ახალი "TOYOTA LAND CRUISER PRADO“ - ახალი სიმაღლეების დასაპყრობად! - კვირის პალიტრა

ახალი "TOYOTA LAND CRUISER PRADO“ - ახალი სიმაღლეების დასაპყრობად!

ახალი "TOYOTA LAND CRUISER PRADO“ უკვე საქართველოშია და ის კომპანია "ტოიოტა კავკასიამ“ (ტოიოტას ოფიციალური წარმომადგენლობა საქართველოში), 7 ნოემბერს "შატო მუხრანის“ ტერიტორიაზე წარუდგინა საზოგადოებას.

"შატო მუხრანში“ ჩასულ ჟურნალისტებსა და სხვა სტუმრებს კომპანია ტოიოტას წარომადგენლებმა უმასპინძლეს. მანამდე, სანამ ახალ "LAND CRUISER PRADO“-ს იხილავდა საზოგადოება, "შატო მუხრანის“ საკონფერენციო დარბაზში ჟურნალისტებისთვის პრეზენტაცია ჩატარდა. "LAND CRUISER PRADO გამორჩეული და პოპულარული ავტომობილია, არა მარტო საქართველოში, არამედ მთელი მსოფლიოს მასშტაბით და ის თავის კლასში საუკეთესოა. დარწმუნებული ვარ, რომ ქართველი ხალხი ახალ Prado-საც კარგად მიიღებს და კიდევ უფრო მეტად შეიყვარებს მას” - განაცხადა ”ტოიოტა კავკასიის” პრეზიდენტმა მიცურუ კონიშიმ.

პრეზენტაციაზე "ტოიოტა ცენტრი თბილისის“ წარმომადგენელმა ნინუკა გაგუამ აღნიშნა, რომ "TOYOTA LAND CRUISER PRADO“ უცვლელი წარმატებითა და პოპულარობით სარგებლობს ქართველ მომხმარებელში. მისი თქმით, ის არის მსოფლიოში აღიარებული ყველგანმავალი და ამართლებს "ტოიოტას“ სამ მთავარ მიმართულებას,- ხარისხს, საიმედოობასა და გამძლეობას.

"ტოიოტა კავკასიის“ პროდუქტის და ფასთწარმოქმნის სპეციალისტმა, გაგა კოხრეიძემ ვრცლად ისაუბრა "LAND CRUISER”- ის 70 წლიან ისტორიაზე. მისი თქმით, ხარისხი, გამძლეობა და საიმედოობა - ეს ის ძირითადი მახასიათებლებია, რის გამოც მსოფლიოს 190 ქვეყანაში Land Cruiser Prado–ს ირჩევენ და ენდობიან. "დღეს წარმოგიდგენთ ახალ Prado-ს, რომელიც გაუმჯობესებულია წინამორბედთან შედარებით. ნებისმიერ მძღოლს, ახალ "Toyota Land Cruiser Prado“ - ს საჭესთან შეუძლია თავი ნამდვილ ოფროუდერად იგრძნოს. ეს შესაძლებელია რამდენიმე ფუნქციით, ერთ-ერთი მათგანი არის ცოცვის რეჟიმი, რომელიც ინტეგრირებულია MTS-სთან (მულტი რელიეფის სელექცია), მისი მეშვეობით, მომხმარებელს შეუძლია აირჩიოს 5 სხვადასხვანაირი რელიეფის შესაბამისი მოჭიდება. ისეთი მძიმე უგზოობა, როგორიცაა ქვიშა, თოვლი, ტალახი და ქვაღორღი ახალი პრადოს მფლობელებისთვის ადვილად გადასალახი წინააღმდეგობა იქნება. ასევე, დამატებითი ოფციაა, 360 გრადუსიანი კამერა, რომელიც შესაძლებელს ხდის, მძღოლმა აკონტროლოს პერიმეტრი და ის ძალიან მოხერხებულია ქალაქის პირობებში პარკინგის დროს ან საცობებში სიარულისას. გარდა ამისა, მანქანა აღჭურვილია ქვედა რელიეფის მონიტორის სისტემითაც, რომელიც მძღოლს საშუალებას მისცემს დაინახოს რა ხდება ავტომობილის ძარის ქვეშ.“ - განმარტა "ტოიოტა კავკასიის“ წარმომადგენელმა.

პრეზენტაციის შემდეგ, ახალი "TOYOTA LAND CRUISER PRADO“ "შატო მუხრანის“ ეზოში "ქუჩის თეატრის“ საკარნავალო მსვლელობის, ცეცხლოვანი შოუსა და გეიშების ცეკვის თანხლებით წარუდგინეს სტუმრებს. ჯგუფი Yellow-ს მუსიკა კი ყველასთვის სასიამოვნო განწყობას ქმნიდა. შემდგომ უკვე "შატო მუხრანის“ ტერიტორიაზე სპეციალურად ტესტ-დრაივისთვის ბორცვიან და ქვა-ღორღიან ადგილას, რთული გამავლობის გზებზე ჟურნალისტებს ავტომობილის ტესტირების საშუალება მიეცათ.

ახალი "TOYOTA LAND CRUISER PRADO“-ს ტესტირების შემდეგ, ყველა მონაწილე დარწმუნდა მის გამორჩეულობასა და სრულფასოვნებაში. Auto Build-ის მთავარმა რედაქტორმა, შალვა ბუაჩიძემ ავტომობილი გამოსცადა და აღნიშნა, რომ ახალი Prado გარდა იმისა, რომ ძალიან დაიხვეწა ვიზუალურად, ის ტექნიკური თვალსაზრისითაც ავიდა სრულიად ახალ საფეხურზე. "ბევრ ადამიანს მოსწონს Prado , თუმცა მხოლოდ მის საჭესთან, მისი მართვის დროს რწმუნდები და შეიგრძნობ თუ რატომ იყო და რატომ იქნება ეს ავტომობილი ასეთი წარმატებული. ახალი მოდელი, უგზოობის პირობებში, თვითონ არეგულირებს მანქანის სიჩქარეს, მძღოლი კი მთლიანად კონცენტრირებულია საჭის მართვაზე. შემცირებულია მძღოლის ძალისხმევა და რისკი იმისა, რომ მისი დაუდევრობით დაზიანდეს მანქანა.“ - განმარტა შალვა ბუაჩიძემ.

აღსანიშნავია, რომ ახალი Prado-ს მფლობელს ავტომობილში დახვდება ახალი დიზაინის მქონე ინსტრუმენტების პანელი, რომელიც მოიცავს დიდ 8-დიუიმიან Toyota Touch® 2 და "Go“ მულტიმედია სისტემას, მძღოლის ოპტიტრონულ მრიცხველებს და საჭის მოწყობილობათა მექანიზმის მიერ მართულ 4.2-დიუიმიან მულტი-ინფორმაციულ ეკრანს. წინა სავარძლის გაუმჯობესებული ვენტილაცია, უკანა სავარძლების გათბობა, ავტომატური კლიმატ-კონტროლი და “ჭკვიანი გასაღების“ ახალი დიზაინი - "ტოიოტას“ მძღოლსა და მგზავრებს კიდევ უფრო მეტ კომფორტს უქმნის.

ახალი "Toyota Land Cruiser Prado“ ექსტერიერის ათ სხვადასხვა ფერშია ხელმისაწვდომი. მათგან ორი სრულიად ახალია - Midnight Emerald Blue ("შუაღამის ზურმუხტისებრი ლურჯი“) და Avant-Garde Bronze metallic ("ავანგარდული ბრინჯაოსფერი მეტალიკი“).

განახლებულია საჭეც, რომელიც "Toyota Land Cruiser 200 (V8)“ მოდელების საჭეების მსგავსია.

ახალი "Toyota Land Cruiser Prado“-ს ინტერიერი კი, ორ ფერშია გადაწყვეტილი: შავი და "Premium Beige“, რომელიც სრულიად ახალია. სალონის პრემიუმ ხარისხის გაფორმებას აგვირგვინებს - "Silver Hairline“ მეტალისებური ტექსტურით დამუშავებული ზედაპირები, რომლებიც ცენტრალური მართვის პულტის დამუშავებას და სრულიად ახალ მუქ ყავისფერ ხის მსგავს იერს ესადაგება.

ინფორმაცია ახალი პრადოსა და ტოიოტას ოფიციალური დილერების შესახებ (ტოიოტა ცენტრი თბილისი და ტოიოტა ცენტრი თეგეტა) ხელმისაწვდომია ტოიოტას ოფიციალურ web-გვერდზე: www.toyota.ge.

R