„თეგეტა მოტორსი“ სამხრეთ კავკასიაში KUMHO-ს ბრენდის ექსკლუზიური დისტრიბუტორი გახდა - კვირის პალიტრა

„თეგეტა მოტორსი“ სამხრეთ კავკასიაში KUMHO-ს ბრენდის ექსკლუზიური დისტრიბუტორი გახდა

"თეგეტა მოტორსმა“ საბურავების უმსხვილეს მწარმოებელ KUMHO-სთან ექსკლუზიური ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა, - ამის შესახებ "თეგეტა მოტორსიდან“ გვაცნობეს.

მემორანდუმის თანახმად, "თეგეტა“ KUMHO-ს ბრენდის პრემიუმ ხარისხის საბურავების ექსკლუზიური რითეილერი იქნება საქართველოსა და სამხრეთ კავკასიაში.

"კომპანია KUMHO 1960 წელს დაარსდა და 3 უმსხვილეს საწარმოს ფლობს სამხრეთ კორეაში, აშშ-სა და ინგლისში. კომპანიის 50 წლიანმა გამოცდილებამ განაპირობა ბრენდის ლიდერობა საერთაშორისო ბაზარზე. KUMHO ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული და ინოვატორი კომპანიაა საბურავების წარმოების კუთხით, მთელი მსოფლიოს მასშტაბით. KUMHO გახლავთ Formula 3-ის ოფიციალური სპონსორი.

KUMHO-ს ბრენდის საბურავები შეგიძლიათ შეიძინოთ "თეგეტა მოტორსის“ როგორც თბილისის, ასევე ბათუმის, ზუგდიდის, ფოთის, ქუთაისის, გორის, ახალციხის, რუხისა და თელავის ფილიალებში, როგორც ნაღდი ანგარიშსწორებით ასევე 0%-იანი განვადებით წინასწარი შენატანისა და საკომისიოს გარეშე.

"თეგეტა მოტორსის“ სერვის ცენტრებში მომხმარებელს შეუძლია ისარგებლოს სრული ავტო-ტექ მომსახურებით, ასევე შეიძინოს მსოფლიოში წამყვანი ბრენდების უმაღლესი ხარისხის პროდუქცია, როგორებიც გახლავთ: Bridgestone, Michelin, Varta, Shell, Motul, Hengst, ZF Parts, Lemforder, Sachs, Philips, Bosch, Febi, Federal Mogul და სხვა. რაც მთავარია, ეს პროდუქცია ხელმისაწვდომია ყველა კატეგორიის მომხმარებლისთვის.

"თეგეტა მოტორსი“ უკვე 22 წელია მოღვაწეობს ქართულ ბაზარზე და ავტოინდუსტრიაში მუდმივად ინარჩუნებს ლიდერის პოზიციას. კომპანია მსოფლიოში წამყვანი 300-მდე ბრენდის უმსხვილესი იმპორტიორია საქართველოში“, - აღნიშნულია "თეგეტა მოტორსის“ ინფორმაციაში.