"გალფის“ ბენზინგასამართი სადგურის ადგილას დიდუბის ავტოსადგურთან "სენტას“ ახალი სადგური გაიხსნა - კვირის პალიტრა

"გალფის“ ბენზინგასამართი სადგურის ადგილას დიდუბის ავტოსადგურთან "სენტას“ ახალი სადგური გაიხსნა

დიდუბის ავტოსადგურის გვერდით "სენტას“ ბრენდის კიდევ ერთი ახალი ბენზინგასამართი სადგური გაიხსნა. არსებული "გალფის“ ობიექტის ადგილას, მომხმარებელს უკვე კომპანია "სენტას“ ხარისხიანი და უფრო იაფი საწვავს შეძენა შეეძლება.

"სენტას“ ქსელის საწვავი მაღალი ხარისხით და დაბალი ფასით გამოირჩევა. თვალშისაცემია, რომ, ახალი სადგურის ადგილას მანამდე არსებული "გალფის“ ბრენდის საწვავისაგან განსხვავებით, "სენტას“ ფასები სხვადასხვა სინჯის საწვავზე დაახლოებით 20-30 თეთრით ნაკლებია. "სენტას“ მაღალი ხარისხის საწვავზე, ყველა სხვა ბრენდირებულ ავტოგასამართ სადგურებთან შედარებით, ფასი დაბალია.

კომპანია "სენტა პეტროლიუმ ჯორჯია“ კვლავ აგრძელებს სამართლებრივ დავას წართმეული ბიზნესისა და ქონების დასაბრუნებლად. შპს "სენტა პეტროლიუმი“ და შპს "ბემონი“ წარმოადგენდნენ ერთი ბიზნესჯგუფის კომპანიებს. მათი საქმიანობის საგანი გახლდათ ნავთობროდუქტების იმპორტი, საბითუმო და საცალო ვაჭრობა. ნავთობპროდუქტების ბაზარზე მოთამაშე კომპანიებს შორის, საკმაოდ წარმატებულ ბიზნესჯგუფი სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილი გადასახადების მოცულობის მიხედვით, არაერთხელ ყოფილან ლიდერები.

"სენტა პეტროლიუმ ჯორჯიას“ სამართლებრივი დავა სამართლიანობის აღსადგენად გრძელდება და უზენაეს სასამართლოში უკვე დასკვნით ფაზაშია. ეს პროცესი შეუქცევადად გაგრძელდება და "სენტა“ მომავალში კიდევ უფრო მეტ სადგურზე შესთავაზებს მომხმარებელს მაღალი ხარისხის საწვავს დაბალ ფასად.

R