"თეგეტა“ მომხმარებელს ახალ ონლაინ კატალოგს სთავაზობს - კვირის პალიტრა

"თეგეტა“ მომხმარებელს ახალ ონლაინ კატალოგს სთავაზობს

"თეგეტა“ მომხმარებელს ახალ ონლაინ კატალოგს სთავაზობს "თეგეტამ“ მრავალფუნქციური პორტალი shop.tegetamotors შეიმუშავა, რომელიც პრაქტიკული პლატფორმაა მომხმარებლისთვის და წარმოადგენს ავტოსათადარიგო ნაწილების ონლაინ კატალოგს.

როგორც კომპანია "თეგეტადან“ გვაცნობეს, დღეისთვის კატალოგში წარმოდგენილია საბურავების და აკუმულატორების სრული ასორტიმენტი. ონლაინ კატალოგის დახმარებით მომხმარებელს შეუძლია შეარჩიოს სასურველი პროდუქტი, მოიძიოს რომელ ფილიალში და რა ფასადაა მისი შეძენა შესაძლებელი და დაარეზერვოს. კატალოგის ნახვა შესაძლებელია მისამართზე shop.tegetamotors.ge მარტივი რეგისტრაციის გავლის შემდეგ. "თეგეტა ქარდის“ მფლობელები კი პროდუქციის ფასს მათი ბარათის შესაბამისი ფასდაკლებით იხილავენ. უახლოეს მომავალში საიტზე იგეგმება "თეგეტას“ მაღაზიათა ქსელში წარმოდგენილი სრული პროდუქციის განთავსება, როგორც ავტო სათადარიგო ნაწილების, ასევე საავტომობილო აქსესუარების მიმართულებით.

"თეგეტა“ უკვე 22 წელია ქართულ ბაზარზე საქმიანობს. იგი არის საქართველოში იმპორტიორი მსოფლიოში წამყვანი 300-მდე ბრენდის, როგორებიცაა: Bridgestone, Michelin, Varta, Exide, Shell, Motul, Hengst, ZF Parts, Lemforder, Sachs, Philips, Bosch, Febi, Federal Mogul და სხვა ბრენდების მიერ წარმოებული უმაღლესი ხარისხის პროდუქციის: საბურავების, ზეთების, აკუმულატორების და ავტომობილის სათადარიგო ნაწილების მიმართულებით.