კონფერენცია-შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის 2017 წლის საქმიანობის შედეგები და სამომავლო პერსპექტივები
კონფერენცია-შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის 2017 წლის საქმიანობის შედეგები და სამომავლო პერსპექტივები
2017 წლის 11 დეკემბერს, 9:30-17:30 საათზე შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის ორგანიზებით სასტუმროში "რედისონ ბლუ ივერია“ გაიმართა კონფერენცია " შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის 2017 წლის საქმიანობის შედეგები და სამომავლო პერსპექტივები".

კონფერენციაზე ფონდის გენერალურმა დირექტორმა მანანა(მაკო) მიქაბერიძემ დამსწრე საზოგადოებას წარუდგინა საკონკურსო პროგრამებისა და ღონისძიებების 2017 წლის ანგარიში, გააცნო ფონდის მიერ ადმინისტრირებული ეროვნული და საერთაშორისო კონკურსების შედეგები, დაფინანსებული კვლევითი პროექტების მიმდინარეობისას გამოვლენილი სირთულეები
და გამოწვევები, კონკურსების შეფასების განახლებული პროცედურები და კრიტერიუმები, მულტილატერალური პროგრამების ფარგლებში განხორციელებული აქტივობები. კონფერენციის მსვლელობისას ერთდროულად მიმდინარეობდა სამი სამუშაო პანელი: საგრანტო კონკურსების ტექნიკური ექსპერტიზის დროს აღმოჩენილი ძირითადი ხარვეზები; გრანტის მიმღების ვალდებულებები ფონდის მიმართ: პროექტის შესრულების შინაარსობრივი შეფასება პროგრამული მონიტორინგის დროს და თვლადი ინდიკატორები და განახლებული სტრატეგიის მიხედვით ფონდის საერთაშორისო ურთიერთობები და
პერსპექტივები: ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის ჩარჩო პროგრამაში ,,ჰორიზონტი 2020“ საქართველოს მეცნიერთა მონაწილეობის ხელშეწყობა. მეცნიერებს შესაძლებლობა ჰქონდათ მათთვის საინტერესო სამუშაო ჯგუფში ემუშავათ და გამოეხატათ მოსაზრებები.
კონფერენციაზე ასევე, ფონდის ერთეულების ხელმძღვანელებმა წარადგინეს პრეზენტაციები ფონდის 2018 წლის გეგმებსა და სამომავლო პერსპექტივებზე.

კონფერენციის მონაწილეებს სიტყვით მიმართა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა, რომლის თქმით, მისასალმებელია ის საჯაროობა და გამჭვირვალობა, რომლის პირობებშიც სამეცნიერო ფონდი წარმართავს მუშაობას. მისივე თქმით, მსოფლიო სამეცნიერო საზოგადოება ერთი დიდი ოჯახია და საქართველოს ამ ოჯახის ღირსეული, სრულფასოვანი წევრობის ყველა რესურსი აქვს. ამისათვის რუსთაველის ფონდი ძალისხმევას არ იშურებს და მიზნის მისაღწევად, სამინისტრო ფონდს სრულ მხარდაჭერას უცხადებს.
კონფერენცია გაგრძელდება მთელი დღის მანძილზე და დღის ბოლოს, შემაჯამებელ სესიაზე, მოწვეულ სტუმრებთან (საქართველოში აკრედიტებული უნივერსიტეტების რექტორები, პრორექტორები, სამეცნიერო დეპარტამენტებისა და კვლევითი ინსტიტუტების ხელმძღვანელები, საერთაშორისო სამეცნიერო სააგენტოებისა და პროგრამების ეროვნული საკონტაქტო პირები და მეცნიერების განვითარების საკითხებით დაინტერესებული სამიზნე ჯგუფები, საქართველოს სამეცნიერო საზოგადოება) გაიმართა დისკუსია.
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!
რუბრიკის სხვა სიახლეები
მისაღებია თუ არა თქვენთვის მამუკა ბახტაძის კანდიდატურა პრემიერ-მინისტრის პოსტზე?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
მისაღებია თუ არა თქვენთვის მამუკა ბახტაძის კანდიდატურა პრემიერ-მინისტრის პოსტზე?
დღის კითხვადი სტატიები