ავტორის გვერდი
ავტორი: ნამჩევაძე/კორძაძე
სულხან ნამჩევაძე

დავიბადე 1979 წ. 4 ივნისი, იუმორის ქალაქ ქუთაისში. იქვე დავამთავრე სკოლა და ინსტიტუტი _ ჟურნალისტიკის ფაკულტეტი. მიყვარს იუმორი იმდენად, რომ პროფესიული საქმიანობა ამ სფეროს მივუძღვენი. რადგან თავს კარგ იუმორისტად ვთვლი, ყველაზე კარგ გაზეთთან გადავწყვიტე თანამშრომლობა. ასე მოვხვდი "კვირის პალიტრაში". ვამაყობ, რომ ხალხის საყვარელი გაზეთის შექმნაში ჩემი წვლილი შემაქვს.



გელა კორძაძე

დავიბადე 1975 წლის 5 იანვარს ქ. ვანში. რადგან, ვანში ინსტიტუტი არ არის, დავამთავრე ქ. ქუთაისის სახ. უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი. ჟურნალისტიკა ჩემი ჰობი იყო და ეს ჰობი თანდათან პროფესიად მექცა.
"კვირის პალიტრა" ჩემი საყვარელი გაზეთია და ამიტომაც გადავწყვიტე, მასთან მეთანამშრომლა და დღეს ბედნიერი ვარ, რომ ვაკეთებ ჩემს საყვარელ საქმეს, ჩემს საყვარელ გაზეთში.
ავტორის სტატიები: