მსოფლიოში ცნობილი ქართველი მევიოლინე ლიანა ისაკაძე უკვე საქართველოშია - კვირის პალიტრა

მსოფლიოში ცნობილი ქართველი მევიოლინე ლიანა ისაკაძე უკვე საქართველოშია

ქართველ მევიოლინეს აეროპორტში მუსიკალური ფესტივალის "ღამის სერენადების " ორგანიზატორები, მეგობრები და მასმედიის წარმომადგენლები დახვდნენ.

"ღამის სერენადები" წელს მე-9 ტარდება. კონცერტები 26-28-29 აგვისტოს ტრადიციულად, ბათუმში გაიმართება. კლასიკური მუსიკის მოყვარულებს წინ დიდი დღესასწაული ელით, ფესტივალის სტუმრები იქნებიან მსოფლიო ვარსკვლავები, ცნობილი გერმანელი პიანისტი და დირიჟორი იუსტუს ფრანცი, საერთაშორისო ასპარაზზე აღიარებული გურფინკელების ოჯახი: კლარნეტისტები დანიელი და ალექსი, ასევე მათი მამა მიხაელ გურფინკელი; უცხოელ სტუმრებთან ერთად ფესტივალში მონაწილეობს ქართველი დირიჟორი დავით მუქერია.

31 აგვისტოს კი მუსიკოსი, თბილისში - რუსთაველის თეატრში გამართულ გალა კონცერტზე წარსდგება მსმენელის წინაშე.