აჭარულ სამზარეულოს "ბელარუს 1" გადაცემებს მიუძღვნის - კვირის პალიტრა

აჭარულ სამზარეულოს "ბელარუს 1" გადაცემებს მიუძღვნის

ბელარუსში წამყვანი ტელეკომპანია "ბელარუს 1" აჭარულ სამზარეულოსა და ტურისტულ პოტენციალს 4 გადაცემას მიუძღვნის. აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ინფორმაციით, პოპულარული კულინარიული გადაცემა "50 რეცეპტი"-ის სპეციალური გამოშვებების ჩაწერა რეგიონში რამდენიმე დღეა მიმდინარეობს. ყველა გადაცემა პოპულარულ აჭარულ კერძებს მიეძღვნება, რომლის დროსაც ქართული ტრადიციებისა და სტუმართმოყვარეობის შესახებ ისაუბრებენ.

ხვალ, გადაცემის ობიექტივში უკვე ბათუმის ტურისტული ღირსშესანიშნაობები, ბოტანიკური ბაღი და გონიო-აფსაროსის ციხე-მუზეუმი მოექცევა. აჭარის შესახებ მომზადებულ გადაცემებს ბელარუსში 7 მილიონამდე მაყურებელი იანვრის განმავლობაში ნახავს.

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა წელს 23 მედიატურს გაუწია ორგანიზება, რომლის ფარგლებშიც სამიზნე ქვეყნების პოპულარულ მედიასაშუალებებში 102 სტატია და რეპორტაჟი გამოქვეყნდა.

(R)