საქართველოს მედიაპარტნიორობის პროგრამაში გამარჯვებულმა "პალიტრანიუსმა" აშშ-ის მედიაორგანიზაციის წარმომადგენლებს უმასპინძლა
საქართველოს მედიაპარტნიორობის პროგრამაში გამარჯვებულმა "პალიტრანიუსმა" აშშ-ის მედიაორგანიზაციის წარმომადგენლებს უმასპინძლა
უცხოელმა სტუმრება აღნიშნეს, რომ "პალიტრანიუსმა" მათზე ძალიან დიდი შთაბეჭდილება მოახდინა, დადებითად შეაფასეს მაუწყებლობის განსხვავებული, თანამედროვე სტილი და მიდგომები, და აღნიშნეს პროფესიონალიზმის მაღალი დონე.

საქართველოს მედიაპარტნიორობის პროგრამის კონკურსში გამარჯვებულმა "პალიტრანიუსმა" აშშ-ის მედიაორგანიზაციის წარმომადგენლებს უმასპინძლა. სტუმრები გაეცნენ ქართველი კოლეგების მუშაობის სტილს, გაგვიზიარეს გამოცდილება და ჩაატარეს­ ტრენინგები. საპასუხოდ, "პალიტრანიუსის" გუნდმა უცხოელ კოლეგებს­ მედიასივრცეში მუშაობის გამოცდილება გაუზიარა.

მაია მათეშვილი, საქართველოს მედიაპარტნიორობის პროგრამის ხელმძღვანელი:
- საქართველოს მედიაპარტნი­ორობის პროგრამა უკვე მეშვიდე წელია ხორციელდება საქართველოში საერთაშ­ორისო
კვლევისა და გაცვლების საბჭოს­ (IREX) მიერ. მას აშშ-ის საელჩოს­ გავლით ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი აფინანსებს. პროგრამის ფარ­გლებში ყოველწლიურად ტარდება ღია კონკურსები მაუწყებლებისთვის. შესარჩევი პანელი ქართველი და უცხოელი მედიაექსპერტებისგან შედგება. ისინი აფასებენ იმ მედიაპროდუქტს, რომე­ლსაც მაუწყებელი აწარმოებს. კონკურსში "პალიტრანიუსმა" გაიმარჯვა.­ პროგრამის ფარგლებში "პალიტრანიუსში" ერთკვირიანი ვიზიტით იმყოფება ამერ­იკული ტელეკომპანია WICU-ს ორი წარმომა­დგენელი პენსილვანიის შტატიდან. საპასუხო ვიზიტით გაზაფხულზე აშშ-ში "პალიტრანიუსის"თანამშრომლები გაემგზ­ავრებიან. უცხოელმა სტუმრებმა აღნიშნეს, რომ "პალიტრამედიაში" მაღალ დონეზეა განვი­თარებული ციფრული და ვებმიმართულება, რაშიც მათ ნაკლები გამოცდილება აქვთ.

პემ ფორსიტი, მედიაჰოლდინგ Lilly Broadcasting
-ის გენერალური მენეჯერი: -
"პალიტრანიუსმა" ჩემზე ძალიან დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. პირველ რიგში,­ მომეწონა ჰოლდინგის შენობა, სადაც შესვლისთანავე იგრძნობა მუშაობის პროცესი. დაგვხვდა პროფესიონალთა გუნდი, რომლებიც 24 საათის განმავლობაში მუშაობენ. ჩვენთან ტელევიზია მეტად განვითარებულია, მაგრამ
ონლაინმიმართულებაში მოვიკოჭლებთ. "პალიტრანიუსის" გუნდმა ონლაინსფეროში არსებული გამოცდილება გაგვიზიარა, რაშიც ძალიან წარმატებულები ხართ.

საბედნიეროდ, გვქონდა შესაძლებლობა­, დაგვეთვალიერებინა თქვენი ქვეყანა. საქართველო ულამაზესია, განსაკუთრებით არქიტექტურა მომეწონა. თბილისის გარდა,­ ვესტუმრეთ გორს, ბორჯომს, ახალციხეს. ერთი რამ არ მომეწონა - ქალაქში გიჟური მოძრაობაა.

ტერი ოლსენი, მედიაჰოლდინგ Lilly Broadcasting-ის გაყიდვებისა და მარკეტინგის კონსულტანტი: -
"პალიტრანიუსში" შესვლისთანავე თავბრუ დამესხა - ამდენი­ ადამიანი, ამდენი­ განყოფილება, ყველა თავის საქმეს აკეთებს, ყველგან მულტიმედიაა ჩართული, მაგრამ როდესაც მუშაობა დავიწყეთ, ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს
საკუთარ ოფისში ვიყავი. გამაოცა იმ ფაქტმა, რომ საქართველოსა და ამერიკაში მედიის სფეროში გაყიდვების მიმართულებით მსგავსი სიტუ­აციაა, მიუხედავად იმისა,­ რომ მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში ვმუშაობთ. "პალიტრანიუსს" სხვა პრიორიტეტებთან ერთად ერთი დადებითი მხარე აქვს - ქართული ტელევიზიების უმეტესობაში დიდი სარეკლამო ჭრაა, რაც მაყურებელს ღლის, "პალიტრანიუსში" კი გაცილებით მცირე სარეკლამო ჭრაა, საეთერო ბადე უფრო დინამიკურია, რაც ძალიან მნიშვნელოვანია მაყურებლისთვის...

მინდა დავამატო, რომ აღფრთოვანებული ვარ საქართველოს საოცარი ბუნებით, ქართველები სასიამოვნო მოსაუბრეები ხართ, უგემრიელესი სამზარეულო გაქვთ. თქვენი ქვეყანა ძალიან შემიყვარდა!

ვახტანგ მძინარაშვილი, "პალიტრანიუსისა" და რადიო "პალიტრის" მარკეტ­ინგის მენეჯერი:
- "პალიტრანიუსმა" გაიმარჯვა ორგანიზაცია მედიაპარტნიორობის პროგრამაში, რომლის ფარგლებშიც ჩვენთან ჩამოვიდნენ ამერიკელი­ სტუმრები - ტელეკომპანია WICU -ს გენერალური მენეჯერი და გაყიდვებისა და მარკეტინგის უფროსი. ერთი კვირის განმავლობაში გაიმართა ორმხრივი შეხვედრები. საინტერესო იყო იმის გაგება, თუ როგორ ვითარდება ამერიკული ტელევიზიები, რა სიახლეებს ნერგავენ და ა.შ. თუმცა ჩვენგანაც დიდი ინფორმაცია მიიღეს, რადგან საქართველოში, როგორც ახალი ამბების ტელევიზიამ, განსხვავებული მიმართულება ავირჩიეთ და ეს ფორმატი მათთვის საინტერესო აღმოჩნდა. მოეწონათ ჩვენი ონლაინმიმართულებაც. პირველი ეტაპი დასრულებულია, გაზაფხუ­ლზე ჩვენი წარმომადგენლები გაემგზავრებიან აშშ-ში და გაეცნობიან იქაური მუშაობის პროცესს.

თეა ბეჟიტაშვილი
ქეთი
02 თებერვალი 2017 11:48
"პალიტრანიუსი" იმსახურებს გამარჯვებას..თავისი პროფესიონალიზმით, ინფორმაციულობით, შრომისმოყვარე გუნდით...წარმატებები თქვენს გუნდს ...



რუბრიკის სხვა სიახლეები
თქვენი აზრით,  საქართველოს გზებზე ყველაზე ხშირად რა მიზეზით ხდება ავტოსაგზაო შემთხვევები?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, საქართველოს გზებზე ყველაზე ხშირად რა მიზეზით ხდება ავტოსაგზაო შემთხვევები?