"ბიბლუსი" იანვრის თვის ყველაზე კარგად გაყიდვადი წიგნების ათეულს აქვეყნებს - კვირის პალიტრა

"ბიბლუსი" იანვრის თვის ყველაზე კარგად გაყიდვადი წიგნების ათეულს აქვეყნებს

"ბიბლუსი" ყოველთვიურად შემოგთავაზებთ ტოპათეულს მხატვრულ და საბავშვო ლიტერატურაში

საქართველოში ყველაზე დიდი წიგნის მაღაზიათა ქსელი "ბიბლუსი" მხატვრულ და საბავშვო ლიტერატურაში იანვრის თვის ყველაზე მოთხოვნადი წიგნების ათეულს აქვეყნებს. ტოპათეულში ის წიგნები მოხვდა, რომლებიც 1-ლი იანვრიდან 30 იანვრის ჩათვლით ყველაზე მეტი რაოდენობით გაიყიდა "ბიბლუსის" 57 ფილიალში.

აღსანიშნავია, რომ რეიტინგების ტოპსამეულში ამჯერად ორი უცხოელი, ხოლო ერთი ქართველი მწერლის ნაწარმოები შევიდა. ათეულის საპატიო პირველ ადგილს უკვე მეორე თვეა დებიუტანტი ქართველი მწერალი თათული ღვინიანიძე და მისი რომანი "აღიარება ხელისგულზე" იკავებს. ამ რომანმა რამდენიმე თვის წინ სახალხო კონკურსში "გახდი ბესტსელერის ავტორი" გაიმარჯვა და მკითხველის დიდი გამოხმაურება დაიმსახურა.

მეორე ადგილზე მსოფლიოში აღიარებული თურქი მწერალი ელიფ შაფაქი და მისი ცნობილი რომანი "სიყვარულის 40 წესი" გავიდა. უკვე რამდენიმე თვეა, რაც ეს წიგნი ყველაზე გაყიდვად სამეულში ხვდება. მესამე პოზიციაზეა ყველასთვის საყვარელი გერმანელი მწერალი ერიხ მარია რემარკი წიგნით "ნასესხები სიცოცხლე".

რაც შეეხება საბავშვო ლიტერატურას, ტოპათეულში დიდი წილი კვლავ შემეცნებით წიგნებზე მოდის.

ტოპ 10 მხატვრული ლიტერატურა

1. თათული ღვინიანიძის "აღიარება ხელისგულზე"

2. ელიფ შაფაქის "სიყვარულის 40 წესი"

3. ერიხ მარია რემარკის "ნასესხები სიცოცხლე"

4. ელიფ შაფაქის "ევას სამი ქალიშვილი"

5. ელიფ შაფაქის "ღირსება"

6. დათო ტურაშვილის "ჯინსების თაობა"

7. რ. ჯ. პალაციოს "საოცრება"

8. ჰარპერ ლის "ნუ მოკლავ ჯაფარას"

9. ჯოან როულინგის "ფილოსოფიური ქვა"

10. ჯოან როულინგის "ჰარი პოტერი და

დაწყევლილი ბავშვი"

ტოპ 10 საბავშვო წიგნი

1. ჩემი პირველი კითხვების და პასუხების წიგნი

2. ჯეფ კინის "წრიპა ბიჭის დღიური - მწარე სიმართლე"

3. საიდუმლო წიგნაკი გოგონებისთვის

4. პირველი ენციკლოპედია მოსწავლისათვის

5. ჯეფ კინის "წრიპა ბიჭის დღიური - მკვდარი სეზონი"

6. ჯეფ კინის "წრიპა ბიჭის დღიური - როდრიკი უბერავს"

7. ჯეფ კინის "წრიპა ბიჭის დღიური"

8. საბავშვო ენციკლოპედია

9. საყმაწვილო უნივერსალური ენციკლოპედია

10. ჩემი პირველი ბიბლია