პროდუქტი, რომელიც ყველა გურმანის მაცივარში მოიპოვება - კვირის პალიტრა

პროდუქტი, რომელიც ყველა გურმანის მაცივარში მოიპოვება

ის უყვართ როგორც გამოცდილ მზარეულებს ასევე სამზარეულოს არც თუ ისე დიდად მოყვარულ ადამიანებსაც, რადგან მაიონეზის დახმარებით უბრალო კერძსაც კი საოცარი გემო შეგიძლია მიანიჭო.

თუმცა მაიონეზებს შორისაც არის განსხვავება, სხვადასხვა წარმოების მაიონეზს სხვადასხვა გემო აქვს და საჭიროა საკუთარ რეცეპტორებზე მორგებული ბრენდის შერჩევა.

სწორედ ამიტომ მაიონეზმა "სლობოდამ" საკუთარი მომხმარებლებისა და პოტენციური მომხმარებლებისთვის დეგუსტაციები მოაწყოდამათ საკუთარი ახალი პროდუქტის "მაიონეზი არაჟნით" დაგემოვნების საშუალება მისცა.

დეგუსტაციები 26 ივლისიდან 8 აგვისტოს ჩათვლით, თბილისსა და რუსთავში არსებულ 12 სავაჭრო ობიექტზე მიმდინარეობს.

აღნიშნული დეგუსტაციების, საკუთარი პროდუქტისა და სხვა საინტერესო სიახლეების შესახებ, ჩვენი ჟურნალისტი სლობოდას წარმომადგენელს გაესაუბრა.

- საიდან გაჩნდა მსგავსი პროდუქტის წარმოების იდეა?

- იქიდან გამომდინარე, რომ უამრავი დიასახლისი სახლის პრობებში მაიონეზს არაჟანთან აზავებს, უფრო მსუბუქი და ფაფუკი სოუსის მისაღებად, "სლობოდამ" გადაწყვიტა მზა პროდუქტის შესთავაზოს მომხმარებელს და დიასახლისებს კერძის მომზადების პროცესი გაუმარტივოს. თანაც, ეს პროდუქტი მათთვის არის, ვისაც ორივე ძალიან უყვარს მაიონეზიც და არაჟანიც. ასეთ მომხმარებელს, რთული არჩევანის გაკეთება აღარ მოუწევს.

- რატომ უნდა ავირჩიოთ სლობოდა და რატომ არის სხვებზე უკეთესი?

- იმიტომ, რომ მაიონეზი და არაჟანი - ის ორი პოპულარული პროდუქტია, რომლებსაც დიასახლისები ყოველდღიურად და აქტიურად იყენებენ სხვადასხვა სალათისა თუ კერძის გემოს გასამრავალფეროვნებლად.

ახალ პროდუქტში არაჟანი კლასიკური მაიონეზის "პროვანსალის" გემოსთან არის შერწყმული, რომელიც ნატურალური კვერცხის გულებითა და ხარისხიანი მცენარეული ზეთით მზადდება.

მაიონეზს "სლობოდა არაჟნით" აქვს სქელი, მაგრამ მსუბუქი ტექსტურა და ჰარმონიული გემო. ახალი პროდუქტი შეგიძლიათ გამოიყენოთ როგორც სალათებში, ასევე წვნიანი კერძების გემოს გასამრავალფეროვნებლად.

"სლობოდა არაჟნით" უხდება პელმენს, "აკროშკას" (ცივი სუპი), სალათებს, ბორშს, ცხელ კერძებს და ა.შ.

"სლობოდა არაჟნით" გამოირჩევა განსაკუთრებული გემოვნური თვისებებით, დამზადებულია ნატურალური ინგრედიენტებით და შეიცავს:

• ნატურალურ არაჟანს

• ნატურალურ მზესუმზირის ზეთს

• წყალს

• შაქარს

• კვერცხის გულს

• სუფრის მარილს

• ძმარს

• მდოგვის ზეთს

მაიონეზი "სლობოდა არაჟნით" - არის მსუყე, გემრიელი, 67%-იანი პროდუქტი, რომლის შეძენა უკვე შესაძლებელია ადგილობრივ სუპერმარკეტებში

არ შეიცავს კონსერვანტებს, ემულგატორებსა და საღებავებს

არ არის გენმოდიფიცირებული პროდუქტი

მაიონეზის ყველა ინგრედიენტი გადის "ორგანიკ კონტროლს"

- როგორ გაჩნდა დეგუსტაციების ჩატარების იდეა?

- იქიდან გამომდინარე, რომ "სლობოდა არაჟნით" ყველა გურმანის და დიასახლისის ყურადღებას იმსახურებს, გადავწყვიტეთ ამ სიახლის შესახებ მომხმარებელს უკეთ გაეგო, ყიდვამდე დაეგემოვნებინა მისი გემო, თავად გადაეწყვიტა უნდა თუ არა პროდუქტის ყიდვა. გამოხმაურებამ მოლოდინს გადააჭარბა.

- როგორც ვიცით დეგუსტაციის ფარგლებში აქცია და კონკურსიც იმართება. გვიამბეთ მათზე.

- რა თქმა უნდა, ისევე როგორც ყოველთვის, "სლობოდამ" მომხმარებლის გახალისება ახლაც გადაწყვიტა. ჩვენთვის ეს მიმართულება ძალიან მნიშვნელოვანია, მომხმარებელიც ყოველთვის გვეკითხება: "როდის დაიწყება ახალი კონკურსი?", გვაქვს თუ არა ახალი აქცია?" კონკურსიც გვაქვს და აქციაც.

რაც შეეხება კონკურსს - დეგუსტაციების ჩატარების ყველა ობიექტზე, მიმნიდარეობს კონკურსი რომლის გამარჯვებულსაც სოციალური ქსელის მეშვეობით გამოვავლენთ. 8 აგვისტოს ჩათვლითუნდა ეწვიოს მომხმარებელი, "სლობოდა არაჟნით" დეგუსტაციების ჩატარების ადგილს, დააგემოვნოს ჩვენი ახალი პროდუქტი, მოითხოვოს შთაბეჭდილებები სბარათი და აღწეროს ახალი მაიონეზის გემო.

ყველაზე მადისაღმძვრელ 20 ჩანაწერს აქციის დასრულების შემდეგ, 9 აგვისტოს, ჩვენს ფეისბუქ-გვერდზე გამოვაქვეყნებთ, გამარჯვებულს კი, ხმათა უმრავლესობით გამოვავლენთ და მას "სლობოდას" პროდუქციით, ბოსტნეულითა და სხვადასხვა ინგრედიენტით უხვად დახუნძლული კალათით დავაჯილდოვებთ.

ჩვენი აქცია კი ასეთია: დეგუსტაციის ჩატარების ყველა ობიექტზე თუ შეიძენთ "სლობოდას არაჟნით", "სლობოდასგან" საჩუქრად მიიღებთ რეცეპტების ბროშურას, იმ 10 კერძის რეცეპტით, რომლებსაც განსაკუთრებულად უხდება "სლობოდა არაჟნით"

- სად და როდის მიმდინარეობს დეგუსტაცია?

- დეგუსტაციები 26 ივლისიდან 8 აგვისტოს ჩათვლით, თბილისსა და რუსთავში არსებულ 12 სავაჭრო ობიექტზე მიმდინარეობს, სადაც "სლობოდას" ახალი პროდუქტის "სლობოდა არაჟნით" დაგემოვნება ნებისმიერ მსურველს შეუძლია. ესენია:

1. CarrefourGeorgiaდიღომი, აღმაშენებლისხეივანი (მე–16 კმ.)

2. CarrefourGeorgiaთბილისი, გლდანი, ხიზამბაურისქ #1

3. CarrefourGeorgiaთბილისი, კორპ. 2 თვალჭრელიძისქ

4. CarrefourGeorgiaთბილისი, ვაკე, ჭავჭავაძისგამზ. 37

5. CarrefourGeorgiaთბილისი, საბურთალო, ცინცაძისქ. 12

6. LIBRE თბილისი, დავითაღმაშენებლისხეივანი, 1,6კმ.

7. უნივერსამი - თბილისიახმეტელისთეატრისმ/ტ (მემო)

8. უნივერსამი - ისანი, ქეთევანწამებულისგამზ. 98 (მემო)

9. ზღაპარი - თბილისი, ხმელნიცკისქ., კორპ. 48

10. ზღაპარი - თბილისი, ჭიჭინაძისქ., კორპ. 17

11. მადაგონი 2 - რუსთავი, შარტავასქ., კორპ. 3

12. "გუდვილისაბურთალო" - თბილისი, ქავთარაძისქ. #1

დეგუსტაციები მიმდინარეობს ყოველდღე, 15:00-დან 20:00-მდე, კვირასკი- 12:00-დან 17:00-მდე.

სლობოდას წარმომადგენელთან საუბრის შემდეგ, ჩვენი გამოცემა დეგუსტაციების მიმდინარეობის პროცესითაც დაინტერესდა.

როგორც ადგილზე გავარკვიეთ, ამჟამინდელი მონაცემებით, დეგუსტატორთა უმეტესობამ არამხოლოდ მოიწონა, არამედ სიამოვნებით შეიძინა სლობოდას მიერ წარმოებული მაიონეზი არაჟნით. რამდენიმე მათგანმა კი დეგუსტაციის შემდგომი შთაბეჭდილებებიც გაგვიზიარა.

ირინა (32 წლის, რუსთავი): მაღაზიაში ნასადილევი მოვედი, მაგრამ თქვენი პროდუქტის დაგემოვნების შემდეგ ისევ მომინდა გემრიელი კერძი. განსხვავებული და სასიამოვნო გემო აქვს. ახლავე შევიძენ სახლისთვის.

მარიამი (25 წლის, თბილისი): მშობლები დასასვენებლად არიან, სახლში მარტო ვარ და მსუბუქი კერძებით გამაქვს თავი. დაგემოვნება არ მჭირდება, ისედაც ვიცი რომ უგემრიელესია, რადგან სულ მაქვს მაცივარში სლობოდა არაჟნით. მარტივ სალათსაც კი ისეთ გემოს აძლევს, საუკეთესო მოგობარია ჩემნაირი გამოუცდელი დიასახლისისთვის.

ქეთევანი (42 წლის, თბილისი): დიასახლისობის 25 წლიანი სტაჟი მაქვს, მიყვარს კერძების ჩემებურად მომზადება და ზოგჯერ ვიგონებ კიდეც მათ. სლობოდა არაჟნით დიდი აღმოჩენააა ჩემთვის, რადგან განსხვავებული გემო აქვს და აუცილებლად გახდება ჩემი მუზა.

გიგა (21 წლის, თბილისი): კულინარიაში ვერ ვერკვევი, მაგრამ ზუსტად შემიძლია გითხრათ, რომ ძალიან გემრიელია.

R

sponsored by ContentRoom