ისტორიული სამხედრო საათების უნიკალური კოლექცია - კვირის პალიტრა

ისტორიული სამხედრო საათების უნიკალური კოლექცია

ჟურნალ "არსენალის" სპეცპროექტი

"კოლექციის შემდეგი საათია B-UR-ი, რომელსაც მეორე მსოფლიო ომის დროს გერმანიის საჰაერო ძალები - ლუფტვაფე იყენებდა. საათი ჟურნალ "არსენალის" ნოემბრის ნომერთან ერთად გამოვა და მისი შეძენა პრესის გამავრცელებელ ჯიხურებსა და "ბიბლუსის" მაღაზიათა ქსელში იქნება შესაძლებელი"

სამხედრო ანალიტიკური ჟურნალი "არსენალი" მკითხველებს მორიგ უნიკალურ შესაძლებლობას სთავაზობს - ჟურნალთან ერთად, ისტორიული სამხედრო საათები სპეციალურ ფასად, 15 ლარად გაიყიდება. თითოეული საათი ორიგინალის ზუსტი ანალოგია და ის საკუთარი ისტორიითა და უნიკალურობით გამოირჩევა - მათ შექმნეს ეპოქა და დღემდე ინახავენ ისტორიას, თუ როგორ იქმნებოდნენ და რა დანიშნულება ჰქონდათ მათ სამხედროებისთვის. "არსენალის" ახალ პროექტს მკითხველებში უპრეცედენტო გამოხმაურება მოჰყვა - ჟურნალთან ერთად გამოსული პირველი სამხედრო საათი თითქმის სრულად გაიყიდა. დეტალებზე პროექტის მენეჯერი გოდერძი ბიბილური გვიყვება:

- მიუხედავად იმისა, რომ სამუშაო გუნდის წევრებს, სამსახურის სპეციფიკიდან გამომდინარე, ახლო შეხება გვაქვს სამხედრო თემატიკასთან, სამხედრო საათებით არასდროს დავინტერესებულვართ და არც გვიფიქრია, რომ საათები სამხედროების განუყოფელი აქსესუარი შეიძლებოდა ყოფილიყო.

მორიგი სამუშაო შეხვედრისას რამდენიმე პროექტის დაწყების იდეა გაჩნდა, მათ შორის, სამხედრო საათებზეც ჩამოვარდა საუბარი - იდეა მოგვეწონა და სამხედრო საათების ისტორიის შესწავლა დავიწყეთ. პროექტზე მუშაობისას საოცარი ისტორიები შევიტყვეთ და მათი ფართო მასებისთვის გაზიარების სურვილი გაგვიჩნდა - როგორ იქმნებოდა და როგორ გამოიყენებდნენ მათ სამხედროები.

- რა კრიტერიუმებით შეარჩიეთ სამხედრო საათები?

- მას შემდეგ, რაც საათების ისტორიებს გავეცანით, კრიტერიუმებზე ბევრი არც კი გვიფიქრია, თითოეულ საათს თავისი განსხვავებული ისტორია აქვს,

თითოეული საათი განსხვავებულად იქმნებოდა და განსხვავებულ მიზანს ემსახურებოდა - ყოველი მათგანი განსხვავებული მიზეზის გამო არის საინტერესო.

შესაბამისად, შემიძლია გითხრათ, რომ კრიტერიუმი არ არსებობს, რომლის მიხედვითაც საათები შევარჩიეთ, ერთადერთი, რისი თქმაც შემიძლია, არის ის, რომ თითოეული მათგანი საინტერესო ისტორიის მატარებელია.

- რამდენად დიდი გამოხმაურება მოჰყვა თქვენს იდეას მკითხველებში?

- სამხედრო საათების ისტორიის მკითხველისთვის გაზიარებამდე ჩვენ ირგვლივ ყველამ იცოდა აღნიშნული კოლექციის შესახებ; იცოდნენ, რომ პირველი საათი "MARK XI" ჟურნალ "არსენალის" ოქტომბრის ნომერთან ერთად გაიყიდებოდა და მოუთმენლად ელოდნენ მის გამოსვლას. ზოგიერთმა მათგანმა ჩვენი "მოსყიდვაც" კი სცადა, რომ საათი პირველებს მიეღოთ. სწორედ ამ ფაქტმა შეგვიქმნა შთაბეჭდილება, რომ სამხედრო საათებზე დიდი მოთხოვნა იქნებოდა, თუმცა,

შედეგმა მოლოდინს გადააჭარბა - პირველივე დღეს 50-მდე ადამიანმა დაგვირეკა და გვითხრა, რომ პრესის გამავრცელებელ ჯიხურებში საათები აღარ იყო. წინასწარვე ვფიქრობდით, რომ მოთხოვნა ბევრად დიდი იქნებოდა, თუმცა, საათების 50%-ის პირველივე დღეებში გაყიდვას ნამდვილად არ მოველოდით. დღემდე დაახლოებით 100 საათიღაა დარჩენილი, რომელზეც უამრავი ადამიანი "ნადირობს.

- თუ გაქვთ განსაზღვრული, რომელი მოდელის საათი გამოვა ჟურნალის შემდეგ ნომერთან ერთად?

- კოლექციის შემდეგი საათია B-UR-ი, რომელსაც მეორე მსოფლიო ომის დროს გერმანიის საჰაერო ძალები - ლუფტვაფე იყენებდა. იმის გამო, რომ საათი მცირე რაოდენობით იყო წარმოებული, ის არა ნავიგატორების, არამედ ლუფტვაფეს საკუთრებას წარმოადგენდა, თითოეული ნავიგატორი მისიის დაწყებამდე იღებდა საათს და დასრულებისთანავე უკან აბრუნებდა.

საათი ჟურნალ "არსენალის" ნოემბრის ნომერთან ერთად გამოვა და მისი შეძენა პრესის გამავრცელებელ ჯიხურებსა და "ბიბლუსის" მაღაზიათა ქსელში იქნება შესაძლებელი.

რუსუდან შელია