"ბიბლუსი" დეკემბრის ყველაზე კარგად გაყიდვადი წიგნების ათეულს აქვეყნებს - კვირის პალიტრა

"ბიბლუსი" დეკემბრის ყველაზე კარგად გაყიდვადი წიგნების ათეულს აქვეყნებს

ტოპათეულში ის წიგნები მოხვდა, რომლებიც 1-ლი დეკემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით ყველაზე მეტი გაიყიდა "ბიბლუსის" 57 ფილიალში

საქართველოში ყველაზე დიდი წიგნის მაღაზიათა ქსელი "ბიბლუსი" დეკემბრის ყველაზე მოთხოვნადი წიგნების ათეულს აქვეყნებს. ტოპათეულში ის წიგნები მოხვდა, რომლებიც პირველი დეკემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით ყველაზე მეტი გაიყიდა "ბიბლუსის" 57 ფილიალში. "ბიბლუსში" აცხადებენ, რომ რეიტინგებში არ იყო გათვალისწინებული ლიტერატურა, რომელიც დეკემბერში აქციის ფარგლებში გაიყიდა, რაც წიგნებზე ფასდაკლებას გულისხმობს.

აღსანიშნავია, რომ რეიტინგების ტოპსამეულში ამჯერად ორი უცხოელი და ერთი ქართველი მწერლის ნაწარმოები მოხვდა. ათეულის საპატიო პირველი ადგილი დაიკავა დებიუტანტი ქართველი მწერლის, თათული ღვინიანიძის რომანმა "აღიარება ხელისგულზე", რომელმაც რამდენიმე თვის წინ გაიმარჯვა სახალხო კონკურსში "გახდი ბესტსელერის ავტორი"" და მკითხველის დიდი მოწონებაც დაიმსახურა.

მეორე ადგილზეა მსოფლიოში აღიარებული თურქი მწერლის, ელიფ შაფაქის ცნობილი რომანი "სიყვარულის 40 წესი". უკვე რამდენიმე თვეა, ეს წიგნი ყველაზე გაყიდვად სამეულში ხვდება.

მესამე ადგილი კი ყველასთვის საყვარელმა გერმანელმა მწერალმა, ერიხ მარია რემარკმა დაიკავა წიგნით "ნასესხები სიცოცხლე".

რაც შეეხება საბავშვო ლიტერატურას, ტოპათეულში დიდი წილი კვლავ შემეცნებით წიგნებსა და ზღაპრებზე მოდის.

"ბიბლუსი" ყოველთვიურად შემოგთავაზებთ გამორჩეული ლიტერატურის ტოპათეულს.

მხატვრული ლიტერატურა

1. თათული ღვინიანიძის "აღიარება ხელისგულზე"

2. ელიფ შაფაქის "სიყვარულის 40 წესი"

3. ერიხ მარია რემარკის "ნასესხები სიცოცხლე"

4. ელიფ შაფაქის "ევას სამი ქალიშვილი"

5. ჰარპერ ლის "ნუ მოკლავ ჯაფარას"

6. დათო ტურაშვილის "ჯინსების თაობა"

7. ჯოან როულინგის "ჰარი პოტერი და დაწყევლილი ბავშვი"

8. ზოი საგის "ონლაინგოგო - პერსონალური გამოფენა"

9. ჯოან როულინგის "ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვა"

10. ელიფ შაფაქის "ღირსება"

საბავშვო წიგნები

1. საიდუმლო წიგნაკი გოგონებისათვის

2. ჩემი პირველი კითხვების და პასუხების წიგნი

3. ჯეფ კინის "წრიპა ბიჭის დღიური"

4. ჯეფ კინის "წრიპა ბიჭის დღიური 4

- მკვდარი სეზონი"

5. საშობაო ზღაპრების ყუთი

6. საიდუმლო წიგნაკი ბიჭებისათვის

7. საშობაო ამბავი

8. პირველი ენციკლოპედია მოსწავლისათვის

9. ახალი წლის ლექსები

10. ჩემი პირველი სიტყვები - ცხოველები

რუსუდან შელია