ეროვნული სამეცნიერო ფონდის სამეთვალყურეო საბჭოს სხდომა გაიმართა - კვირის პალიტრა

ეროვნული სამეცნიერო ფონდის სამეთვალყურეო საბჭოს სხდომა გაიმართა

შოთა რუსთაველის ეროვნულ სამეცნიერო ფონდში, 10-11 ივლისს, საერთაშორისო სამეთვალყურეო საბჭოს რიგით V სხდომა გაიმართა. სამეთვალყურეო საბჭო არის ფონდის კოლეგიალური ორგანო, რომელიც წელიწადში ორჯერ იკრიბება და მართვის მიზნით განიხილავს 6 თვის მანძილზე ფონდის მიერ გაწეულ საქმიანობას, სტრატეგიულ საკითხებსა და სამოქმედო გეგმას. სამეთვალურეო საბჭოს წევრები არიან, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინიტრი, მოადგილე(ფონდის კურატორი), საქართველოს და მსოფლიოს გამოჩენილი მეცნიერები.

ფონდის თანამშრომლებმა საბჭოს წარუდგინეს: ახალი პროგრამის პორტფოლიო და 2018 წლის ბიუჯეტი, ახალი სტრატეგიის კრიტიკული საკითხები, 2018-ის მოდიფიცირებული პროექტები (გამოყენებითი კვლევის კონცეფცია, გრანტის კონცეფციის ინსტრუმენტირება).

სხდომაზე ასევე განიხილეს: პროექტების შეფასების პროცედურა და პოლიტიკა/ერთიანი კომისია და დარგობრივი პანელები, პროგრამის მონიტორინგის საკითხები: სტატისტიკა; გამოწვევები, პერსპექტივები; ჰორიზონტი 2020-ისთვის გრანტის მოსამზადებელი სქემები, სამუშაო გეგმის ეფექტურობის შეფასება; საერთაშორისო პროგრამები და თანამშრომლობა-ახალი საერთაშორისო პარტნიორები და პერსპექტივები (ჩინეთი, ფრანგული ინსტიტუტი, ბულგარეთი, მოლდოვა, DFG, TUBITAK -ის მოდიფიცირება, USESFP, ERC, TAEX-თან თანამშრომლობა); საერთაშორისო პროგრამების წევრობა, პლატფორმები და მონაცემთა ბაზები.

R