აირჩიე შენი ფასდაკლება - სიახლე წიგნის მოყვარულებისთვის - კვირის პალიტრა

აირჩიე შენი ფასდაკლება - სიახლე წიგნის მოყვარულებისთვის

წიგნებზე მოთხოვნა საქართველოში დღითიდღე იზრდება. გაზრდილ მოთხოვნას კი წიგნის მაღაზიები წიგნების გაფართოებული არჩევანით პასუხობენ. ყოველდღიურად კი უფრო და უფრო მეტ აქცია- ფასდაკლებას ვხვდებით, რომელიც მკითხველს საშუალებას აძლევს მისთვის სასურველი წიგნი შეიძინოს. ამ კუთხით ნამდვილად ლიდერია საქართველოში ყველაზე დიდი წიგნის მაღაზიათა ქსელი „ბიბლუსი“, რომელიც მრავალფეროვანი აქციებით გამოირჩევა.

3 ივლისიდან კი სხვა აქციებთან ერთად „ბიბლუსი“ თავის ერთგულ მკითხველს აძლევს ექსკლუზიურ საშუალებას თავად აირჩიოს ფასდაკლება სასურველ წიგნზე. „ კვირის რჩეული“ ასე ჰქვია „ბიბლუსის“ ახალ აქციას, რომელიც სოციალურ ქსელში უკვე დიდი პოპულარობით სარგებლობს. კვირის რჩეული წიგნი სოციალური ქსელის მომხმარებელთა გამოკითხვის შედეგად ვლინდება. ყოველკვირეულად Facebook-ის საშუალებით შეგიძლიათ, რომ კომპანიის მიერ წინასწარ შერჩეული 3 წიგნიდან ერთ-ერთი ხმის მიცემის შედეგად აირჩიოთ. ხმის მიცემა, რომელიც ერთი კვირის მანძილზე მიმდინარეობს, მოწონებების საშუალებით ხორციელდება. კვირის ბოლოს გამარჯვებული წიგნი ვლინდება და მომდევნო კვირის განმავლობაში ნებისმიერ მსურველს მისი შეძენა 40%-იანი ფასდაკლებით შუძლია. ახალი სამეული კი ყოველი კვირის ორშაბათს იდება ბიბლუსის Facebook-ის გვერდზე და ბიბლუსის გუნდიც მომხმარებლის მორიგ არჩევანს ელოდება. კვირის რჩეული წიგნები უკვე გახდა: ერიხ მარია რემარკის „ნასესხები სიცოცხლე“, ანტონ ჩეხოვის „ალუბლის ბაღი“, ენტონი ბერჯესის „მექანიკური ფორთოხალი“ და სხვა.

აქცია ”კვირის რჩეული” სულ რაღაც 2 თვის წინ დაიწყო და საკმაოდ პოზიტიური გამოხმაურების გამო ”ბიბლუსი” მის გრძელვადიანად გაგრძელებას გეგმავს. კომპანია სამომავლოდაც არაერთ საყვარელ წიგნს შესთავაზებს მკითხველს ყველასთვის მისაღებ ფასად. არ გამოგრჩეთ, ყოველ ორშაბათს გადაამოწმეთ სოციალური ქსელი, შეარჩიეთ თქვენთვის სასურველი წიგნი და შეიძინეთ ის საუკეთესო ფასად. წიგნი ხომ ადამიანის საუკეთესო მეგობარია. ჰოდა ”ბიბლუსიც” ადამიანებს საუკეთესო მეგობრების შეძენაში ტრადიციულად ეხმარება.

R