"ელიტ ელექტრონიქსი“ მომხმარებელს Elit Home-ს ბრენდის ქვეშ ახალი კონცეფციის მაღაზიას სთავაზობს - კვირის პალიტრა

"ელიტ ელექტრონიქსი“ მომხმარებელს Elit Home-ს ბრენდის ქვეშ ახალი კონცეფციის მაღაზიას სთავაზობს

"ელიტ ელექტრონიქსი“ მომხმარებელს Elit Home-ს ბრენდის ქვეშ ახალი კონცეფციის მაღაზიას სთავაზობს. როგორც "ელიტ ელექტრონიქსიდან“ გვაცნობეს, პირველად საქართველოში თქვენ შეგიძლიათ მაღაზიაში ჩართოთ და გამოსცადოთ ნებისმიერი თქვენთვის სასურველი წვრილი საყოფაცხოვრებო ტექნიკა და მხოლოდ შემდეგ გააკეთოთ არჩევანი მის შეძენაზე.

"ტექნიკის გამოცდაში თქვენ "ელიტ ელექტრონიქსის“ მაღალკვალიფიციური კონსულტანტი დაგეხმარებათ, იგი დეტალურად გაგაცნობთ პროდუქტის ტექნიკურ და ფუნქციონალურ მახასიათებლებს.

"lit Home-ის პირველი მაღაზია ქალაქ ბათუმის ახალ მოლში, ტ. აბუსერიძის ქუჩაზე გაიხსნა. "ელიტ ელექტრონიქსი“ გახსნასთან დაკავშირებით მომხმარებელს 50%-მდე ფასდაკლებას სთავაზობს. მაღაზიაში წარმოდგენილია მსოფლიოში წამყვანი ბრენდების მიერ წარმოებული უმაღლესი ხარისხის პროდუქცია, როგორებიც გახლავთ: Bosch, Gorenje, Samsung, Philips, Delonghi, Graetz და სხვა. "ელიტ ელექტრონიქსი“ გახლავთ Bosch-ის, და Gorenje-ს ექსკლუზიური და ერთადერთი წარმომადგენელი საქართველოში, ხოლო Samsung-ის ოფიციალური ავტორიზებული პარტნიორი.

"ელიტ ელექტრონიქსი“ საქართველოს სამომხმარებლო ბაზარზე 21 წელია საქმიანობს და მისი მიზანია, მომხმარებლებს მიაწოდოს თანამედროვე და ხარისხიანი პროდუქცია, ასევე შეუქმნას მათ მაქსიმალურად კომფორტული გარემო ტექნიკის შესაძენად, გაუწიოს მაღალკვალიფიციური კონსულტაცია და ბაზარზე მუდამ ინოვაციური პროექტებით წარსდგეს“, - აღნიშნულია "ელიტ ელექტრონიქსის“ ინფორმაციაში.