რეგიონებში სილქნეტის სპეციალური აქცია განახლდა - კვირის პალიტრა

რეგიონებში სილქნეტის სპეციალური აქცია განახლდა

ზუგდიდში, ქობულეთში, გორში, ქუთაისში, ზესტაფონში, ბათუმში, თელავში, ხაშურში, ფოთსა და რუსთავში სილქნეტმა უპრეცედენტო აქცია განაახლა. მომხმარებელი კიდევ უფრო გაუმჯობესებული პირობებით შეძლებს სილქნეტის ტვ და ინტერნეტ სერვისის მიღებას.

"სილქნეტის ახალი აბონენტები აქციის პირობით 2 წლის მანძილზე ისარგებლებენ და 20 მბ/წმ ინტერნეტთან და 130 არხთან ერთად, ახალ თემატურ პაკეტს მიიღებენ საჩუქრად.

სურვილის შემთხვევაში, მომხმარებელს შეეძლება დაიმატოს ექსკლუზიური სპორტული თემატური პაკეტი, სილქ სპორტი, სადაც პრემიერ ლიგის, ევროპა ლიგის, ლა ლიგას, სერია ა-ს, TOP 14 -ის, ფორმულა 1 და NBA-ს თამაშები შუქდება“ - განმარტეს სილქნეტში.

Silk TV-ში უფასოდ არის ხელმისაწვდომი საგანმანათლებლო პროექტი "საშინაო სკოლა“- 12 კლასის სასკოლო პროგრამის ვიდეო-გაკვეთილებით. სილქნეტის მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს საერთაშორისო ჟურნალი National Geographic -ის ქართული გამოცემა მნიშვნელოვანი ფასდაკლებით გამოიწეროს და მიიღოს თვეში ერთხელ შემეცნებითი ჟურნალი ნებისმიერ მისამართზე. ასევე, დარეგისტრირდეს პორტალზე mysilknet.com და დააგროვოს "ერთგულების ქულები“, დამატებითი სერვისის თუ პაკეტების უფასოდ გასააქტიურებლად.

აქციის შესახებ ინფორმაციის მიღება შესაძლებელია ცხელ ხაზზე, 2100100, 24 საათის განმავლობაში.

R