ავტორის გვერდი
ავტორი: მერაბ მეტრეველი
KvirisPalitra.Geსიმართლე გითხრათ, ჟურნალისიტობაზე არასოდეს მიოცნებია. ამიტომ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში ისტორია-ფილოლოგიის ფაკულტეტზე ჩავაბარე. დაბადებითაც ამ ქალაქში დავიბადე 1978 წლის 12 მარტს. შემდეგ კი ბათუმის საშუალო სკოლა დავამთავრე. ლიტერატურა ყოველთვის მიზიდავდა და მეც მინდოდოა ლიტერატორი გავმხდარიყავი, მაგრამ ცხოვრებაში ყოველთვის იმას ვერ აკათებ, რაც გინდა.
ჟურნალისტიკაში აღმოვჩნდი და მიუხედავად იმისა, რომ ეს პროფესია ჩემი მოწოდება არ ყოფილა, აგერ უკვე მეთერთმეტე წელია ამ საქმეში ვარ. მიმუშავია როგორც პრესაში, ისე ტელევიზიაში.   ყველაზე კარგად ტელეკომპანია ”იმედში” გატარებული ოთხწელიწადნახევარი მახსენდება. შემდეგ იყო ”პირველი არხი”, საიდანაც პროტესტის ნიშნად წამოვედი. ახლა კი გაზეთ ”კვირის პალიტრაში” და რადიო ”პალიტრაში” ვმუშაობ. რადიო ჩემთვის ახალი გამოცდილებაა. კვირაში სამჯერ მიმყავს გადაცემა ”რეზიუმე”. თუმცა ადამიანს, რომელიც ჟურნალისტიკაში იმიტომ აღმოჩნდა, რომ წერა უყვარს, ბუნებრივია გაზეთში მუშაობა ყველაზე მეტად სიამოვნებს. 


მისწერე ავტორს
ავტორის სტატიები: