ვირტუალური ოფისი - "რეგუსის“ ინვოაციური შეთავაზება მომხმარებელს
30-01-2018
ვირტუალური ოფისი - "რეგუსის“ ინვოაციური შეთავაზება მომხმარებელს
საწევრო ბარათები - "ბიზნეს სამყარო“ 3000 ფილიალის გამოყენების შესაძლებლობას იძლევა

ვირტუალური ოფისი - სივრცე, რომელიც საქმიან ადამიანებს აძლევს შესაძლებლობას მიწვდეს და ეკონტაქტოს პარტნიორებს რეალური ფართის არსებობის გარეშე. რეალურად კი მას გააჩნია ბიზნეს მისამართი, ოფის მენეჯერი მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში, სადაც კი სერვის ოფისების პროვაიდერი კომაპნიის“ რეგუსის“ ბიზნეს ცენტრები ფუქნციონირებს. "რეგუსი“ უკვე საქართველოშია, და მომხმარებელს სხვა მომსახურებასთან ერთად ინოვაციურ პროდუქტს - ვირტუალურ ოფ
ისს სთავაზობს.


რატომ უნდა ავირჩიოთ ვირტუალური ოფისი? პასუხის ერთია - ის ინოვაციურია და ხელმისაწვდომი. როგორც "რეგუსში“ განმარტავენ მასზე მოთხოვნის გაზრდა და სიმარტივეს, სწორედ მისი ინოვაციურობა განაპირობებს. ვირტუალური ოფისის სერვისი მოიცავს კომბინირებულ მომსახურების პაკეტს. მუდმივად უზრუნველყოფს ოფისში შემოსული ზარებისა და ელექტრონული ფოსტის მონიტორინგს. მომხმარებელს აქავს წვდომა ტანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილ შეხვედრების ოთახზე, ინტერნეტზე, რეგუსის ბიზნეს ლაუნჯებზე და
სხვა.

"ვირტუალური ოფისი - ეს არის ორგანიზაციის ვირტუალური წარმომადგენლობა ქვეყანაში. თუმცა ეს მცნება ჩვენ კიდევ უფრო გავაფართოვეთ და ჩვენს კლიენტებს მივეცით საშუალება სხვადასხვა ქვეყანაში იქონიონ ბიზნეს და იურიდიული მისამართი, საფოსტო ინდექსი, დაარეგისტრირონ ახალი კომპანია გამოიყენონ ბიზნეს ლაუნჯი და შეხვედრების ოთახები. თუ გაქვთ ვირტუალური ოფისი საქართველოში ან ნებისმერ სხვა ქვეყანაში, თქვენ გადმოგეცემათ გოლდ ბარათი და გექნებათ წვდომა რეგუსის 3000-ზე მეტ ბიზნეს ლაუნჯზე მსოფლიოს მასშტაბით,“ - აღნიშნავს "რეგუსის“ წარმომადგენელი საქართველოში, რუსუდან ჩაკვეტაძე.

საქმიანი ადამიანები, რომლებიც ბევრს მოგზაურობენ მსოფლიოს გარშემო მათ განკარგულებაშია "რეგუსის“ საწევრო ბარათები "ბიზნეს სამყარო“. კომპანია მათ "ბიზნეს სამყაროში“ მოგზაურობას, კიდევ უფრო, უმარტივებს და მსოფლიოს მასშტაბით 3000 ფილიალის გამოყენების შესაძლებლობას აძლევს.

"ჩვენი გლობალური ქსელი ყოველწლიურად ფართოვდება. ნებისმიერი საქმიანი ადამიანისთვის საჭიროა იდეალური გარემო და ხელსაყრელი ადგილმდებარეობა, მოქნილი და მარტივი გადახდის პირობებით. "რეგუსი“ ზრუნავს, რათა მათი სამუშაო სივრცე, კიდევ უფრო, კომფორტული გახადოს, დროის დაკარგვის და საჭირო სერვისების დამატებითი ხარჯების გარეშე მისაღებად. ბარათების მფლობელებს, ბიზნეს საქმიანობიდან გამომდინარე ხშირად უწევთ მოგზაურობა და ამ მოგზაურობის დროს არ ფიქრობენ, თუ რომელ სასტუმროში ან კაფეში მოიძიონ სწრაფი ინტერნეტი და მშვიდი სამუშაო გარემო, რადგან რეგუსის ფილიალის პოვნა მარტივად, აპლიკაციის საშალებით შეუძლიათ. რეგუსი, წვერებს სთავაზობს მსოფლიოს 120 ქვეყანაში, 3000-ზე მეტ კომფორტულ ბიზნეს ლაუნჯს,“ - აცხადებს კომპანია "რეგუსის“ წარმომადგენელი საქართველოში, რუსუდან ჩაკვეტაძე.

როგორც კომპანიაში განმარტავენ, არსებობს სამი ტიპის ბარათი: ლურჯი ბარათი, ოქროს ბარათი და პლატინის ბარათი.

ლურჯი ბარათის
მისაღებად საკმარისია საკუთარი ანგარიშის შექმნა რეგუსის ვებსაიტზე www.regus.ge ან რეგუსის აპლიკაციის გადმოწერა სმარტფონში https://www.regus.com/regusapp , რაც უფასო და მარტივად მოსახმარია. ეს შესაძლებლობას იძლევა, მომხმარებელი გახდეს რეგუსის საზოგადოების წევრი, ისარგებლოს 10% ფასდაკლებით სერვისებზე, პირველმა მიიღოს ინფორმაცია სიახლეებზე, იქონიოს შეხვედრების ოთახების ან დღიური ოფისების დაჯავშნის შესაძლებლობა სასურველ ქალაქსა და მისამართზე.

"ოქროს ბარათის“
არსებობის შემთხვევაში მფლობელს გააჩნია წვდომა მსოფლიოს 3000-ივე წერტილში არსებულ ბიზნეს ლაუნჯთან. მომსახურებაში შედის ინტერნეტი,ყავა-ჩაი, პრინტერისა და ქსეროქსის გამოყენების საშუალება და მრავალი სხვა მომსახურება

"პლატინა ბარათის“-
მფლობელები ყველა ქვეყანაში სარგებლობენ პერსონალური/ინდივიდუალური ოფისით. მათ შეუძლიათ მიიწვიონ სტუმრები და აქვთ უფასო წვდომა შეხვედრების ოთახებზე.

და მაინც, რით განსხვავდება მათგან პლატინა ბარათი, კომპანიის წარმომადგენელი განმარტავს:
"პლატინა ბარათის მფლობელები ყველა ქვეყანაში სარგებლობენ პერსონალური ოფისით, ულიმიტოდ. მათ შეუძლიათ თავისთან მიიწვიონ სტუმრები და აქვთ უფასო წვდმა რეგუსის შეხვედრების ოთახებზე 3000 ბიზნეს ცენტრში. პლატინის ბარათი საშუალებას აძლევს მის მფლობელს რომ ჰქონდეს საკუთარი ოფისი მსოფლიოს ყველაზე პრესტიჟულ ბიზნეს ცენტრებში - უოლსტრიტი, მედისონ ავენუე, ბროდვეი, პარკ ავენუე ნიუ იორკში, "ლონდონ მონიუმენთ“ ლონდონში, "დაუნთაუნი დუბაი“ დუბაიში, "სუნტექ თაუერ“ სინგაპურში, "ტაბიძე 1“ თბილისში.( სრული ჩამონათვალი იხილეთ ვებსაიტზე.) რეგუსის "პლატინის ბარათის“ მფლობელს ნებისმიერ ქვეყანაში აქვს ინდივიდუალური ოფისი, შეხვედრების ოთახი და თანამშრომელი ადმინისტრაციული საკითხების სწრაფად და ეფექტიანად მოსაგვარებლად“.

სერვის ოფისების პროვაიდერი, საერთაშორისო კომპანია თბილისის ყველაზე პრესტიჟულ, აქტიურ და დინამიურ ნაწილში, თავისუფლების მოედანზე (მის: ლეონიძის ქუჩა #2, ბიზნეს ცენტრი “ტაბიძე 1“, მე-4 სართული) მდებაორებს და მომხმარებელს მოთხოვნებზე ორიენტირებულ, კომფორტულ და იდეალურ სამუშო გარემოს სთავაზობს.

"რეგუსი“ დაარსდა 1989 წელს ბრისუელში, ბელგიაში. მისი სათაო ოფისი მდებარეობს ლუქსემბურგში. კომპანიის ქსელი მოიცავს 3000-ზე მეტ ბიზნეს ცენტრს, რომლებიც 120 ქვეყნის 1000-მდე ქალაქშია განთავსებული. "რეგუსი“ წარმოდგენილია ლონდონის საფონდო ბირჟაზე. "რეგუსში“ ყველა ტიპის და ზომის ბიზნესის საჭიროებაა გათვალისწინებული. ახლადგარემონტებული და მოწყობილი A კლასის ოფისები, გადახდის მოქნილი და მარტივი პირობები, თანამედროვე და დაცული IT ინფრასტრუქტურა, შეხვედრების ოთახები, საერთო სამუშაო სივრცე, ადმინისტრაციის მომსახურება, წვდომა რეგუსის 3000 ფილიალზე მსოფლიოს მასშტაბით, ეს ის მნიშვნელოვანი სერვისებია, რაც მცირე, საშუალო და დიდი ბიზნესის წარმატებისთვის აუცილებელია.

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით