"ენერგომატარებლების ეკონომია და ატმოსფეროში გამოტყორცნილი CO-ს შემცირება ქვეყნისთვის პრიორიტეტული უნდა იყოს“
"ენერგომატარებლების ეკონომია და ატმოსფეროში გამოტყორცნილი CO-ს შემცირება ქვეყნისთვის პრიორიტეტული უნდა იყოს“
ქართულ ბაზარზე ნანო ტექნოლოგიებით შექმნილი პროდუქტი მოთხოვნადი ხდება

დღევანდელ დასავლეთში ენერგოეფექტურობა უკვე ბრენდია და განვითარებული ქვეყნების მოსახლეობისთვის ის რეალური, პოზიტიური მახასიათებლები, რომლებიც არამარტო ეკოლოგიას, არამედ ფინანსურ ეკონომიასაც უკავშირდება, სიახლეს აღარ წარმოადგენს. შესაბამისად, დასავლური ქვეყნების ეკონომიკა სწორედ, ენერგომოხმარების შემცირების ხარჯზე ვითარდება. ისინი ახალ ტექნოლოგიებს წარმატებულად იყენებენ და ყველა მათი ნაბიჯი გრძელვადიან სარგებელზეა გათვლილი.

რა მდგომარეობაა ამ მხრივ საქართველოში?! როგორც ინოვაციური პროდუქტების მწარმოებელი კომპანიის "სიგმა ტექნოლოჯის & სოლუშენსის“ თანადამფუძნებელი და მთავარი აღმასრულებელი
დირექტორი გიორგი ცინცაძე აღნიშნავს "ამ მიმართულებით საქართველოში ყინული უკვე დაიძრა და ეს მისასალმებელია“, თუმცა მისივე თქმით, მსოფლიო ბაზარზე არსებული შეთავაზებები მოსახლეობისთვის არ არის ხელმისაწვდომი, ნანო ტექნოლოგიებით შექმნილი პირველი ქართული სამშენებლო პროდუქტის "ვესტუსის“ გარდა.

"დღეს ქართულ ბაზარზე არსებული პროდუქტები მოძველებულია არა მარტო ფასი გამო, არამედ ტექნოლოგიურადაც. მათი დატანება შეუძლებელია ყველა ზედაპირზე. მაგალითად, ბინაში შესასვლელ რკინის კარზე, რომელიც სითბოს მთავარი გადინების წყაროა. ასევე თუნუქის სახურავზე ან ცივი და ცხელი წყლის მილებზე, მათი გარედან დატანის შემდეგ აუცილებელია
ზედაპირის მოპირკეთება. "ვესტუსი“ შეიძლება იყოს ბოლო ფენა. ამ ფონზე, შეუძლებელია საცხოვრებელ კორპუსში ლოკალურად ერთი ბინის დათბუნება, რადგანაც სხვა მაცხოვრებლების სურვილი იქნას გათვალისწინებული. გარდა ამისა, ქალაქის სამსახურები არ მისცემენ ფასადის ცვლილების
ნებართვას და ა.შ. ამიტომაც მსოფლიოში სახელმწიფოების მიერ ხდება მოსახლეობის სუბსიდირება, რათა მათ მოახდინონ საკუთარი საცხოვრებლების დათბუნება და ამით ენერგომატარებლების ეკონომია და ატმოსფეროში გამოტყორცნილი CO-ს შემცირება. საქართველოც სწორედ, ამ მიმართულებით უნდა წავიდეს და ენერგოეფექტურობაზე ზრუნვა პრიორიტეტული გახდეს,“ - განმარტავს გიორგი ცინცაძე.

ექსპერტები და სპეციალისტები უნიკალურსა და დროულს უწოდებენ ნანო ტექნოლოგიებით დამზადებულ პროდუქტებს და ენერგოეფექტურობის აუცილებლობაზე საუბრობენ. "თუ გვაქვს სურვილი ევრო კავშირში გაერთიანების, უკვე უნდა დავიწყოთ მისი მოთხოვნების გათვალისწინება განსაკუთრებით
მშენებლობის მინართულებით. კარგი იქნება თუ ყველა მშენებელი ნაკლებ ფინანსურ სარგებელზე იფიქრებს და ენერგო-ეფეტქურ ნაგებობებს ააშენებს, რითიც მეტ კომფორტს შეუქმნის მომხმარებელს და ახლო მომავალში ეკონომიკურ წინსვლას მოუტანს ქვეყანას," - აცხადებენ ექსპერტები.

ენერგოეფექტურობის მნიშვნელობაზე მიანიშნებენ ბუნების დამცველებიც და აცხადებენ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, როცა ქართულ ბაზარზე შემოდის ახალი კომპანია, რომელიც აწარმოებს ენერგოეფექტურ სამშენებლო მასალას ნანო ტექნლოგიის გამოყენებით. რაც ასევე ხელს შეუწყობს გარემოს დაცვითი პრინციპების დაცვასა და მწვანე ბიზნესის განვითარებას ქვეყანაში.

შეგახსენებთ, რომ კომპანია "სიგმა ტექნოლოჯის & სოლუშენსმა“ ინოვაციური პროდუქტის "ვესტუსის“ პრეზენტაცია წელს გაზაფხულზე გამართა. "ვესტუსი“ ნანო ტექნოლოგიით დამზადებული თერმო, ჰიდრო და ანტიკოროზიული და ხმის საიზოლაციო ინოვაციური პროდუქტია, რომელსაც საქართველოსა და მის მეზობელ ამიერკავაკასიის ქვეყნებში ანალოგი არ გააჩნია. ეს არის ნასას ტექნოლოგიით შექმნილი პროდუქტი, რომელიც წარმოადგენს თერმოსაიზოლაციო მასალას, ისმევა როგორც საღებავი და მოქმედებს როგორც თერმო ბარიერი. მთავარი მახასიათებლებია: მონტაჟის სიმარტივე, დაბალი ფასი და ექსპლუატაციის ხანგრძლივი პერიოდი. კომპანია ახალ პროდუქტს საქართველოში აწარმოებს და მეზობელ ქვყენებში ექსპორტის ექსკლუზიური უფლებით სარ რაც შეეხება პროდუქტს, ის შექმნილია სპეციალური ფორმულით და მისი ინოვაციურობის საიდუმლოც სწორედ ამაშია.

კომპანია "სიგმა ტექნოლოჯის & სოლუშენს“ დაარსდა ქრთული კაპიტალით და ბაზარზე რამდენიმე წელია, რაც ოპერირებს. კომპანია, რომელიც ორიენტირებულია სამშენებლო მასალების ახალი და ინოვაციური ტექნოლოგიების საქართველოს ბაზარზე შემოტანასა და დანერგვაზე, გამოირჩევა ადგილობრივი ინვეტიციებით და არ არღვევს ქვეყნაში არსებულ ენერგეტიკული უსაფრთხოების ნორმებს. წარმოებაში გამოიყენება მხოლოდ მაღალი ხარისხის ნედლეული, რომელიც საერთასორისო სტანდარტებს შეესაბამება.

R


მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!
გააკეთე კომენტარი

კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

რეგისტრაციისა და ავტორიზაციის გავლის შემდეგ აღარ მოგიწევთ დაცვის კოდისა და სხვა ინფორმაციის მითითება!

თქვენი კომენტარები გამოქვეყნდება ყოველდღე 11.00-დან 19.00 საათამდე, გამოგზავნიდან 30 წუთის განმავლობაში.

19.00 საათის შემდეგ მიღებული კომენტარები დაიდება მეორე დღეს.

P.S. ვრცელი კომენტარის გაკეთებისას ეცადეთ, ჩაეტიოთ 4 წუთში, ან დააკოპიროთ სხვა პროგრამაში აკრეფილი ტექსტი.
რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის კითხვადი სტატიები