"ბიბლუსი" ნოემბრის თვის ყველაზე კარგად გაყიდვადი წიგნების ათეულს აქვეყნებს - კვირის პალიტრა

"ბიბლუსი" ნოემბრის თვის ყველაზე კარგად გაყიდვადი წიგნების ათეულს აქვეყნებს

ტოპათეულში ის წიგნები მოხვდა, რომლებიც 1-ლი ნოემბრიდან 30 ნოემბრის ჩათვლით ყველაზე მეტი რაოდენობით გაიყიდა "ბიბლუსის" 55 ფილიალში

საქართველოში ყველაზე დიდი წიგნის მაღაზიათა ქსელი "ბიბლუსი" მკითხველებში მხატვრულ და საბავშვო ლიტერატურაში ნოემბრის თვის ყველაზე მოთხოვნადი წიგნების ათეულს აქვეყნებს. ტოპათეულში ის წიგნები მოხვდა, რომლებიც 1-ლი ნოემბრიდან 30 ნოემბრის ჩათვლით ყველაზე მეტი რაოდენობით გაიყიდა "ბიბლუსის" 55 ფილიალში. როგორც "ბიბლუსში" აცხადებენ, რეიტინგებში არ იყო გათვალისწინებული ლიტერატურა, რომელიც ნოემბრის თვეში აქციის ფარგლებში გაიყიდა, რაც წიგნებზე გარკვეულ ფასდაკლებას გულისხმობს.

აღსანიშნავია, რომ რეიტინგების ტოპსამეულში ამჯერად ორი უცხოელის, ხოლო ერთი ქართველი მწერლის ნაწარმოები შევიდა. ათეულის საპატიო პირველ ადგილს მსოფლიოში აღიარებული თურქი მწერალი ელიფ შაფაქი და მისი ცნობილი რომანი "სიყვარულის 40 წესი" იკავებს. უკვე რამდენიმე თვეა, რაც ეს წიგნი ყველაზე გაყიდვად სამეულში ხვდება. მეორე ადგილზე "დეტექტივების დედოფალი" აგათა კრისტი და მისი ცნობილი წიგნი "მკვლელობა აღმოსავლეთის ექსპრესში" გავიდა. მესამე პოზიციაზეა დებიუტანტი ქართველი მწერალი თათული ღვინიანიძე წიგნით "აღიარება ხელისგულზე". ამ რომანმა რამდენიმე თვის წინ გაიმარჯვა სახალხო კონკურსში "გახდი ბესტსელერის ავტორი".

რაც შეეხება საბავშვო ლიტერატურას, ტოპათეულში დიდი წილი კვლავ შემეცნებით წიგნებსა და ზღაპრებზე მოდის. "ბიბლუსი" ყოველთვიურად შემოგთავაზებთ მხატვრული და საბავშვო ლიტერატურის ტოპათეულს.

მხატვრული ლიტერატურა

1. ელიფ შაფაქის "სიყვარულის 40 წესი"

2. აგათა კრისტის "მკვლელობა აღმოსავლეთის ექსპრესში"

3. თათული ღვინიანიძის "აღიარება ხელისგულზე"

4. ალეკო შუღლაძის "გადამალვა"

5. ერიხ მარია რემარკის "ნასესხები სიცოცხლე"

6. დათო ტურაშვილის "ჯინსების თაობა"

7. რ. ჯ. პალაციოს "საოცრება"

8. ჰარპერ ლის "ნუ მოკლავ ჯაფარას"

9. კაზუო იშიგუროს "არასოდეს გამიშვა"

10. ელიფ შაფაქის "ღირსება"

საბავშვო წიგნები

1. ჩემი პირველი კითხვების და პასუხების წიგნი

2. პირველი ენციკლოპედია მოსწავლისათვის

3. ჩემი პირველი სიტყვები - ცხოველები

4. ჩემი პირველი ბიბლია

5. საიდუმლო წიგნაკი გოგონებისათვის

6. საბავშვო ენციკლოპედია

7. წრიპა ბიჭის დღიური, წიგნი 4 - მკვდარი სეზონი

8. წრიპა ბიჭის დღიური

9. საიდუმლო წიგნაკი ბიჭებისათვის

10. გოდერძი ჩოხელის მოთხრობები

რუსუდან შელია