საუკეთესო საახალწლო საჩუქარი - ღვინის დიდი ენციკლოპედიის ორივე ტომი 50 ლარად - კვირის პალიტრა

საუკეთესო საახალწლო საჩუქარი - ღვინის დიდი ენციკლოპედიის ორივე ტომი 50 ლარად

"ღვინის დიდი ენციკლოპედია" არის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პროექტი,რომელიც ღვინის საქვეყნო პოპულარიზაციას უწყობს ხელს. ეს წიგნი მრავალათასიანი ტირაჟით "პალიტრა L-მა პირველად 2016 წელს გამოსცა და 2017 წლის სექტემბერში მისი ტირაჟი გაიმეორა. ამჯერად კი მკითხველთა თხოვნით " ღვინის დიდი ენციკლოპედიის" კიდევ ერთი ტირაჟი 2 ტომად გამოიცა.

გამომდინარე იქიდან, რომ წიგნის მიმართ ინტერესი ჯერ ისევ დიდია, პალიტრა L- მა გადაწყვიტა საახალწლოდ გაახაროს თავისი მკითხველი და მხოლოდ 4 დღის განმავლობაში 27- დან 30 დეკემბრის ჩათვლით, "ღვინის დიდი ენციკლოპედიის" ორივე

ტომი 50 ლარად შესთავაზოს მომხმარებელს.

ნათია მეტრეველი, პალიტრა L-ის მარკეტინგის სამსახურის ხელძღვანელი: "ამ აქციით გვინდა მკითხველს და ზოგადად ღვინის მოყვარულებს უნიკალური შესაძლებლობა მივცეთ, საახალწლოდ გაახარონ როგორც თავიანთი თავი, ასევე ახლობელი ადამიანები. "ღვინის დიდი ენციკლოპედია" ნამდვილად კარგი საჩუქარია ამ სფეროთი დაინტერესებული პირებისთვის.

წიგნი შინაარსის მიხედვით, პირობითად 2 მთავარ ნაწილად შეიძლება დავყოთ. პირველ ნაწილში ვაზის, ღვინის შენახვისა და დეგუსტაციის შესახებ არის ინფორმაცია. მეორე ნაწილში კი წარმოდგენილია ღვინის მწარმოებელი ქვეყნები, რომელთაც მსოფლიო ბაზარზე მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავთ. ამ ქვეყნებს შორის არის საქართველოც. ამიტომ ბუნებრივია, ჩვენს ქვეყანას, როგორც ღვინისა და ვაზის აკვანს განსაკუთრებული ადგილი უკავია ამ გამოცემაში. გარდა ამისა, ენციკლოპედიაში შესალებელია მკითხველი გაეცნოს მსოფლიო მეღვინეობის ყველა რეგიონს, ლეგენდარულ ღვინოებს. შეიტყოს მსოფლიოში წარმოებული ღვინოების მრავალფეროვნების შესახებ და ა.შ. ასევე წიგნში მოცემულია არაერთი საცნობარო ჩანართი და უმდიდრესი საილუსტრაციო მასალა, ლექსიკონები, რაც მკითხველს უღვიძებს სურვილს გასინჯოს საუკეთესოდ აღიარებული ღვინოები და ამასთანავე დააგემოვნოს მისთვის ახალი, უცხო, უჩვეულო გემოს ღვინოები.

"ღვინის დიდი ენციკლოპედია" იტევს მეღვინეობის ქვეყნებისა და რეგიონების 38 რუკას, მსოფლიოს რეგიონებისა და ღვინოების 246 მონაცემთა სქემას, 600-ზე მეტ უნიკალურ ფოტოს და ღვინის მოსავლის წლების ცხრილებს. ასე რომ იგი საშუალებას აძლევს თავის მკითხველს გაეცნოს მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყნის, რეგიონის და კონტინენტის ღვინების ისტორიებს."

როგორც უკვე აღვნიშნეთ "ღვინის დიდი ენციკლოპედიის" ორივე ტომი 27- დან 30 დეკემბრის ჩათვლით ბიბლუსის კონკრეტულ ფილიალებში იქნება ხელმისაწვდომი. კერძოდ, თბილისში ბიბლუსის მაღაზიებში შემდეგ მისამართებზე: ჭავჭავაძის 7, კანდელაკის 7, ვაჟა- ფშაველას 47, ისთ ფოინთი, გუდვილი, თბილისი მოლი.

რეგიონები: თელავი: სააკაძის 4, ბათუმის გალერეა ბიბლუსი, ქუთაისი: ფალიაშვილი 31.

რაც შეეხება "ღვინის დიდი ენციკლოპედიის" მეორე ტომს, იგი ოფიციალურად 2 იანვარიდან გაზეთ "კვირის პალიტრასთან" ერთად გაიყიდება.