რუსუდან ჩაკვეტაძე: „რეგუსს“ უამრავი სერვისი აქვს, რაც მომსახურებას კიდევ უფრო კომფორტულს ხდის - კვირის პალიტრა

რუსუდან ჩაკვეტაძე: „რეგუსს“ უამრავი სერვისი აქვს, რაც მომსახურებას კიდევ უფრო კომფორტულს ხდის

რას სთავაზობს სერვის ოფისების პროვაიდერი საერთაშორისო კომპანია მომხმარებლებს?!

სერვის ოფისების პროვაიდერი, საერთაშორისო კომპანია "რეგუსი“ ცოტა ხნის წინ თბილისშიც გამოჩნდა. მისი მომსახურებით მსოფლიოს 120 ქვეყანაში ისეთი კომპანიები სარგებლობენ, როგორებიცაა Google, Microsoft, Linked In, Facebook, Amazon, Uber. სერვის ოფისი სასტუმროს ტიპის მომსახურებას გულისხმობს. "რეგუსის“ წარმომადგენლების თქმით, ადგილობრივ კომპანიების წარმომადგენლებსა და თბილისში მყოფ უცხოელ ბიზნეს ვიზიტორებს შესაძლებლობა აქვთ იქირაონ სრულად მოწყობილი ოფისები, ბიზნეს "ლაუნჯი“ და კაფე, შეხვედრების ოთახი, საერთო სამუშაო სივრცე, ვირტუალური ოფისი, ვიდეო-საკონფერენციო სივრცე.

რა პროდუქტებსა და სერვისებს სთავაზობს "რეგუსი“ მომხმარებელს და რატომ მიიჩნევენ თავად კომპანია უნიკალურად?! გვესაუბრება საქართველოში "რეგუსის“ წარმომადგენელი, რუსუდან ჩაკვეტაძე:

"ჩვენი გლობალური ქსელი ყოველწლიურად ფართოვდება. ნებისმიერი საქმიანი ადამიანისთვის საჭიროა იდეალური სამუშაო გარემო და ხელსაყრელი ადგილმდებარეობა, მოქნილი და მარტივი გადახდის პირობებით. "რეგუსი“ ზრუნავს, რათა მათი სამუშაო სივრცე, კიდევ უფრო, კომფორტული გახადოს, დროის დაკარგვის და საჭირო სერვისების დამატებითი ხარჯების გარეშე მისაღებად. უკვე 30 წელზე მეტია, რაც ჩვენ გვენდობიან მრავალმილიონიანი კორპორაციები, მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლები, დამოუკიდებელი კონსულტანტები, ჯამში, 2 000 000-ზე მეტი ლოიალური მომხმარებელი, მსოფლიოს მასშტაბით, როგორიცაა Google, Microsoft, Linked In, Facebook, Amazon, Uber და სხვა. ნდობა, გამოცდილება და მაღალი ხარისხის მომსახურება წლებმა მოიტანა. როდესაც დიდი კომპანიები გეგმავენ ახალი ბაზრების ათვისებას, კითხულობენ არის თუ არა "რეგუსი“ ამ ბაზარზე. ინვესტორებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანაში, სადაც შედიან "რეგუსი“ ოპერირებდეს, რადგან მათთვის უკვე ნაცნობია ჩვენი მომსახურების ხარისხი და სტანდარტი. როდესაც ისეთ ქვეყანაში გიწევს მუშაობა, რომელსაც არ იცნობ, "რეგუსის“ სერვისები განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და კომფორტულია.

- "რეგუსის“ სერვის ცენტრი უკვე თბილისშიც გაიხსნა...

- თბილისში "რეგუსის“ სერვის ცენტრი პრესტიჟული სასტუმროების, კაფეების, რესტორნების და მაღაზიების სიახლოვეს (გ. ლეონიძის #2) მდებარეობს, სადაც იდეალური გარემოა შექმნილი საქმიანი ადამიანებისთვის. ცენტრი სრულად აკმაყოფილებს სერვის ოფისის საჭიროებებს, და საუკეთესო გამოსავალია უცხოელი ბიზნეს ვიზიტორებისთვისაც, რომელთაც სურთ ქართულ ბაზარზე საქმიანობა, დამატებითი ადმინისტრაციული პროცედურების და ინვესტიციების გარეშე, ერთი მარტივი ფასით და გადახდის მოქნილი პირობებით. ეს არის ცენტრი, სადაც ბიზნეს კომპანიების წარმომადგენლები და საქმიანი ადამიანები ისარგებლებენ "რეგუსის“ საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი სერვისებით, რომელსაც ჩვენი კომპანია სთავაზობს მთელი მსოფლიოს მასშტაბით.

- რას სთავაზობს "რეგუსი“ მომხმარებლებს?

- სერვის ოფისი სასტუმროს ტიპის მომსახურებას გულისხმობს. მომხმარებლის განკარგულებაშია სრულად მოწყობილი ოფისები, ბიზნეს "ლაუნჯი“ და კაფე, შეხვედრების ოთახი, საერთო სამუშაო სივრცე, ვირტუალური ოფისი, ვიდეო-საკონფერენციო სივრცე. ყველაფერი ასე დაიწყო: კომპანიის დამფუძნებელი, ბიზნესმენი მარკ დიქსონი, მსოფლიოს გარშემო, თავისი საქმიანობიდან გამომდინარე, ბევრს მოგზაურობდა. ერთხელ, ბრიუსელში ყოფნისას ოფისი დასჭირდა. თუმცა, ვერ იპოვა ადგილი, რომელსაც დროებით დაიქირავებდა და სრული მომსახურებით ისარგებლებდა. სწორედ ამის შემდეგ, გადაწყვიტა შეეთავაზებინა მომხმარებლებისათვის ახალი მომსახურება - სერვის ოფისი. კომპანიას ან პიროვნებას შესაძლებლობა ჰქონოდა ექირავებინა ოფისი 1 საათით, დღით, თვით, წლით და ა.შ. ნებისმიერ ქვეყანაში. თავიდან ეს ყველაფერი უბრალოდ, ოფისების გაქირავებით დაიწყო. ახლა უკვე "რეგუსს“ უამრავი სერვისი აქვს, რაც მომსახურებას კიდევ უფრო კომფორტულს ხდის.

- დღეს როგორია სრულყოფილი სერვის ოფისი?

- დღეს, სერვის ოფისი არის სრულად მოწყობილი ოფისი ადმინისტრატორით, ტელეფონით, ინტერნეტით, შეხვედრების ოთახებით, ბიზნეს-ლაუნჯით, სამზარეულოთი. ყველა ეს მომსახურება კი შეგიძლიათ მიიღოთ ერთ ფასად. მით უფრო, ეს ყველაფერი ხელმისაწვდომია 3000-ზე მეტ ლოკაციაზე მსოფლიოში. ოფისის დაქირავება შესაძლებელია ნებისმიერი ვადით და გადახდის ყველაზე მოქნილი პირობებით. ასევე მნიშვნელოვანია, რომ ჩვენს კაფეში კლიენტებს შეუძლიათ შეუკვეთონ სენდვიჩები, ყავა, სხვადასხვა ტკბილეული, შოკოლადი. საქართველოში პოპულარულია ჩურჩხელა, რომელიც ძალიან უყვართ ჩვენს უცხოელ კლიენტებს. გარდა ამისა, ვაკეთებს "ფურშეტებს“ და "ლანჩ ბრეიქებს“.

თქვენი ძირითადი მომხმარებლები საქმიანი ადამიანები არიან, მათ შორის ისინიც, რომლებიც საკმაოდ ბევრს მოგზაურობენ. დაამეტებით, რას

- სთავაზობთ ასეთ მოგზაურ, საქმიან ადამიანებს?

- საქმიანი ადამიანების, რომლებიც ბევრს მოგზაურობენ მსოფლიოს გარშემო, განკარგულებაშია "რეგუსის“ საწევრო ბარათები - "ბიზნეს სამყარო“. ასეთი ბარათების მფლობელებს, ბიზნეს საქმიანობიდან გამომდინარე ხშირად უწევთ მოგზაურობა და ამ მოგზაურობის დროს არ ფიქრობენ, თუ რომელ სასტუმროში ან კაფეში მოიძიონ სწრაფი ინტერნეტი და მშვიდი სამუშაო გარემო, რადგან "რეგუსის“ ფილიალის პოვნა მარტივად, აპლიკაციის საშუალებით შეუძლიათ. რეგუსი, წვერებს სთავაზობს მსოფლიოს 120 ქვეყანაში, 3000-ზე მეტ კომფორტულ ბიზნეს "ლაუნჯს“, . გვაქვს სამი ტიპის ბარათი: "ლურჯი ბარათი“, "ოქროს ბარათი“ და "პლატინის ბარათი“. "ლურჯი ბარათის“ მისაღებად აუცილებელია საკუთარი ანგარიშის შექმნა "რეგუსის“ ვებგვერდზე ან მისი აპლიკაციის გადმოწერა "სმარტფონში“. სერვისი უფასო და მარტივად მოსახმარია. ეს მომხმარებელს შესაძლებლობას მისცემს გახდეს "რეგუსის“ საზოგადოების წევრი, ისარგებლოს 10% ფასდაკლებით სერვისებზე, პირველმა მიიღოს ინფორმაცია სიახლეებზე, ქონდეს შეხვედრების ოთახების ან დღიური ოფისების დაჯავშნის შესაძლებლობა სასურველ ქალაქსა და მისამართზე. "ოქროს ბარათის“ მფლობელებს გააჩნიათ წვდომა "რეგუსის“ 3000 ბიზნეს ცენტრზე, სადაც მათ დახვდებათ ინტერნეტი, უფასო ყავა და ჩაი, პრინტერის და ქსეროქსის გამოყენების საშუალება და მრავალი სხვა მომსახურება. ეს ჩვენი სერვისების არასრული ჩამონათვალია. მნიშვნელოვანია, რომ "რეგუსის“ ბიზნეს საზოგადოების წევრობა მოსახერხებელი და პრესტიჟულია,

- რით განსხვავდება მათგან "პლატინა ბარათი“?

- პლატინა ბარათის მფლობელები ყველა ქვეყანაში სარგებლობენ პერსონალური ოფისით, ულიმიტოდ. მათ შეუძლიათ თავისთან მიიწვიონ სტუმრები და აქვთ უფასო წვდომა "რეგუსის“ შეხვედრების ოთახებზე 3000-ივე ბიზნეს ცენტრში. პლატინის ბარათი საშუალებას აძლევს მის მფლობელს, რომ ჰქონდეს საკუთარი ოფისი მსოფლიოს ყველაზე პრესტიჟულ ბიზნეს ცენტრებში - "უოლსტრიტი“, "მედისონ ავენიუ“, "ბროდვეი“, "პარკ ავენიუ“ (ნიუ იორკი), "ლონდონ მონიუმენთ“ (ლონდონი), "დაუნთაუნი დუბაი“ (დუბაი), "სუნტექ თაუერ“ (სინგაპური), "ტაბიძე 1“ (თბილისი). "რეგუსის“ "პლატინის ბარათის“ მფლობელს ნებისმიერ ქვეყანაში აქვს ინდივიდუალური ოფისი, შეხვედრების ოთახი და თანამშრომელი ადმინისტრაციული საკითხების სწრაფად და ეფექტიანად მოსაგვარებლად.

- რამდენად გამარტივდა "რეგუსის“ დახმარებით უცხოელებისათვის ოფისის ძიების პროცედურები?

- მათი ძირითადი მოთხოვნაა - მაღალი კლასის ბიზნეს ცენტრი, უსაფრთხო, მაღალი ხარისხის ინტერნეტით და იოლად მისადგომი ადგილმდებარეობით, რომელიც უნდა აკმაყოფილებდეს ოფისისთვის საჭირო სტანდარტებს. მარტივ, ერთგვერდიან ხელშეკრულებაზე ხელმოწერით თქვენ იღებთ "რეგუსის“ ოფისში ფართს იმდენი ხნით, რამდენითაც გესაჭიროებათ. შესაბამისად, საგრძნობლად გამარტივებულია ოფისის მოძიების პროცედურები.

- თქვენი ერთ-ერთი სერვისია ვირტუალური ოფისი...

- ვირტუალური ოფისი - ეს არის ორგანიზაციის ვირტუალური წარმომადგენლობა ქვეყანაში. თუმცა ეს მცნება ჩვენ კიდევ უფრო გავაფართოვეთ და ჩვენს კლიენტებს მივეცით საშუალება სხვადასხვა ქვეყანაში იქონიონ ბიზნეს და იურიდიული მისამართი, საფოსტო ინდექსი, დაარეგისტრირონ ახალი კომპანია გამოიყენონ ბიზნეს "ლაუნჯი“ და შეხვედრების ოთახები. თუ გაქვთ ვირტუალური ოფისი საქართველოში, თქვენ გადმოგეცემათ გოლდ ბარათი და გექნებათ წვდომა "რეგუსის“ 3000-ზე მეტ ბიზნეს "ლაუნჯზე“ მსოფლიოს მასშტაბით.

- რა სახის შეხვედრების დაგეგმვა შეიძლება "რეგუსის“ ბიზნეს ცენტრში, შეხვედრების ოთახებში?

- შეხვედრების ოთახები სხვადასხვა კატეგორიისა - უბრალოდ 2-3 ადამიანისათვის ან ფართო აუდიტორიისათვის, რომელთა ქირაობაც შესაძლებელია საათობრივადაც. აღნიშნული ოთახების დაქირავება ნებისმიერ ქვეყანაშია შესაძლებელია, მათ შორის საქართველოში და ამ მომსახურების მიღება შესაძლებელია მარტივად - "რეგუსის“ აპლიკაციის მეშვეობით.

- საქართველოს სხვა რეგიონში თუ იგეგმება რეგუსის ბიზნეს ცენტრის გახსნა, მაგალითად ბათუმში?

- საქართველოში სერვის ოფისებზე მოთხოვნა მზარდია. მარტის ბოლოს, ახალი ბიზნეს ცენტრი გაიხსნება თბილისში, ვაჟა-ფშაველას გამზირზე. იგეგმება, რომ 2020 წლის ბოლომდე თბილისში დამატებით გაიხსნას სხვადასხვა კლასის და ფასის მინიმუმ 5 ბიზნეს ცენტრი. ასევე დაგეგმილია ექსპანსია რეგიონებში - ქუთაისში, რუსთავში, ბათუმში. განსაკუთრებული მოთხოვნაა ჩვენს მომსახურებაზე ქუთაისში. 2020 წლის ბოლომდე "რეგუსი“ გეგმავს გახსნას 12 ცენტრი საქართველოს მასშტაბით.

R