ღვინო და პოეზია - AllWINE.GE ბიბლუსთან ერთად ღვინოსთან დაკავშირებულ საინტერესო ღონისძიებათა სერიას აგრძელებს - კვირის პალიტრა

ღვინო და პოეზია - AllWINE.GE ბიბლუსთან ერთად ღვინოსთან დაკავშირებულ საინტერესო ღონისძიებათა სერიას აგრძელებს

23 თებერვალს, ღვინის სადეგუსტაციო კუთხე, ონლაინ მაღაზია და მედია პორტალი allwine.ge, წიგნის მაღაზიათა ქსელ ბიბლუსთან ერთად, ღვინოსთან დაკავშირებულ საინტერესო ღონისძიებათა სერიას აგრძელებს: "ღვინო და ...".

ღონისძიებები "ბიბლუსი გალერეაში" გაიმართება. ამჯერად შეხვედრის თემა "ღვინო და პოეზიაა".

ღონისძიებას სახელწოდებით "ღვინო და პოეზია“ ქართველი მწერლები პაატა შამუგია და რატი ამაღლობელი გახსნიან. შეხვედრის მეორე ნაწილი სახალისო შეჯიბრს და ღვინის დეგუსტაციას დაეთმობა. იქნება მუსიკალური გაფორმებაც.

"ბიბლუსი გალერეაში" დაგეგმილი ივენთის კიდევ ერთი მასპინძელი, იტალიურ კაფე "Piatto"- სთან ერთად, ღვინის კომპანია - "Georgian Sun“-ია, რომელიც სტუმრებს ღვინით გაუმასპინძლდება.

დასწრება თავისუფალია, დეგუსტაცია კი ნებისმიერ მსურველს შეეძლება.

იხილეთ დამატებითი ინფორმაცია ღონისძიების შესახებ