თ ვ ე ლ ი " რუსიფიცირებული სახელებით მოიხსენიებთ!!!
მართლაც, აფერუმ თქვენს "მამულიშვილობას"!!!
ამის მერე, საერთოდ აღარ ღირს თქვენთან საუბარი, მაგრამ ეს წერილი თქვენთვის კი არა, არამედ იმ ადამიანებისათვის იწერება, რომელთაც მინდა ვაჩვენო, ზოგჯერ რა ღრმა შეიძლება იყოს ქვეყნის ინტერესებიდან განდგომილი (ასე, ძალიან რბილად ვთქვათ) კაცის მიერ სამოთხედ მიჩნეული...უფსკრული, კაცისა, რომლის მთავარ "ოცნებად" ქცეულა მოსკოვი-ვაშინგტონი მარშრუტის გავლა!

ისე, ძალიან ბევრმა თავის საქმის სპეციალისტმა რუსმა გაიარა ეს გზა მეტად მშვიდობიანად და აქვე ისიც შევნიშნოთ, რომ არც გვერდზე მყოფი ბალტიისპირეთიდან მოიჩქარიან რუსები ისტორიულ სამშობლოში, სადაც, მიუხედავად უდიდესი სიმდიდრისა ბუნებრივი რესურსების მხრივ, მოსახლეობის 20%-ზე მეტი დიდად შეჭირვებულად, სიღარიბეში ცხოვრობს (რ უ ს უ ლ საიტებზევე გამოქვეყნებული დ ღ ე ვ ა ნ დ ე ლ ი ინფორმაციით. შეგიძლიათ ახლავე გადაამოწმოთ!!!)

qutauseli
23 ივლისი 2015 23:24
ნაცხროვა ისე საღათ აზროვნებდა 9 წელი ქვა ქვაზე არ დატოვა ამ ქვეყნისგან ნუ შუშის შენობები პატრული ბორდელები თურქები და ჩინელები ქართველები ფაფუ სამსახური ფაფუ ეკონომიკა ფაფუ და გზავნილებზე ჩამოკიდებული ბიუჯეტი.ეხლა აღიარეს თვითონაც ესე როა თორე ადრე ეტყობა კაიფში იყვნენ კოკაინის ან გერაინის როცა ეკონომიკის ზრდაზე საუბრობდენ თურმე საბაჟოდან ფულის ამოღება და საპროცესო გარიგებებიდან ამოღებული თანხა ეკონომიკის განვითარების ტოლფასი ყოფილა არადა საერთოდ ეკიდათ საიდან იხდიდა ხალხი დენის გაზის წყლის გადასახადს დასაქმებულია მთელი ქვეყანაო ასე გაკიოდენ ეს მანქურთები.მილიარდები იშოვენ ქყანა დაანგრის და მარტივ მამრავლებად დაშალენ და კიდეამდენს რო ტლიკინებენ არარიან წიხლის ქვეშ გასაგდები ფუ თქვენი სამარცხვინო უზნეო და დემაგოგი ...
....
23 ივლისი 2015 23:01
ნაცმოძს ბიუჯეტი და ბიზნესი საკუთრებაში ერგოთ,რასაც მოისურვებდნენ იმას აკეთებდნენ.მათი ხარჯების ფონზე ხადურის ციკანი და პრემიები სემიჩკის ფულია.მართალია საუკეთესო არა,მაგრამ წინაზე უკეთესი მთავრობა ნამდვილად გვყავს.თუმცა უკეთესი არ გვაწყენდა.ისეთი,რომელიც პირველ რიგში სამართლიანობას აღადგენდა.
djr
23 ივლისი 2015 21:20
მოქალაქევ, მართალი ბრძანდებით. ძალიან ბევრის სათქმელი თქვით, თან ძალიან ზუსტად და არგუმენტირებულად.
დროა, ვიყოთ აქტიურები და ყველაფერ იმაზე გვქონდეს რეაქცია რაც ჩვენს ყოფას და ქვეყანას ეხება. ჩვენი დაცვა არც ერთ მთავრობას არ ჭირდება. ყველა მთავრობას ჭირდება კონტროლი და მოქალაქეობრივი რექცია.
vaja17
23 ივლისი 2015 14:35
გელას!
ქათინაურებისათვის მადლობელი ვარ, თუმცა "ტყვიაველ" ბასილაშვილთან და "ზესტაფონელ" აკუნინთან ჩემი შედარება ცოტა გადაჭარბებულად მიმაჩნია, ვერ გავქაჩავ!
თუნდაც იმიტომ, რო მე ისევ, შანიძის განმარტებით რო ვთქვა, თიანურით გაზავებული კავთისხევური აქცენტით ვლაპარაკობ, ვერ წამართვეს ამ თითქმის 40 წლის მანძილზე რუსებმა და რა გინდა ქნა! ისე კი როგორა ცდილობდნენ, ხო ხო ხო...!
რუსეთი რო დროდადრო იმ გზას გადის, რაც "ცივილიზებულმა" ევროპამ უკვე გაიარა, ამაშიც გეთანხმებით! ჯერ კიდევ მე-19 საუკუნის დასაწყისში ნაპოლეონმა ევროპა გააერთიანა, რო რუსებისათვის არსებაში გამოსვლის მარშრუტი ესწავლებინა, ПАРИЖ-МОСКВА, მაგრამ ხალხი რო უკუღმართი იქნება, რა უნდა შეაგნებინო? ეს გზა უკუღმა გაიარეს, МОСКВА-ПАРИЖ!
მე-20-ე საუკუნის შუა წლებში ევროცივილიზაციის ერთერთმა მამამ, ჰიტლერმა ისევ "გააერთიანა" ევროპა რუსეთისთვის ახალი მარშრუტის შესაწავლად! აი, იმან, ადამიანის ძვლებისაგან სასუქისა და ტყავისაგან ხელჩანთების დამზადების დიდი ოსტატი რო იყო! მარშრუტს ერქვა БЛИЦКРИГ БЕРЛИН-МОСКВА,მაგრამ ხალხი რო უკუღმართი იქნება, რა უნდა შეაგნებინო? ეს გზაც უკუღმა გაიარეს, МОСКВА-БЕРЛИН, და ამასაც არ დასჯერდნენ, გზაში СТАЛИНГРАД-იც დაათვალიერებინეს!
ეხლა ვიღაც ანგლიკ საქსონსონი ყოფილა ატეხილი, ცდილობს 21-ე საუკუნის ყველაზე დემოკრატიული ВАШИНГТОН-МОСКВА-ს მარშრუტი აუხსნას რუსებს, მაგრამ ეს ნაპოლეონ-ჰიტლერები ახსენდება, ჟრუანტელი უვლის, ინიღბება და ზუსტ რუქებს არ აწვდის! ამ რუსებმაც ცოტა გეზი დაკარგეს და ხან СОХУМ-ში მივიდნენ, ხან ЦХИНВАЛ-ში, ხან СЕВАСТОПОЛЬ-ში და ეხლა ДОНЕЦК-ში არიან! მაგრამ ხალხი რო უკუღმართი იქნება, რა უნდა შეაგნებინო? ბოლობოლო კი მოუწევთ მაინც მარშრუტ МОСКВА-ВАШИНГТОН-ის გავლა, თუმცა ეს მაგათი საქმეა, როგორც იტყვიან, წინ ხრულიოვი, უკან მეწყერიო, ხომ ასეა?
და ბოლოს...!
საბოლოო ჯამში,ბ ო რ ო ტ ე ბ ა ყოველთვის მარცხდება, ცხონებული ლავუაზიეს კანონიაო! მე მაინც ბუნების კანონად მიმაჩნია, მაგრამ კამათს არ დავიწყებ, იქნებ მართლაც მასე იყო!
ეგ კანონი მესიე ლავუაზიემ 1814 წელში ხომ არ დაწერა, კაზაკები პარიზში ფრანცუჟანკებთან რო დროს ატარებდნენ?... მაგრამ ამ დროს ის კაცი რო უკვე აღარ იყო ცოცხალი, როგორ დაწერდა?


პატივისცემით და კეთილი სურვილებით!
თემური
22 ივლისი 2015 15:31
კარგი სტატიაა, ბევრი აქტუალური საკითხებია წამოჭრილი, იმასაც ვეთანხმები რომ პრეზიდენტმა სასახლეში ბევრი გველი შეიფარა და ისინიც არ იშურებენ რას? - შხამს, ყველა სფეროში დეგრადირებულები ვართ, რა ი. ალასანიას ვინმემ კითხა ამდენ პრემიებს რომ იღებდა და თან თავის ახლობლებს რომ ურიგებდა კიდევ არანაკლებ პრემიებს ეს სამართლიანია? აი ამის მერე ალასანიამ და მისმა თანაპარტიელებმა რა ნამუსით უნდა ილაპარაკონ ქვეყნისა და თავისი თანამოძმეების უკეთეს მომავალზე, ეს მარტო ალასანიას და პოლიტიკურ გვამებს არ ეხება,ვსვამ კითხვას - მითხარით ღარიბი და ხალხის ცხოვრებით მცხოვრები პოლიტიკოსი, ვინაა მართლა პატრიოტი, ვინაა მართლა რომ უყვარდეს თავისი ქვეყანა.
ვაჟა 17-ს!
22 ივლისი 2015 13:25
პირველ რიგში, გულწრფელად მივესალმები თქვენი, როგორც მოკამათის, კლასის ასე საგრძნობლად ამაღლებას.
ყოველგვარი ირონიის გარეშე ვამბობ ამას.
მეც გაცილებით მირჩევნია ისეთ ადამიანებთან (ამჯერად, ვატყობ, მთელ კოლექტივთან!) ვიკამათო, რომელთა მომზადების დონე რანგით აღემატება თავდაპირველად "გულუბრყვილო", 40 წელს რუსეთში ნაცხოვრები და შესაბამისად, როგორც წესი, გარუსებული ადამიანისას (სრულებით არ გძრახავთ, ისევე, როგორც არ ვძრახავ, მაგალითად, ოლეგ ბასილაშვილს ან ბორის აკუნინს. პატივს ვცემ თქვენს არჩევანს!).

ცოტა ეს მაკვირვებდა, რომ უძღები შვილი (ყოფილ) სამშობლოს არა მომნანიებელის, არამედ მესიის ამპლუაში რომ დაუბრუნდა (თუნდაც ვირტულურად, სოცქსელით, მაგრამ მაინც - შეწუხდა ადამიანი ქვეყნის ბედით!)

არგუმენტებიც მტკიცებისათვის - რა დიდი და დიდებულია კაცობრიობის წინაშე სრულიად გ ა ნ ს ა კ უ თ რ ე ბ უ ლ ი მისიით დამძიმებული რუსეთი და რა საზიზღარნი და საცოდავნი გახლავთ მის მიმართ ასე უ მ ა დ უ რ ი ქართველები - თითქოს უფრო წონიანიც შეგირჩევიათ (შესანიშნავია, რომ აქ ნიცშეს ნაღდად არა, მაგრამ დიდ დანტეს რომ ეთანხმებით, რომელსავ უ მ ა დ უ რ ო ბ ა ყველაზე დიდ ცოდვად მიაჩნდა თქვენსავით!).

მაგრამ, ნება მიბოძეთ, ასეთი აზრიც გამოვთქვა:

იყო კიდევ ერთი ერი, რომელმაც თავისი თავი ზუსტად ასევე, გ ა ნ ს ა კ უ თ რ ე ბ უ ლ ი მისიით მოვლინებულად წარმოიდგინა!

და ეს ამბაცი გაგრძელდა "უვარგისი და უმადური" ხალხების წარმომადგენლების ძვლებისაგან სასუქების, ხოლო ტყავისაგან - ხელჩანთების დამზადებით (ზოგი მათი მიმდევარი კიდევ ადამიანებზე საბურავების ჩამოცმას და "ცოცხალი", მორბენალი ჩირაღდნების ანთებას არჩევს - П Р О Г Р Е С С !)

ალბათ, გვახსოვს, რითი დამთავრდა ყოველივე ეს!!!

და როდის მოხდა კათარზისი?!!

როდესაც პირველი პირის სახით ეს ერი მუხლებზე დაეცა და ჩადენილი ბოროტებანი მოინანია!!!

სწორედ ამით ამაღლდა ეს ერი, ამით წამოდგა ფეხზე და სხვა ერებს თვალი გაუსწორა (სხვათა შორის, მატერიალურადაც ბევრი რამ გასწია ცოდვების მოსანანიებლად!)

შეადარეთ ახლა ეს ქმედება მავანთა ხბოს აღტაცებას, რომ
Россия встает с колен!

მიუხედავად აშკარა პროგრესისა აზრების ჩამოყალიბებისა და წერის კულტურის მხრივ (ისე, ერთი პატარა, მეგობრული შენიშვნა - უსწორო ფორმაა "ანვითარებს"), თქვენი არგუმენტები მაინც ძალიან სუსტია, ხოლო მათზე დაყრდნობა-ხელმძღვანელობა კი ფრიად მ ა ვ ნ ე ბ ლ უ რ ი თვით რ უ ს ი ე რ ი ს ა თ ვ ი ს, რომელიც რატომღაც წლების დაგვიანებით მუდამ ევროპის მიერ განვლილ გზას გადიოდა. მაგალითისათვის საფრანგეთის რევოლუცია და ოქტომბრის გადატრიალება შეიძლება მოვიყვანოთ (ბოდიში, თქვენთვის დ ი დ ი ო ქ ტ ო მ ბ რ ი ს რ ე ვ ო ლ უ ც ი ა). ამასთან, იგი მარტო სხვისა კი არა, საკუთარ შეცდომებზეც ვერაფერს სწავლობდა და ს წ ა ვ ლ ო ბ ს - ისევ მ ს ო ფ ლ ი ო ს ყ ვ ე ლ ა ზ ე დ ი დ ი გ ე ო პ ო ლ ი ტ ი კ უ რ ი კ ა ტ ა ს ტ რ ო ფ ი ს გამოსწორებაზე ოვნებებს!

რა ვქნათ, მე პირადად ეჭვი მეპარება, მიზანს მიაღწიოს (მიუხედავად თქვენი მხურვალე მხარდაჭერისა), რადგანაც:

საბოლოო ჯამში,

ბ ო რ ო ტ ე ბ ა

ყოვეთვის მარცხდება
(ცხონებული ლავუაზიეს კანონია!)


დასასრულ,
გფარავდეთ რუსი ჯარის თავში, მოწინავე ადგილას მყოფი და უადგილო ადგილას დაჭრილი ხრულიოვის ხატება !!!
(ისე, მაინც გადაამოწმეთ, თავში მიჰყვებოდა ამ ჯარს, შუაში თუ ბოლოში!)

რუბრიკის სხვა სიახლეები
ბოლო ერთი წლის განმავლობაში როგორ შეიცვალა თქვენი ოჯახის ეკონომიკური მდგომარეობა?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
ბოლო ერთი წლის განმავლობაში როგორ შეიცვალა თქვენი ოჯახის ეკონომიკური მდგომარეობა?
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
თვის კითხვადი სტატიები