"თეგეტა" საქართველოში უმსხვილესი ჩინური ავტომწარმოებლის ელექტრომობილებს შემოიყვანს - კვირის პალიტრა

"თეგეტა" საქართველოში უმსხვილესი ჩინური ავტომწარმოებლის ელექტრომობილებს შემოიყვანს

"თეგეტა მოტორსის" სათაო ოფისში "თეგეტას" შვილობილ კომპანია "თეგეტა პრემიუმ ვიიქელსსა" და უმსხვილეს ჩინურ ავიამწარმოებელ, BAIC MOTOR-ს (ბაიქ მოტორს) შორის მემორანდუმი გაფორმდა.

BAIC ჯგუფი არის Beijing Automotive International Corporation, რომლის ელექტრომობილებმაც სხვადასხვა წამყვან ევროპულ ბრენდებთან თანამშრომშრომლობით დიდ წარმატებას მიაღწიეს ჩინურ ბაზარზე. BAIC MOTOR არის ლიდერი ჩინური ელექტრომობილების ინდუსტრიაში და ბაზრის 30% წლის მფლობელი.

კომპანიების მესვეურები დარწმუნებულები არიან, რომ ქართველი მომხმარებლების მოთხოვნას BAIC MOTOR-ის ელექტრომობილებიც სრულად პასუხობს და რაც მთავარია მომხმარებლებისთვის საგზაო მოძრაობას ბევრად ეკონომიურსა და ეკოლოგიურს გახდის.

BAIC MOTOR-ის ელექტრომობილები, რომლის იმპორტსაც "თეგეტა პრემიუმ ვიიქელსი" გეგმავს, სხვადასხვა სეგმენტზეა გათვლილი, არის როგორც კომპაქტური ავტომობილი, ასევე სედანი და მაღალი გამავლობის SUV.

ეს არის BAIC MOTOR-ის სამი განსხვავებული მოდელი, მორგებული ავტომფლობელების სამ განსხვავებულ სეგმენტზე.

აღსანიშნავია, რომ BAIC-ის ავტომობილებს გააჩნიათ სწრაფი დატენვის ფუნქციაც და ამასთანავე ზოგიერთი მოდელი დატენვის გარეშე 400 კმ-ს გადის.

"თეგეტა პრემიუმ ვიიქელს" წარმოადგენს ისეთი ცნობილი საავტომობილო ბრენდების ოფიციალურ დილერს, როგორიცაა Porsche და Mazda.

როგორც "თეგეტა პრემიუმ ვიიქელსის" გენერალურმა დირექტორმა დავით ჭეიშვილმა განაცხადა, მემორანდუმი ამ ეტაპზე ითვალისწინებს ინტერესთა გამოხატვას ორივე კომპანიის მხრიდან.

"მემორანდუმი ამ ეტაპზე ითვალისწინებს ინტერესთა გამოხატვას ორივე კომპანიის მხრიდან, რომელიც შემდეგ დაიხვეწება. ჩამოვყალიბდებით კონკრეტულ სამოქმედო ნაბიჯებზე, მოხდება მოდელების შერჩევა და შემდეგ უკვე ოფიციალურად წარმოვადგენთ ავტომობილებს საქართველოს ბაზარზე, რაზეც შედგება შესაბამისი პრეზენტაცია. საქართველოსთვის მომგებიანი იქნება, პირველ რიგში თუ გავითვალისწინებთ ჩვენი ქვეყნის სტრატეგიასა და ლტოლვას ევროკავშირის მიმართ და შესაბამისად, ევროკავშირის სტრატეგიას ეკოლოგის გაუმჯობესებასა და გარემოს დაცვასთან დაკავშირებით", - განაცხადა დავით ჭეიშვილმა.

R