ავტორის გვერდი
ავტორი: მარინა ბაბუნაშვილი
KvirisPalitra.Geდავიბადე 1964 წლის 27 თებერვალს ქ. თბილისში. დავამთავრე თბილისის მე-10 საშუალო სკოლა და რადგან ჩემი ბავშვობის ოცნება ჟურნალისტობა გახლდათ, სწავლა გავაგრძელე თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე. 1985 წელს წარჩინებით დავამთავრე უნივერსიტეტი. ვმუშაობდი სხვადასხვა გამოცემაში: "საქართველოს რესპუბლიკა", "ახალგაზრდა ივერიელი", "შანსი", "საქართველოს ქალი".
1998 წლიდან ვმუშაობ გაზეთ "კვირის პალიტრაში", მიმყავს რუბრიკა "თქვენთვის, ქალბატონებო", რომელიც ეხება საზოგადოებაში არსებულ პრობლემებს (ოჯახურ კონფლიქტებს, წყვილის ურთიერთობას და ა.შ.). მსგავს თემებს ვაშუქებ ჟურნალ "გზაშიც" (ჩანართი -"ცხოვრება").
გარდა ამისა, "კვირის პალიტრაში" ვაქვეყნებ წერილებს ცნობილი ადამიანების პირად ცხოვრებაზე. ვფიქრობ, რომ ეს თემები მკითხველს ძალიან აინტერესებს, რაც მათ წერილებშიც გამოიხატება. ჩემთვის, როგორც ჟურნალისტისთვის, ყველაზე მნიშვნელოვანი და სასიამოვნო მკითხველის შეფასებაა. ჩემი რუბრიკის მკითხველი მირეკავს და მეუბნება, - "დიდი მადლობა, თქვენ მე დამეხმარეთ".
მისწერე ავტორს
ავტორის სტატიები:
როგორ შეაფასებთ საქართველოში დემოკრატიის მაჩვენებელს გასულ წლებთან შედარებით?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ შეაფასებთ საქართველოში დემოკრატიის მაჩვენებელს გასულ წლებთან შედარებით?
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა