საშა ვალცის საკულტო სპექტაკლი CONTINU გაიმართება - კვირის პალიტრა

საშა ვალცის საკულტო სპექტაკლი CONTINU გაიმართება

20, 21 ოქტომბერს 20:00 საათზე საქართველო გერმანიის (2017) წლის ფარგლებში, ოპერისა და ბალეტის თეატრში, საქართველოს გოეთეს ინსტიტუტი და ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი "საჩუქარი", გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და საქართველოში გერმანიის საელჩოს მხარდაჭერით წარმოგიდგენთ ბერლინის სახელმწიფო ბალეტის სამხატვრო ხელმძღვანელის, ლეგენდარული საშა ვალცის ერთ-ერთ გახმაურებულ და საკულტო სპექტაკლს CONTINU.

ლეგენდარულმა საშა ვალცმა შეკრიბა თავისი შემოქმედებისთვის დამახასიათებელი ყველა კომპონენტი, რომელიც ბოლო 10 წლიანი მუშაობის მანძილზე ყველაზე ცნობად საავტორო ნიშნად იქცა. სახელწოდება CONTINU ანუ ”გაგრძელება” ქორეოგრაფიის, მუსიკისა და ვიზუალური ხელოვნების ადამიანზე უწყვეტ რეაქციაზე საუბრობს, რადგან ეს ენერგომატარებლები ბუნების ამოუწურავი ძალებით იკვებებიან და მათი სიცოცხლე უსასრულოა. კოსმიური უწონადობა, როგორც ადამიანის სულიერი სუბსტანცია, ვალცის ნაწარმოებში ხორციელ ფორმას იძენს და თავისუფალი სამყაროს თანამკვიდრია. თავისუფალის ჩაგვრისგან, დისკრიმინაციისგან, დემაგოგიისგან და ძალადობისგან, რაც გვჯერა საქართველოშიც გააღრმავებს დიალოგს ამ თემაზე, რადგან ეს ის ეგზისტენციალური დილემაა, რომელიც სივრცისა და დროის უსასრულო კონტინიუმს ქმნის და დაუსაბამო დროიდან გრძელდება. თუმცა, გარდა ნაწარმოების ფილოსოფიური ექსპლიკაციისა, დღეს უკვე მთელ

მსოფლიოში საყოველთაოდ აღიარებული CONTINU-ს გენიალური ქორეოგრაფიული ნამუშევარი, ქართველ მაყურებელს იშვიათ სიამოვნებას მიანიჭებს და მაღალ ხელოვნებასთან თანაზიარს გახდის.

ციურიხის (Schauspielhaus im Schiffbau/Halle), პარიზის (Théâtre de la Ville Paris), ლონდონის (Sadler’s Wells), ბარსელონას ( Mercat de les Flors), რომის (Auditorium conciliazione), ათენის (Odeon of Herod Atticus), ბრუსელის (Theatre National), ლუქსემბურგის (Grand Theatre de la Ville Luxemburg), ნიუ იორკის (BAM) შემდეგ, დიდმა გერმანელმა ქორეოგრაფმა ედგარ ვარეზეს, იანის ქსენაკისის, კლოდ ვივიერის და ვოლფგანაგ ამადეუს მოცარტის მუსიკაზე, სახელოვნებო და სამეცნიერო ნააზრევის გაერთიანებით, ვალცმა კაცობრიობის უცვლელი სტერეოდინამიკა ქორეგრაფიის ენაზე გადმოსცა და 21 მოცეკვავის დახმარებით, გასული წლების მანძილზე მსოფლიო ომების, მიგრაციის, კულტურული იდენტობის სხვადასხვაობის პრობლემა ახალ შუქში წარმოგვიდგინა.

წარმოდგენა განცხორციელდა "საშა ვაცლის და სტუმრების“, ციურიხის სახელმწიფო ოპერისა სახლისა და ციურიხის ფესტვიალის თანამშრომლობით, ასევე ბერლინის ფესტივალისა და ლონდონის სედლერ’ს უელსის თეატრის დაკვეთით.

რეჟისურა და ქორეოგრაფია: საშა ვალცი

მუსიკა: ედგარ ვარეზე, იანის ქსენაკის, კლოდ ვივიერ, ვოლფგანგ ამადეუს მოცარტი

სცენოგრაფია: ტომას შენკი, პია მაიერ შრივერი, საშა ვალცი

კოსტიუმების ავტორი: ბერნარდ სკოძიგი

სასცენო განათება: მარტინ ჰაუკი

დრამატურგია: იოჰენ ზანდიგი