რჩევები, რომელიც სამზარეულოს ზედაპირის შერჩევისას აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ - კვირის პალიტრა

რჩევები, რომელიც სამზარეულოს ზედაპირის შერჩევისას აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ

რა საფრთხე შეიძლება შეუქმნას თქვენს ჯანმრთელობას არასწორად შერჩეულმა სამზარეულოს ზედაპირმა

სახლის ინტერიერი - საკითხი, რომლის მოგვარებაც საკმაოდ რთულია, თუმცა რომლის შედეგიც ადამიანს უდიდეს სიამოვნებას ანიჭებს. ეს თემა განსაკუთრებით აქტუალურია სამზარეულოს შემთხვევაში, რადგან აღნიშნული სივრცე ვიზუალთან ერთად ჯანმრთელობასთანაც არის დაკავშირებული. ამიტომ სამზარეულოს ინტერიერის შერჩევისას ორივე მხარე მაქსიმალურად უნდა გაითვალისწინოთ, ლამაზი აუცილებლად უნდა იყოს ჯანმრთელიც.

სამზარეულოს ზედაპირი - ადგილი, რომელზეც საკვებს ყველაზე მეტი შეხება აქვს და რომელიც ჯანმრთელობის კუთხით ყველაზე მეტად პრობლემურია. თუ გინდათ, რომ სამზარეულო დიდ ხანს გემსახუროთ და არც ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები შეგიქმნათ, მთავარი აქცენტი სამზარეულოს ზედაპირის მასალის ეკოლოგიურ სისუფთავეზე გააკეთეთ. მიზეზი მარტივია - მას საკვები პროდუქტები პირდაპირ ეხება.

ხშირად სამზარეულოს შერჩევისას, მთავარ აქცენტს მის ფასადზე აკეთებენ ხოლმე, რაც დიდი შეცდომაა. თავდაპირველად უნდა შეარჩიოთ სამზარეულოს ზედაპირი, ყურადღება გაამახვილოთ მასალის ბუნებრივობასა და ეკოლოგიურ სისუფთავეზე და მხოლოდ ამის შემდეგ დაიწყოთ, ფასადის არჩევა. ფასადი მხოლოდ ინტერიერია, სამზარეულოს ზედაპირი კი პირდაპირ კავშირშია საკვებთან და შესაბამისად, თქვენს ჯანმრთელობასთან.

როგორც მოკვლევისას გავარკვიეთ, სამზარეულოს ზედაპირი რამდენიმე სახეობის მასალისგან შეიძლება დაამზადოთ. მათ შორის არის: ე.წ. "ლამინატი" (მერქანბურბუშელოვან ფილაზე გადაკრული პლასტმასნარევი მასალა), ბუნებრივი ქვა, ნახევრადბუნებრივი ქვა და პლასტმასის შემცველი თანამედროვე მასალები.

სამზარეულოს ზედაპირისთვის ყველაზე დაბალბიუჯეტიანი მასალაა ე.წ. "ლამინატი". ის გარკვეული პერიოდი უძლებს ცივ და ცხელ საკვებთან შეხებას, თუმცა მაღალი გამძლეობით მაინც არ გამოირჩევა. უშუალოდ მერქანბურბუშელოვანი ფილის შემადგენლობაში შედის ფარმალდეგიტი - წებო, რომელის სიცხის ზემოქმედების დროს აორთქლება გარკვეულ გავლენას ახდენს ჯანმრთელობაზე. სწორედ ამიტომ, ე.წ. "ლამინატის" სამზარეულოს ზედაპირისთვის გამოყენება ჯანმრთელობის კუთხით რეკომენდირებული არაა.

სამზარეულოს ზედაპირისთვის ხშირად იყენებენ ბუნებრივ ქვებს, როგორიცაა მარმარილო, გრანიტი და ონიქსი. თუმცა ამ შემთხვევაში ერთი ფაქტორია გასათვალისწინებელი. მარმარილოსა და ონიქსის გამოყენება უკეთესია ბარის მაგიდის და არა სამზარეულოს ზედაპირისთვის. ეს ქვები განსაკუთრებული ვიზუალური თვისებებითაც გამოირჩევა და ამიტომ ბარის მაგიდის ანალოგიურ ქვას იყენებენ ხოლმე ფანჯრის რაფაზეც. შედეგად განსაკუთრებულად ლამაზ ინტერიერს ვიღებთ.

ბუნებრივი ქვებიდან სამზარეულოს ზედაპირისთვის იდეალურია გრანიტი. შესაძლებელია მისი ამოჭრა და ნიჟარის ჩადგმა. ყოველდღიურ მოხმარებაში ძალიან პრაქტიკულია, ადვილად არ იკაწრება და არ ლაქავდება. სწორედ ამიტომ მას თანამედროვე სამზარეულოს ინტერიერში ხშირად იყენებენ.

ალბათ, გაგიკვირდებათ, მაგრამ სამზარეულოს ზედაპირისთვის ბუნებრივ ქვაზე უფრო პრაქტიკული და მოსახერხებელი ნახევრადბუნებრივი ქვა ყოფილა. ასეთია კვარცი, რომელიც მოჰის შკალის მიხედვით სიმტკიცით მეოთხე მასალაა მსოფლიოში ბრილიანტის, საფირისა და ტოპაზის შემდეგ. სწორედ ამიტომ გრანიტისგან განსხვავებით, კვარცის ზედაპირი არ იკაწრება და არც გრძელვანიადი მოხმარების პერიოდში ლაქავდება. კვარცის მოპოვება ხდება კრისტალების სახით, რომელიც შეადგენენ კვარცის ზედაპირის 93%-ს, ხოლო 7% - სხვადასხვა ფერის ეკოლოგიურად სუფთა პიგმენტებია.

კვარცი ანტიბაქტერიული თვისებებითაც გამოირჩევა. მას იმდენად ვიწრო ფორები აქვს, რომ ბაქტერიები არ ჯდება. შესაბამისად, ის ეკოლოგიურად ყველაზე სუფთა ქვაა. კვარცი კარგად უძლებს სინესტესაც.

თუმცა კვარცის შერჩევისას ერთი საკითხი განსაკუთრებით საყურადღებოა. ქართულ ბაზარზე მისი არჩევანი კი საკმაოდ მრავალფეროვანია, თუმცა ვიზუალურად ხარისხიანი კვარცის გარჩევა საკმაოდ რთულია. ბაზარზე შეხვდებით იტალიურ ბრენდულ, თურქულ ბრენდულ და შედარებით დაბალხარისხიან თურქულ კვარცს. მნიშვნელოვნად განსხვავდება მათი ფასებიც. იტალიური კვარცი თურქულ ბრენდულ კვარცთან შედარებით ძვირია, თუმცა მაჩვენებლებით დიდად არ განსხვავდება, რასაც ვერ ვიტყვით თურქულ არაბრენდულ კვარცზე. ის შედარებით იაფია, თუმცა შესაძლებელია დროთა განმავლობაში ექსპლუატაციის დროს გამოჩნდეს პრობლემები. საქართველოს ბაზარზე კვარცის საუკეთესო ვარიანტი ფასის, ხარისხისა და არჩევანის მიხედვით აღმოჩნდა თურქული ბრენდი "ჩიმსტოუნი"-ს სამზარეულოს ზედაპირები. როგორც გავარკვიეთ, მისი ადგილობრივი ოფიციალური პარტნიორი არის სარემონტო მასალების მაღაზიათა ქსელი "ზოდი".

"უკვე 7 წელია თურქულ ბრენდ "ჩინსტოუნთან" ვთანამშრომლობთ. მისი პროდუქციის პოპულარობა და გაყიდვები სტაბილურად მზარდია არა მხოლოდ საქართველოში, არამედ ევროპის უამრავ ქვეყანაში. "ჩიმსტოუნი" უკვე მსოფლიო ბრენდად ითვლება, რადგან უფრო და უფრო მეტი ადამიანი აცნობიერებს, რომ იტალიური კვარცის ანალოგიური პროდუქციის ყიდვა ბევრად უფრო ხელსაყრელ ფასადაა შესაძლებელი. რაც შეეხება, ზოგადად, კვარცს, მას სამზარეულოს ინტერიერში კონკურენტი არ ჰყავს," - აღნიშნა "ზოდის" გაყიდვების დირექტორმა გიორგი დაბრუნდაშვილმა.

სამზარეულოს ზედაპირისთვის ბოლო პერიოდში აქტიურად გამოიყენებენ პლასტმასის შემცველ თანამედროვე მასალებსაც, რომლებიც ტექნოლოგიური დამუშავების შედეგად ფორმას იცვლის. ფორმის ცვლილება შესაძლებელი ხდება პლასტმასნარევი მასის გაცხელების შედეგად, რაც ჯანმრთელობისთვის ვერ ჩაითვლება სასურველ პროცესად. დიზაინერებს ძალიან უყვართ ეს მასალა და სილამაზის გამო კლიენტებს ხშირად ურჩევენ ზედაპირის "ჩამოსხმას", თუმცა არ უნდა დაგვავაწყდეს, რომ ეს რთული ტექნოლოგიური პროცესია, რომელსაც ნივთიერება გადის სასურველი ფორმების მისაღებად. ჯანმრთელობის სანაცვლოდ სილამაზეზე აქცენტის გაკეთება ნამდვილად არაა ხელსაყრელი ვარიანტი.

"სამზარეულო ის ადგილია, სადაც საპირფაროშოზე მეტი ბაქტერიაც კი შეიძლება არსებობდეს. ამიტომ ინტერიერის დაგეგმვისას სასურველია აქცენტი ეკოლოგიურად სუფთა მასალაზე, ბუნებრივ ან ნახევრად ბუნებრივ ქვებზე გაკეთდეს. აუცილებლად გაეცანით სამზარეულოს ზედაპირის მასალის შემადგენლობას. თუ ჯანმრთელობის შენარჩუნება გსურთ, მასში არ უნდა იყოს პლასტმასი და სხვა ხელოვნური ნივთიერებები. მაგალითად, პლასტმასი ცხელთან ურთიერთობისას მავნე ნივთიერებებს გამოყოფს. ასევე უმჯობესია, თუ მასალის მისაღებად ან მისი ფორმის შესაცვლელად ტექნოლოგიური ჩარევა არ იქნება სჭირო. გაითვალისწინეთ, თქვენი ჯანმრთელობა სამზარეულოდან იწყება", - განმარტავს ოჯახის ექიმი ინგა პატარკაციშვილი.

თუ თქვენ სამზარეულო უკვე მოაწყვეთ და მხოლოდ ახლა აღმოაჩინეთ, რომ ნაკლებად ჯანმრთელი მასალა გაქვთ გამოყენებული ან ის უკვე დაზიანდა, სულაც არაა გვიანი. სამზარეულოს ზედაპირის გამოცვლა ნებისმიერ დროს არის შესაძლებელი მისი ძირითადი კონსტრუქციისა და ფასადის დაზიანების გარეშე.

ნანიკო მღებრიშვილი

sponsored by ContentRoom