აქციე მაკულატურა წიგნებად - კვირის პალიტრა

აქციე მაკულატურა წიგნებად

აქცია რეგიონებში გრძელდება!!!

"აქციე მაკულატურა წიგნებად" - ამ მოწოდებით ჰოლდინგმა "პალიტრამედიამ" უპრეცედენტო აქცია დაიწყო, რომლის ფარგლებშიც წიგნის მოყვარულებს მაკულატურის ახალ წიგნებში გადაცვლის შესაძლებლობა ეძლევათ. გრანდიოზული აქცია თბილისში 9 ნოემბრიდან დაიწყო და უკვე ათასობით ადამიანი ჩაერთო, 18,19,20 ნოემბერს კი "მაკულიტერატურა" ქუთაისთან შესახვედრად ემზადება, ბათუმში 22, 23, 24 ნოემბერს, ხოლო ზუგდიდში 26-27 ნოემბერს, მოგვიანებით კი გორს, თელავსა და რუსთავს უმასპინძლებს.

"მაკულიტერატურა" ჰოლდინგ "პალიტრამედიის" ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული პროექტია, რომელიც 2012 წლიდან მრავალ ოჯახს დაეხმარა პირადი ბიბლიოთეკების შექმნაში - ძველი ჟურნალ-გაზეთები, რვეულები, წიგნები თუ უბრალოდ, სხვა არასაჭირო ქაღალდი შეგიძლიათ "პალიტრა L "-ის მიერ გამოცემულ ყველასთვის ცნობილ და საყვარელ ათასამდე დასახელების წიგნში გადაცვალოთ.

გარდა იმისა, რომ "მაკულიტერატურა" საოჯახო ბიბლიოთეკის თანამედროვე თუ კლასიკური ლიტერატურით განახლებასა და გამდიდრებაში დაგეხმარებათ, პროექტი გარემოს მიმართ საკუთარი ეკოდამოკიდებულებითაც გამოირჩევა.

სიაში წარმოდგენილია უახლესი ლიტერატურა, გამომცემლობის ბესტსელერები და ყველაზე წარმატებული პროექტები დიდი ფასდაკლებით. წიგნების სრული ჩამონათვალის სანახავად ესტუმრეთ ვებგვერდს www.palitral.ge