როდესაც არც ვარსკვლავები გყავს და სირბილიც გეზარება, თანამედროვე ფეხბურთში არაფერი გესაქმება, ანუ როგორ დავამარცხოთ "პაოკი"?
როდესაც არც ვარსკვლავები გყავს და სირბილიც გეზარება, თანამედროვე ფეხბურთში არაფერი გესაქმება, ანუ როგორ დავამარცხოთ "პაოკი"?
ევროლიგაზე მოასპარეზე სამივე ქართული გუნდი პირველ ეტაპზე გავარდა დავრჩით მხოლოდ თბილისის "დინამოს" იმედზე. რა შეიძლება ითქვას ჩვენი გუნდების გამოსვლაზე?

პირველი და მთავარი
- კვლავ ვერ ვახერხებთ ფეხბურთელების სათანადო ფიზიკურ დონეზე მომზადებას. მესმის, რომ არა გვყავს მესები და რონალდოები, მაგრამ ფეხბურთელმა რომ გაქცევა შეძლოს, ამას მაინც და მაინც "ბარსელონასა" და "რეალში" თამაში სჭირდება? ისლანდიის და "ლესტერის" მაგალითმა კიდევ ერთხელ დაგვარწმუნა, რომ ჩვენისთანა პატარა
და ღარიბი ქვეყნების გუნდებმა შეიძლება ვარსკვლავები ვერც შევიძინოთ და ვერც ჩევინარჩუნოთ, მაგრამ შრომისა და სათანადო ფიზიკური მომზადების ხარჯზე მათთან ტოლ-სწორად თამაში შეიძლება, ხოლო როდესაც არც ვარსკვლავები გყავს და სირბილიც გეზარება, თანამედროვე ფეხბურთში არაფერი გესაქმება და ჩვენი კლუბების გამოსვლა ევროსარბიელზე ამის ნათელი დადასტურებაა
. ალბათ, საჭიროა ფედერაციამ და სპორტის სამინისტრომ გლობალურად იზრუნოს ამ პრობლემის გადაწყვეტაზე.
ზოგადად, ფიზიკური მომზადება, სირბილი, სისწრაფე, პრობლემაა სპორტის სხვა სახეობებისათვისაც, როგორც ინდივიდუალური, ასევე გუნდური - ჭიდაობა, ხელბურთი, კალათბურთი და სხვა.

თითქოს რაგბში გვაქვს საქმე შედარებით ნორმალურად, მაგრამ შვიდკაცამ, სადაც მოძრაობა და სისწრაფე მთავარი განმსაზღვრელი კომპონენტია, სხვა სურათი გვაჩვენა. საჭიროა სპორტის აკადემიამ გააქტიუროს საქმიანობა ამ კუთხით და მეცნიერული კვლევა-ძიება პრაქტიკულ შედეგებში აისახოს. ქვეყანაში უნდა აღდგეს მძლეოსნობის სკოლა და ფიზიკური მომზადების თანამედროვე მეთოდების დანერგვა მოხდეს კლუბებში, მანამ კი იძახის გუჯა კახაძე , - აგერ მაქვს ჩემი გამზადებული მეთოდები და გამოიყენეთო, მაგრამ დანაშაულებრივი გულგრილობით არავინ აქცევს ყურადღებას. ვიღაცამ მიაქციოს ყურადღება და ის მაინც გვეცოდინება, სწორს იძახის ეს კაცი თუ არა. მე მაინც მგონია საქმე გვაქვს იმის შიშთან, არიქა, ჩემზე უკეთ არავინ იმღეროსო…

ფიზიკური მომზადების კუთხით არა უშავდა "სამტრედიას" "გაბალასთან" და თბილისის "დინამოს" ზაგრების "დინამოსთან", მაგრამ აქ უკვე მწვრთნელების მიერ არჩეულმა ტაქტიკამ დაგვაღალატა, უფრო სწორად, უტაქტიკობამ.

"სამტრედიაც" და თბილისის "დინამოც" დაცვიდან შეტევაში და შეტევიდან დაცვაში ძალიან ნელა, თითქმის ნახირის ზოზინით გადაადგილდებიან. ასე აღარავინ თამაშობს უკვე. საფეხბურთო ტალანტებით განთქმული ბრაზილიაც, უკვე რამდენიმე წელია ვერ ახერხებს ვარსკვლავებისათვის დამახასიათებელი ბურთის თრევის გადამეტებული ინდივიდუალური სტილისაგან თავის დაღწევას და გუნდურად გამართული, სწრაფი თამაშის თანამედროვე რელსებზე გადაწყობას.

გუნდის შენება დაცვიდან იწყება. მყარი დაცვა წარმატების საწინდარია, მაგრამ არასაკმარისი. ქეცბაიაც აკეთებდა ამას, როდესაც თერთმეტივე ფეხბურთელი იცავდა საკუთარ კარს. ბევრი წარმატებული გუნდი აკეთებს ამას, მაგრამ განსხვავებით ჩვენი გუნდებისაგან სხვანაირად უტევენ. ბურთის ხელში ჩაგდების შემთვევაში, ჩვენი ფეხბურთელები თითქოს ერთმანეთს ეპატიჟებიანო, დინჯად აუჩქარებლად გადადიან მეტოქის ნახევარზე. ამ დროს მეტოქეც ჩასულია საკუთარ ნახევარზე და დაცვის ხაზიც ორგანიზებული აქვს. ვინაიდან წინ, მეტოქის საჯარიმოსთან ყველაფერი გადაკეტილია, ამ დროს იძულებული ხდები ბურთი ხშირად მიაწოდო უკან მცველებს ან მეკარეს. ამგვარი ქმედებები თითქმის უცვლელად შეინიშნება ჩვენი გუნდების სათამაშო ტაქტიკაში.

ზოგიერთი გუნდი მასირებული დაცვის დაძლევას განაპირა მცველების შეტევებში ჩართვით ცდილობს და მოულოდნელობის ეფექტს ქმნის, მაგრამ ამას ურთიერთდაზღვევის და შენაცვლების კარგად გააზრებული მექანიზმი ჭირდება.

ძალიან კარგი მცველია ლობჟანიძე, სწრაფი, ფიზიკურად ძლიერი, ორთაბრძოლებს არ გაურბის, მაგრამ როდესაც შეტევებში სისტემატურად ერთვება მისი ზონა ხშირად დაუცველი რჩება და დაცვაშიც ბევრ შეცდომას უშვებს (გამუდმებული დაცვითი და შეტევითი ოპერაციების შესრულება ფეხბურთელს ქანცავს და ღლის).

განსხვავებულად უტევენ ტაქტიკურად განსწავლული გუნდები. ბურთის ხელში ჩაგდების შემთხვევაში ხორციელდება სწრაფი კონტრშეტევა, რომელსაც ახორციელებს ორი, სამი ან ოთხი ფეხბურთელი. ამას ჯგუფური კონტრშეტევა ჰქვია.

ერთი ფეხბურთელი დაჭერა ფიზიკურად მომზადებული მცველისათვის პრობლემას არ წარმოადგენს. ორი, სამი და ოთხი ფეხბურთელის მომენტალურად შესრულებულ კონტრშეტევას მეტოქის დაცვა მოუმზადებელი ხვდება და წარმატების მეტი შანსია. "გაბალაც" და ზაგრების "დინამოც" ხშირ შემთხვევებში სპეციალურად თმობდნენ მოედნის ცენტრს და კონტრშეტევებზე გვეთამაშებოდნენ. ზუსტად ამის შედეგია ის ხუთით ერთი რაც აზერბაიჯანში დაფიქსირდა, თორემ სხვა მხრივ ჩვენი ფეხბურთელები არაფრით ჩამორჩებოდნენ მეტოქეს.
აქედან გამომდინარე, რეკომენდაციები თბილისის დინამოს მწვრთნელებს:

1) თბილისშიც და სალონიკშიც დინამომ უნდა ითამაშოს მეორე ნომრად, კონტრშეტევებზე. ოღონდ, კონტრშეტევები უნდა განხორციელდეს აგრესიულად, ჯგუფურად,მინიმუმ ორი-სამი ფეხბურთელით, რომ შეტევას ჰქონდეს განვითარების და გაგრძელების საშუალება. მუდმივად, პირველ ნომრად თამაში დღეს "ბარსელონას", ესპანეთის და გერმანიის ნაკრებებსაც უჭირთ, გუნდებს, რომელთა რიგებში ფეხბურთის მეგავარსკვლავები თამაშობენ.

2) კონტრშეტევის წარუმატებლობის შემთხვევაში და ცხადია, ყველა კონტრშეტევა გოლით ვერ დასრულდება, სამაგიეროდ, მეტოქეს დავქანცავთ წინ,და,უკან მუდმივი გადაადგილებით, არ უნდა დაირღვეს კოლექტიური ბალანსი დაცვისა და შეტევის რგოლებს შორის, ანუ მცველები დროულად უნდა ჩამოვიდნენ და არ უნდა ჩარჩნენ მეტოქის ნახევარზე.

3)
ამპლუით მცველებმა უნდა შეიკავონ თავი თავდამსხმელის ფუნქციების შესრულებისაგან, ხოლო ლობჟანიძეს და ამისულაშვილს კატეგორიულად ავუკრძალადი ცენტრის ხაზის გადაკვეთას. ისინი დაცვაში უფრო საჭირონი არიან.

4) თავდამსხმელებმა უნდა შეწყვიტონ ბურთის უაზროდ თრევა და რაც მთავარია, არ იღორონ, ყურადღება უნდა გადაიტანონ პასის დროულ გადაწოდებაზე, ასევე თანაგუნდელებმა უნდა დააგდონ სტატიკური პოზები, მეტი უნდა იმოძრაონ და მანევრები განახორციელონ ხელსაყრელ და თავისუფალ პოზიციებზე გასასვლელად, შესთავაზონ თანაგუნდელებს საკუთარი თავი.

5) თავდამსხმელები ღრმად არ უნდა ჩამოვიდნენ დაცვაში, ჯერ ერთი, მცველებიც ჩამოყავთ და მეორეც, სწრაფი კონტრშეტევისათვის მზად არ იქნებიან. ორი-სამი შემტევი მოედნის ცენტრისკენ უნდა იყოს წაწეული და ჩასაფრებული, რომ ორი-სამი გადაცემა საკმარისი იყოს მეტოქის კართან მისასვლელად.

6) თითქმის დარწმუნებული ვარ, არათუ გამოიყენონ - წაკითხვითაც არავინ შეიწუხებს თავს. უბრალოდ, ჩემ თავთან მინდა ვიყო მართალი - მე, ერთმა რიგითმა გულშემატკივარმა, რაც შემეძლო არ დავიზარე გუნდისათვის, თქვენ რას აპირებთ, ფეხბურთის მამებო?!

გისურვებთ წარმატებებს!



simartle
25 აგვისტო 2016 08:19
კიდე ერთხელ მინდა ხმამაღლა მოგახსენოთ-სანამ ფეხბურთს(და არამარტო ფეხბურთს)სათავეში ეყოლება წერა-კითხვის უცოდინარი ხალხი,სანამ საბავშვო სპორტი იქნება გაუნათლებელი მწვრთნელებისათვის მხოლოდ შემოსავლის წყარო,სანამახალგაზრდებს მაგალითად ეყოლებათ არა ტარო და შაქრო,არამედ თუნდაც მესსი და ბოლტი,სანამ ფეხბურთელი იოცნებებს არა ჩიხურაში(უკაცრავად ჩიხურას,გინდაც სხვა კლუბში) თამაში და არა რეალში თუ მანჩესტერში,სანამ თამაშის წინ პლანის მოწევის და 30 ხინკლის მირთმევის მაგივრად არ ფეხბურთელი არ დაიცავს ელემენტარულ დისციპლინას,სანამ ყველაფრის გამაოხრებლა ქეცბაიას მოისაზრისებენ და არა თავის უნიჭობასა და სიზარმაცეს,სანმ...სანამ...სანამ....საშუალოდ ევროპული კლუბების ფეხბურთელები თამაშის განმავლობაში მოძრაობენ 7-8 კილომეტრს,საუკეთესო კლუბებში უფრო მეტსაც.ჩვენი ფეხბურთელები საშუალოდ 2-3 კილომეტრი ე.ი . 90 წუთიდან მოძრაობენ მხოლოდ 30 წუთს,დანარჩენი დგანან და ცხვირს იქექავენ.ასეთი მომზადებით და ასეთი მიდგომით რატომ გვიკვირს რომ ასეთი შედეგი გვაქვს?
uxadite von
24 აგვისტო 2016 12:42
დღეს ქვეყნისთვის ფეხბურთი ხორცმეტია და ის უნდა დაფინანსების გარეშე დარჩეს!ვისაც მოუნდება ითამაშონ თავისთვის და ხალხს ნუ აბრალებენ რაღაცეებს. რატომ უნდა ვარჩინოთ ეს უქნარები,როცა ხალხს სახლები არ აქვს?რამდენი რამის გაკეთება შეიძლება ამ ფულით?რამდენ წყალმომარაგების სისტემას შექმნიან?თუ ამდენი ფულის გადაყრა არაფერია,პენსიები გაზარდონ ამ ფულით. გამოდის,რომ ხელისუფლება ფულს ათეთრებს ამ სპორტით!
grigori
23 აგვისტო 2016 12:00
რიოს ოლიმპიადის შედეგების ანალიზი აუცილებლადაა გასაკეთებელი.ჭიდაობისა და ძიუდოს ფედერაციებისა და მწრთვნელების მუშაობა არადამაკმაყოფილებელია.2 წუთის შემდეგ მოჭიდავეთა უმრავლესობა ფეხზეც კი ვერ დგებოდა!საქართველოს არ აქვს იმდენი შესაძლებლობა, რომ სპორტის ბევრი სახეობა დააფინანსოს.ნახეთ უზბეკეთში რა ქნეს, მხოლოდ ორ სახეობაში კრივსა და ჭიდაობაში ჩვენზე ბევრათ უკეთეს მიაღწიეს.საქართველოში უნდა დაფინანსდეს რამდენიმე სახეობა:ჭიდაობის სახეობები,ცურვა , მძლეოსნობა და კრივი.ამ 4 სახეობაში თამაშდება მედლების უდიდესი ნაწილი.ფეხბურთში ვერასოდეს მოვუგებთ ბრაზილიას და კიდევაც რო შევძლოთ,ეს მხოლოდ ერთი მედალია.ფეხბურთისათვის 240 მილიონის გამოყოფა დანაშაულია!
გააკეთე კომენტარი

კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

რეგისტრაციისა და ავტორიზაციის გავლის შემდეგ აღარ მოგიწევთ დაცვის კოდისა და სხვა ინფორმაციის მითითება!

თქვენი კომენტარები გამოქვეყნდება ყოველდღე 11.00-დან 19.00 საათამდე, გამოგზავნიდან 30 წუთის განმავლობაში.

19.00 საათის შემდეგ მიღებული კომენტარები დაიდება მეორე დღეს.

P.S. ვრცელი კომენტარის გაკეთებისას ეცადეთ, ჩაეტიოთ 4 წუთში, ან დააკოპიროთ სხვა პროგრამაში აკრეფილი ტექსტი.

რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ აფასებთ საკანონმდებლო ინიციატივას, რომელიც ნებადართულს ხდის საქართველოში მარიხუანას წარმოებას ექსპორტზე გატანის მიზნით (ფარმაცევტული და კოსმეტიკური საშუალებებისათვის)?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ აფასებთ საკანონმდებლო ინიციატივას, რომელიც ნებადართულს ხდის საქართველოში მარიხუანას წარმოებას ექსპორტზე გატანის მიზნით (ფარმაცევტული და კოსმეტიკური საშუალებებისათვის)?
დღის კითხვადი სტატიები
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
ბლოგერები
თვის კითხვადი სტატიები