წელს საშობაო ბაზრობებზე საახალწლო ნაძვის ხეების გვერდით დამწვარ ნაძვის ხეებსაც იხილავთ - კვირის პალიტრა

წელს საშობაო ბაზრობებზე საახალწლო ნაძვის ხეების გვერდით დამწვარ ნაძვის ხეებსაც იხილავთ

23 დეკემბრიან 31 დეკემბრის ჩათვლით სპორტის სასახლესთან, "თბილისი მოლში", "ისთ ფოინთში", "გალერია თბილისსა" და "ჰოუმ არტში" ბორჯომიდან ჩამოტანილი დამწვარი ნაძვის ხეები იქნება გამოფენილი. ეს გახლავთ კრეატიული სააგენტო "ლივინგსტონის" და "თრიფექსის" სოციალური აქცია, რომელიც ბორჯომის დამწვარი ტყეპარკის აღდგენის მიზანს ატარებს. სტიქია, რომელიც ამ ზაფხულს ქართულ ტყეებს დაატყდა თავს და 1000-მდე ჰექტარი გაანადგურა, თითქოს ყველამ უკვე დაივიწყა. პრობლემამ აქტუალურობა დაკარგა, თუმცა მის მოსაგვარებლად საზოგადოების ჩართვა კვლავ მნიშვნელოვანია.

დროა, ბუნების გადასარჩენად კიდევ ერთი საახალწლო ტრადიცია დავნერგოთ - ამ ახალ წელს ლამაზი ნაძვის სახლში დადგმასთან ერთად, ერთი ნამდვილი ხეც დავრგოთ იქ, სადაც ყველაზე მეტად გვჭირდება!

ამპანიის ფარგლებში შეიქმნა სპეციალური ვებ საიტი - borjomistvis.ge, სადაინაც ხეების დარგვა მარტივად არის შესაძლებელი - მაუსის ორი დაწკაპუნებით შესაძლებელია დარგო ნაძვის ხე ბორჯომის ხეობაში და აჩუქო ის მეგობარს, ოჯახს ან საკუთარ თავს.

გარდა ამისა, უკვე კომპანიებსაც შეუძლიათ ჩაერთოდ აქციაში. borjomistvis.ge/business-ზე შეგიძლიათ თქვენი ორგანიზაციისა და თანამშრომლების სახელზე ნებისმიერი რაოდენობის ხე დარგოთ!

ასევე, კამპანიის ფარგლებში "ინფლუენსერებს" და დიდი კომპანიის მარკეტერებს დაეგზავნათ ყველაზე დამაფიქრებელი საახალწლო საჩუქარი - ბორჯომის დამწვარი მორებისგან დამზადებული ნაძვის ხეები. ამ საჩუქარმაც დიდი გამოხმაურება ჰპოვა სოციალურ ქსელში:

იხ. სქრინები:

ამ ეტაპისთვის აქციის ფარგლებში 500-მდე ხე უკვე დაირგა ბორჯომის ხეობაში. ეს რათქმაუნდა ზღვაში წვეთია, რადგან როგორც ექსპერტები ამბობე, ხანძრისგან მიყიენებული ზიანის გამოსწორებას 2 მილიონამდე ხის რაგვა სჭირდება.

შემოგვიერთდით! აქციეთ ნამწვის ხე ნაძვის ხედ და ჩართეთ თქვენი ბრენდი ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანეს საქმეში.

მრავალ ახალ ხეს!

#მრავალახალხეს

(R)