რა სარგებელს მიიღებთ, თუ ხელფასის აღებისთანავე საწვავის მთელი თვის მარაგს შეიძენთ? - კვირის პალიტრა

რა სარგებელს მიიღებთ, თუ ხელფასის აღებისთანავე საწვავის მთელი თვის მარაგს შეიძენთ?

ავტომფლობელების ყოველდღიური ხარჯების დიდი ნაწილი საწვავზე მოდის.

ადამიანები ყოველგვარი საშუალებით ცდილობენ ხარჯის შემცირებას, თუმცა მუდმივი საცობები, გაფუჭებული გზები, დაბალი ხარისხის პროდუქტი საწვავის გაზრდილ ხარჯვას განაპირობებს.

ავტომფლობელების ნაწილი მცირე რაოდენობით და შესაბამისად, ხშირად ასხამს ხოლმე საწვავს, თითქოს ასე ხარჯი მცირდება. თუმცა ეს რეალურად სარგებლის მომტანი არაა.

საქართველოში მოქმედი ნავთობკომპანიები ბოლო პერიოდში მომხმარებლებს ფასდაკლების ბარათებს სთავაზობენ. მსგავსი ბარათებისგან აღსანიშნავია "ფრეგოს" ფასდაკლების ბარათი "პერსონალი", რომლის საშუალებითაც მაღალი ხარისხის საწვავის ყველაზე მისაღებ ფასად ჩასხმას შეძლებთ.

ბარათი "ფრეგო პერსონალი" წინასწარი შეძენის ბარათია. თუ თქვენ შემოსავალს

თვის განმავლობაში ერთჯერადად იღებთ, მაშინ ის ნამდვილად თქვენთვისაა. ხელფასის აღებისთანავე შეიძენთ ერთი თვის სამყოფ საწვავს და მთელი თვე მშვიდად იქნებით.

ბარათით საწვავის შეძენის შემთხვევაში თქვენ ტაბლოს ფასზე 5 თეთრით უფრო იაფად ყიდულობთ: პრემიუმს, ევრო რეგულარს, დიზელ FS-სა და ევრო დიზელს. სხვა კომპანიებთან შედარებით, "ფრეგოში" ნებისმიერ საწვავზე ისედაც 10 თეთრით ნაკლები ფასები დაგხვდებათ. ამას პლუს, 5-თეთრიანი ფასდაკლება და თქვენ ნამდვილად ყველაზე ხელსაყრელ ფასად შეძლებთ საწვავის შეძენას.

ბარათი "ფრეგო პერსონალის" საშუალებით თქვენ გაძვირებულ საწვავს გაძვირებამდე არსებულ ფასად ასხამთ. საქართველოში ბოლო პერიოდში საწვავი მუდმივად ძვირდება. მაგალითად, გასულ თვეს გაძვირება სამჯერ მოხდა. ამიტომ თქვენ გარანტირებული ფასი გაქვთ საწვავის გარკვეულ რაოდენობაზე, რომელსაც წინასწარი შეძენის ბარათის საშუალებით შეიძენთ.

წინასწარი შეძენის ბარათით თქვენ 100 ან მეტი ლიტრი საწვავის ყიდვა შეგიძლიათ.

100 ლიტრზე ნაკლები საწვავის შეძენის შემთხვევაში მომხმარებელს ეძლევა -3 თეთრიანი ფასდაკლება ტაბლოზე მითითებულ ფასთან შედარებით.

ბარათის აღება ხდება "ფრეგოს" სათავო ოფისში, სადაც ხდება თქვენი რეგისტრაცია სისტემაში. შედეგად, თქვენ გექნებათ პირადი ანგარიში, რომლის ელექტრონული სამართავი პანელითაც თავად ონლაინ შეიძენთ სასურველი რაოდენობის ლიტრაჟობას და მას გამოიყენებთ მაშინ, როცა გინდათ.

ბარათი მხოლოდ ფიზიკურ პირებზეა გათვლილი. იურიდიული პირები "ფრეგოში" სხვა სახის ფასდაკლებით სარგებლობენ.

გარდა იმ კომფორტისა, რომელსაც ბარათი "ფრეგო პერსონალი" ჰქვია, "ფრეგო" ტრადიციულად გთავაზობთ ხარისხიან საწვავს, ჩასხმის სიზუსტეს და ყოველთვის განსხვავებულ ფასს.

თუ თქვენს ხელფასამდე 10 დღეა დარჩენილი და საწვავისთვის ფული აღარ გაქვთ, ალბათ ნანობთ, რომ ბარათი "პერსონალის" საშუალებით მთელი თვის სამყოფი საწვავი წინასწარ არ შეიძინეთ. "ფრეგოს" ერთგული მომხმარებლები მუდმივად გამორჩეული პირობებით სარგებლობენ.

®