ქვეყნის მართვა რიოდან, ანუ ღია წერილი საქართველოს პრეზიდენტს
ქვეყნის მართვა რიოდან, ანუ ღია წერილი საქართველოს პრეზიდენტს
ამ რამდენიმე დღის წინ, ინტერნეტის დათვალიერებისას ერთ საინტერესო ნიუსს წავაწყდი - პრეზიდენტი რიოში ჩასულა, იქ რამდენიმე ოფიციალურ პირს შეხვედრია, თან ქართველი ოლიმპიელებისთვის მხარდაჭერა გამოუცხადებია. მართალია, მისი ნაგულშემატკივარი სპორტსმენების დიდი ნაწილი ლამის პირველი ეტაპიდან გამოვარდა, მაგრამ მთავარი ქვეყნის მართვის დაძაბული და წარმატებული გრაფიკის შემდეგ ცოტათი დასვენებაა.

ერთი სიტყვით, ჩვეულებრივად განვითარებული ქვეყნის, ჩვეულებრივად წარმატებული პრეზიდენტის, ჩვეულებრივი რუტინული ქმედებაა. რა მოხდა მერე. საფრანგეთის პრეზიდენტიც იყო იქ. პორტუგალიის პრეზიდენტიც. კარგია, საფრანგეთსა და პორტუგალიას, თუ
ცხოვრების დონით ვერ შევედრებით, ამ კუთხით მაინც ნუ ჩამოვრჩებით.

რაც დამოუკიდებელი ქვეყანა გავხდით და კრიზისები დაგვეწყო, ერთი სული მქონდა პრეზიდენტი გავმხდარიყავი. უამრავი პროექტი მქონდა და ძალიხმევას იქეთკენ წარვმართავდი, რომ საქართველოში აშენებულიყო თუნდაც ასანთის საწარმო, ქართული ზეთის წარმოება, სამშენებლო მასალების და სხვადასხვა პროდუქციის წარმოების ქარხანა-ფაბრიკები, სათბურები,
ფერმები. ვოცნებობდი დაგვეწყო ადგილობრივი წარმოების თეთრეულის და საცვლების (წინდები და ტრუსიკ-მაიკები) გამოშვება; აღგვედგინა ვაგონშემკეთებელი და ელმავალმშენებელი ქარხნები, რომ ოროცი მილიონი ევრო, რომელიც ორსართულიანი მატარებლის შესაძენად საზღვარგარეთ გადავიხადეთ, საკუთარი წარმოების განსავითარებლად, ადგილობრივი მუშახელის და ინჟინერ-ტექნიკური პერსონალის ხელფასებში წასულიყო; ვიზრუნებდი რომ საქართველოში შექმნილიყო ავტობუსების ასაწყობი საწარმო და ათეული მილიონები სამუშაო ადგილების შექმნას მოხმარებულიყო. ისევე, როგორც ტრაქტორების საწარმოს შექმნის შემთხვევაში; ჩემს მიერ წარდგენილ ეროვნული ბანკის მმართველს მოვთხოვდი წესრიგის დამყარებას საბანკო სექტორში, მევახშეობას და ხალხის გამყვლეფი საბანკო პოლიტიკის და კანონმდებლობის შეცვლას და უამრავი სხვა, რაზეც უნდა ფიქრობდეს ჩვენნაირი ჩამორჩენილი ქვეყნის პრეზიდენტი.

ერთი პირობა ისიც კი ვიფიქრე, მე რომ პრეზიდენტი ვყოფილიყავი, რაც ამ ვიზიტის მომზადებას და განხორციელებას სახელმწიფო თანხები მოხმარდა, ერთ-ერთი გაჭირვებული და დასაღუპად გამზადებული ბავშვის მკურნალობის ხარჯებს დავაფინანსებდი, ათეულობით და ასეულობით, რომ იცქირებიან სასოწარკვეთილი თვალებით ტელევიზორის ეკრანებიდან თუ გაზეთების ფურცლებიდან. იმ პენსიონერს მივცემდი, პენსია წამლის ფულად რომ არ ყოფნის.

ბატონო პრეზიდენტო, შეიძლება თქვათ, რომ ეს თქვენი საქმე არ არის და არ გეხებათ. შეიძლება აქეთ დამადანაშაულოთ პოპულიზმში და ჩამორჩენილ აზროვნებაში, მაგრამ, ჩემი აზრით, იმიტომ გვიჭირს, იმიტომ გვყავს ამდენი უმუშევარი და გაჭირვებული ქვეყანაში, რომ პრიორიტეტები გვაქვს არეული. ევროპულ ქვეყნებს გაცნობილი ბევრი ჩემი თანამემამულისგან გამიგია, რომ ჩვენზე გაცილებით მდიდარი ქვეყნის პარლამენტარები, მინისტრები და სახელმწიფო მოხელეები არ აძლევენ თავს უფლებას იარონ ათეულ ათასიანი ჯიპებით და ატარონ დრო უსარგებლო და არაფრისმომცემ მივლინებებში.

მილიარდიან სასახლეში ცხოვრობთ, მაშინ როდესაც ქვეყანაში ამდენი ლტოლვილი თუ ხიზანი, სტიქიისგან დაზარალებული თუ მოტყუებული უსახლკარო ცხოვრობს. თავის ქვეყანაზე და ხალხზე შეყვარებული პიროვნება, მოკრძალებულ შენობაში გადავიდოდა და ამ შენობის გაყიდვით ამოღებული თანხით იმათ საცხოვრებლებს ააშენებდა. კარგი საქმე გაგიკეთებიათ, მილიონი გადაგირიცხია ერთ-ერთი უმაღლესი სასწავლებლისათვის. ალბათ, იმათი გასაჭირი კარგად იცით, რამეთუ მანდ მოღვაწეობდით თურმე. ისე, მე უფრო პრიორიტეტული მგონია, უმაღლეს სასწავლებლებზე განათლების სამინისტრომ იზრუნოს, ხოლო პრეზიდენტის ფონდიდან იმ ნიჭიერ ბავშვებს დავხმარებოდით თნხის უქონლობის გამო უმაღლესს რომ ვერ ამთავრებენ და რომლებიც სამწუხაროდ ასევე უამრავი გვყავს ქვეყანაში.

შეიძლება ამგვარი ქმედებებით ქვეყანაში ყველა პრობლემას ვერ დავძლევთ, მაგრამ ხალხს რწმენას გაუჩენდით, რომ ჩვენთვის მთავარი ხელისუფლების კომფორტი კი არა, მოსახლეობის წინაშე მდგომი პრობლემების გადაწყვეტაა. დამერწმუნეთ, ხალხისკენ შემობრუნებული მთავრობა და ხელისუფლება ბევრი ყოფითი პრობლემის დაძლევას დააჩქარებდა და ცივილურ სახელმწიფოს ავაშენებდით, სადაც მატერიალური სიკეთეები და ამქვეყნიური ბედნიერების განცდა ყველასათვის ხელმისაწვდომი იქნება.

პ.ს. ისე, ცოდვა გამხელილი ჯობია და მეც მქონდა ადრეული ოცნებები - მეხილა დისნეილენდი, ეიფელის კოშკი, ტაჯმაჰალი... მრჩევლად თუ ამიყვანთ ერთ კარგ იდეას მოგაწვდიდით, რასაკვირველია იუმორის ჟანრში - რამდენიმე ხანში მანდ ცნობილი კარნავალი დაიწყება, მის ბუმ-ბუმის გამოსავლენად (კაცნი ვართ, რა იცი რა ხდება?), თან იქნებ სადმე ბჰუტანის ან ტუვალუს პრეზიდენტებს გადაეყაროთ და საქართველოსათვის თავდაცვის სისტემის განმტკიცებაში დახმარება გეთხოვათ. მე მგონი, პოლინეზიელები არ არიან ცუდი ხალხი და აუცილებლად დაგვეხმარებიან.

zaza
14 აგვისტო 2016 18:21
რავა ყველა მცოდნე და სხვაზე ჭკვიანია ამ სტატიის შინაარსი ვერ გავიგე, რა უნდოდა ავტორს, შეიძლება რაღაც-რაცეებს მართალსაც იძახის, მაგრამ სასახლეს რას ერჩით, მომაბეზრებელია ერთი და იგივე უაზრო "ნაშრომები" დადება
tamta
14 აგვისტო 2016 17:57
ისე თქვენი ლოგიკი იმდენი გაჭირვებულია ქვეყანთი საერტოდ მტავრობა პრეზიდენტი და პარლამენტი არ გვჭირდება უფრო მეტ ფულს დავზოგავთ
ნოდარი
14 აგვისტო 2016 15:57
კარგია რომ მიხვდით, სჯობს გვიან ვიდრე არასდროს. აბა რა გეგონათ ბიძინა რომ მიგითითებთ ეს თუ ის აირჩიეთო გიჟებივით რომ გარბიხართ საარჩევნო ყუითებთან. რით მოგთაფლათ ამ ჭორვილელმა აფერისტმა? ხომ აგიშენათ 100 ქარხანა? ხომ გაგინახევრათტარიფები დენზე და გაზზე? აბა თქვენ იცით ამ არევნებზეც დილით ადრე წამოხტით და აკურატულად ჩაყარეთ ბიულეტენები ბიძინას გულის გასახარად. შეხედეთ ა%ღარც გპირდებათ არაფერს - რათ უნდა თავის შეწუხება? ისედაც გავა იოლას. წინა დაპირებებზე რომ ეკითხებით ხომნგპასუხობთ - აბა რას შეგპირდით? როდის შეგპირდით? თქვენც მონებივით დგეხართ თავდახრილები. ეს ჩემი წერილი არ ეხება იმ ადამიანებს ვისაც ქოცებისთვის ხმა არ მიუცია - ჩვენ ცოდონი ვართ.
გააკეთე კომენტარი

კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

რეგისტრაციისა და ავტორიზაციის გავლის შემდეგ აღარ მოგიწევთ დაცვის კოდისა და სხვა ინფორმაციის მითითება!

თქვენი კომენტარები გამოქვეყნდება ყოველდღე 11.00-დან 19.00 საათამდე, გამოგზავნიდან 30 წუთის განმავლობაში.

19.00 საათის შემდეგ მიღებული კომენტარები დაიდება მეორე დღეს.

P.S. ვრცელი კომენტარის გაკეთებისას ეცადეთ, ჩაეტიოთ 4 წუთში, ან დააკოპიროთ სხვა პროგრამაში აკრეფილი ტექსტი.

რუბრიკის სხვა სიახლეები
თქვენი აზრით, არსებობს თუ არა დღეს საქართველოში კორუფციის პრობლემა  ხელისუფლებაში?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, არსებობს თუ არა დღეს საქართველოში კორუფციის პრობლემა ხელისუფლებაში?
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
ბლოგერები
თვის კითხვადი სტატიები