გემრიელთან ერთად სასარგებლოც - "ომეგა 3"-ით გაჯერებული რძის პროდუქტები ბავშვებისათვის - კვირის პალიტრა

გემრიელთან ერთად სასარგებლოც - "ომეგა 3"-ით გაჯერებული რძის პროდუქტები ბავშვებისათვის

შვედი მეცნიერების კვლევის შემდეგ, დაზუსტებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ პატარები, რომლებსაც კითხვა უჭირთ, "ომეგა 3"-ის შემცველი პროდუქტების მიღების შემდეგ სულ მალე ხდებიან მობილიზებული და ინტერესით ასრულებენ სასკოლო დავალებებს

უდავოა, რომ ყველა მშობლის მთავარი საზრუნავი წარმატებული შვილის გაზრდაა, ადამიანის, რომელიც ყველა მისი ოცნების ხორცშესხმას შეძლებს. მეცნიერებმა დაასკვნეს, რომ ეს სავსებით შესაძლებელია, თუ მშობელი სწორი ლიტერატურისა და სწავლის მიმართ მოზარდში მაქსიმალური ინტერესის გაღვივების გარდა, სხვა მნიშვნელოვან ფაქტორებსაც გაითვალისწინებს და ბავშვს ფიზიკური მონაცემებითაც ერთი საფეხურით წინ წასწევს. როგორ გავაძლიეროთ ბავშვის ფიზიკური მონაცემები, უზრუნველვყოთ მისი ყურადღების მაქსიმალური კონცენტრაცია და რატომ არის ეს მნიშვნელოვანი სწავლის პროცესში?

არსებობდა მოსაზრება, რომ პატარები, რომლებიც თევზის ქონს იღებდნენ, სამ თვეში კითხვის უნარს საგრძნობლად აუმჯობესებდნენ. შვედეთის გოტენბერგის უნივერსიტეტის მეცნიერებმა ჩაატარეს ხანგრძლივი კვლევა, რომელშიც 154 ბავშვი მონაწილეობდა. კვლევა, ძირითადად, მიმდინარეობდა სწორედ თევზის ქონის, ანუ "ომეგა 3"-ის შესასწავლად და იმის დასადგენად, თუ რა გავლენას ახდენს ის ბავშვის ორგანიზმზე.

პატარები დაყვეს ორ ნაწილად - ერთ ჯგუფს დღეში აძლევდნენ "ომეგა 3"-ის შემცველ პროდუქტს, მეორე ჯგუფს კი პლაცებოს (ნივთიერება სამკურნალო თვისებების გარეშე, რომელსაც წამლის მაგივრად იყენებენ. მკურნალობის დროს ექიმი პაციენტს არწმუნებს, რომ გამოჯანმრთელდება. ეს წამალი იმისთვისაა, რომ პაციენტმა ირწმუნოს საკუთარი გამოჯანმრთელება). მკურნალობის შემდეგ, კითხვის უნარის გასაზომად კომპიუტერიზებული ტესტირება ჩატარდა. მათ, ვინც "ომეგა 3"-ის შემცველ პროდუქტს იღებდა, 64%-ით გააუმჯობესეს აზროვნების უნარი და ხუთჯერ სწრაფად ახერხებდნენ არეული სიტყვების დალაგებას, ხოლო ჯგუფს, რომელიც პლაცებოს იღებდა, სწავლის მოტივაცია და აზროვნების უნარები არ გაუუმჯობესდა.

აღსანიშნავია, რომ შედეგით თავად წამყვანი მკვლევარი, დოქტორ მატდ ჯონსონიც კი გაოცებული იყო, რაც კარგად ჩანს კვლევის ბოლოს გაკეთებულ მის მინაწერშიც: "კვლევის შედეგებით გაოცებული დავრჩით, აქამდე მსგავსი ეფექტის შესახებ დაზუსტებით არაფერი ვიცოდით".

დადებითი ეფექტი კიდევ ერთხელ მაშინ დადასტურდა, როდესაც კვლევაში მონაწილე ბავშვების მეორე ჯგუფსაც, რომელსაც ადრე პლაცებოს ასმევდნენ, "ომეგა 3"-ის შემცველი პროდუქტი მისცეს და მათი აზროვნებისა თუ ათვისების უნარი საგრძნობლად გაუმჯობესდა.

შვედი მეცნიერების კვლევის შემდეგ დაზუსტებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ პატარები, რომლებსაც კითხვა უჭირთ, "ომეგა 3"-ის შემცველი პროდუქტების მიღების შემდეგ სულ მალე ხდებიან მობილიზებული და ინტერესით ასრულებენ სკოლაში მიღებულ დავალებებს. თევზის ქონი ასევე წარმოუდგენელ დადებით ეფექტს ახდენს იმ ბავშვებზე, რომლებსაც აქვთ ქცევითი და მოსმენის პრობლემები.

"ომეგა 3"-ის ცხიმოვანი მჟავები არეგულირებს ცხიმოვან ცვლას და ქოლესტერინის დონეს სისხლში, აძლიერებს ტონუსსა და ამაღლებს შრომისუნარიანობას, იგი ასევე აუმჯობესებს იმუნურ სისტემას. "ომეგა-3"-ის ცხიმოვანი მჟავები წარმოადგენს ცხიმოვან მჟავებს, რომლებსაც მსოფლიოს წამყვანი მკვლევრები თუ ექიმები ადამიანის ორგანიზმისთვის "შეუცვლელს" უწოდებენ და რადგან ჩვენი ორგანიზმი ნივთიერებას ვერ აწარმოებს, მათი რეგულარულად მიღება საკვების სახითაა აუცილებელი. თუ ბავშვისთვის ტვინის საკვების მიღება ახლა უკვე თქვენთვისაც მნიშვნელოვან საზრუნავად იქცა, ისღა დაგრჩენიათ, დაადგინოთ, რომელი პროდუქტები შეიცავს მოზარდისთვის აუცილებელ ნივთიერება "ომეგა 3"-ს. თევზი, ხორცი, თხილი, მცენარეული ზეთი - ეს მცირე ჩამონათვალია იმ პროდუქტებისა, რომლებითაც თქვენი ბავშვის ორგანიზმის "ომეგა 3"-ით გამდიდრება შეგიძლიათ. ჩვენი მოკვლევით, "ომეგა 3"-ით გაჯერებულ პროდუქტს აწარმოებს "სანტეს" საბავშვო ხაზი "ლოკო მოკო".

თუ თქვენი შვილი უარს ამბობს თევზის ქონის მიღებაზე, არ უყვარს თევზი ან იშვიათად მიირთმევს ხორცს, ორგანიზმისთვის აუცილებელი ნივთიერება მას იოგურტის სახით შეგიძლიათ შესთავაზოთ.

ასევე დადგენილია, რომ "ომეგა 3"-ისა და რძის პროდუქტების რეგულარული გამოყენება, ანუ მათი კომბინაცია, განსაკუთრებით ეფექტიანია და ის სამი თვის განმავლობაში ბავშვის გონებრივ შესაძლებლობებს 15-დან 30%-მდე ზრდის.

რუსუდან შელია