ევროპული კვლევების საბჭოს საინფორმაციო დღე შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნულ სამეცნიერო ფონდში - კვირის პალიტრა

ევროპული კვლევების საბჭოს საინფორმაციო დღე შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნულ სამეცნიერო ფონდში

27 სექტემბერს შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის საკონფერენციო დარბაზში ჩატარდა ევროპული კვლევების საბჭოს (ERC) საინფორმაციო დღე. ERC ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის ჩარჩო პროგრამა "ჰორიზონტი 2020"-ის ერთ-ერთი მთავარი კომპონენტია და საგრანტო თანხებს მიმართავს მეცნიერების პერსპექტიული დარგების განვითარებისაკენ.

ევროპული კვლევების საბჭოს (ERC) მისიაა, კონკურენტული დაფინანსების გზით, ხელი შეუწყოს უმაღლესი ხარისხის კვლევის განხორციელებას ყველა სამეცნიერო მიმართულებით. დაფინანსების მიღება შესაძლებელია ღია კონკურენციის პირობებში. ERC-ის საგრანტო კონკურსებში მონაწილეობა შეუძლიათ როგორც კარიერის საწყის ეტაპზე მყოფ მკვლევარებს, ასევე, დიდი გამოცდილების მქონემეცნიერებს. კონკურსის ძირითადი პირობა არის კვლევის მაღალი ხარისხი, და მოწინავე, ინოვაციური სამეცნიერო კვლევა.

აღსანიშნავია, რომ შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი 2015 წლიდან არის ERC-ის ეროვნული საკონტაქტო პირი საქართველოში. 2010 წლის 20-21 აპრილს გაიმართა ევროპული კვლევების საბჭოს (ERC) 10 წლის იუბილისადმი მიძღვნილი კონფერენცია აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებისათვის, რომლის ორგანიზატორები იყვნენ ევროპული კვლევების საბჭოს აღმასრულებელი სააგენტო და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სსიპ შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი. კონფერენცია მიზნად ისახავდა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების მეცნიერთა ERC-ის დაფინანსების

პროგრამებში ჩართულობის ხელშეწყობასა და გაძლიერებას.

27 სექტემბრის საინფორმაციო დღეზე დამსწრე ქართველ მეცნიერებს ფონდის წარმომადგენლებმა მიაწოდეს დეტალური ინფორმაცია ERC-ის შემდეგი კონკურსების შესახებ: ERC StartingGrants – გრანტები დამწყები მკვლევარებისათვის (გრანტის ოდენობა: 1,5 მილიონი ევრო 5 წლის განმავლობაში); ERC ConsolidatorGrants (გრანტის ოდენობა: 2 მილიონი ევრო 5 წლის განმავლობაში); ERC AdvancedGrants–(გრანტის ოდენობა: 2,5 მილიონი ევრო 5 წლის განმავლობაში). საინფორმაციო დღე მიზნად ისახავდა ERC-ის დაფინანსების შესაძლებლობების შესახებ ქართული სამეცნიერო საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას, მათთვის კონსულტაციების გაწევასა და, შედეგად, ERC-ის კონკურსებზე ქართველ მეცნიერთა გაძლიერებულ ჩართულობას.

R