ლელა ჯიყაშვილი
KvirisPalitra.Geდავიბადე ქ. თბილისში 1970 წლის 5 დეკემბერს. დავამთავრე ქ. თბილისის #169-ე საშუალო სკოლა.
ოჯახშიც და მთელ სანათესაოშიც პირველი ვიყავი, ვინც ჰუმანიტარული განხრით გავაგრძელე სწავლა. ირგვლივ მხოლოდ ინჟინრები და მედიკოსები მყავდა. 1989 წელს თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტზე ჩავირიცხე. ვსწავლობდი ახალი ქართული ენის ჯგუფში, თუმცა ძალიან მიყვარდა ლიტერატურა, ხელოვნება, ფილოსოფია... ხშირად მიფიქრია, რომ ე.წ. გრამატიკის ჯგუფში ყოფნას იქნებ სჯობს სხვა რომელიმე ჯგუფში გადავიდე-მეთქი, მაგრამ დავრჩი ჩემი ლექტორის, თედო უთურგაიძის დამსახურებით, რომელიც სულ მეხუმრებოდა, - "გრამატიკიდან ნიცშემ დაიწყო და შენ რომ დაიწყო, რა დაშავდებაო".
უნივერსიტეტი წარჩინების ე.წ. წითელი დიპლომით დავამთავრე. შემდეგ ვსწავლობდი ენათმეცნიერების ინსტიტუტში. გამოცდები - მინიმუმი ჩავაბარე და თემაზე აღარ მიმუშავია, რადგან საქართველოში მაშინ მძიმე სიტუაცია იყო, მამა გარდაცვლილი მყავდა, სასწრაფოდ მჭირდებოდა სამსახური, რომ ანაზღაურება გამჩენოდა...
მყავს მეუღლე - დავით მუკბანიანი და ორი ქალიშვილი - თათია და ანანო.
1999 წელს მივედი ჩემთვის ყველაზე საყვარელ გაზეთში "კვირის პალიტრაში" და დავიწყე კორესპონდენტად მუშაობა. სამსახური დღემდე არ შემიცვლია.
ავტორის სტატიები: