ავტორის გვერდი
ავტორი: რატი შელეგია
KvirisPalitra.Geდავიბადე 1979 წლის 7 ოქტომბერს, ქ. თბილისში. მუხთალმა წუთისოფელმა საცხოვრებლად ქალაქ რუსთავში გადამისროლა, სადაც წარმატებით დავამთავრე (ყოველ შემთხვევაში, მე ასე მეგონა) ჯერ 33-ე საბაშვო ბაღი, მოგვიანებით კი 22-ე საშუალო სკოლა. სამართლიანობა 1997 წელს აღდგა, როცა სტუ-ს არქიტექტურის ფაკულტეტზე ჩავაბარე და დედაქალაქს დავუბრუნდი. დიზაინისა და ურბანისტიკის ლექციებმა "ჟურნალისტიკით მოწამვლაში" ხელი ვერ შემიშალა და უკვე თორმეტი წელიწადია, კალამი ხელიდან ვერ გამომღლიტეს.
თავის დროზე ვმუშაობდი გაზეთებში: "შანსი" და "ოლიმპი". 2004 წლის სექტემბრიდან კი, გაზეთ "კვირის პალიტრაში" ვმუშაობ სპორტულ კორესპონდენტად. პარალელურად ვუძღვები რუბრიკებს  - "ავტოსალონი" და "თქვენთვის, ბატონებო".
p.s. არ ველი მადლიერი მკითხველის გამოხმაურებას. ისიც დიდი ნუგეშია, რომ ჩემი "შემოქმედების" წაკითხვისას, ისინიც ისევე იტანჯებიან, როგორც მე საქართველოს საფეხბურთო ნაკრების თამაშის დროს...
მისწერე ავტორს
ავტორის სტატიები: