მარტის თვეში სილქნეტის აბონენტები სპეციალური შეთავაზებით ისარგებლებენ - კვირის პალიტრა

მარტის თვეში სილქნეტის აბონენტები სპეციალური შეთავაზებით ისარგებლებენ

მსოფლიოში ცნობილი შემეცნებითი ჟურნალი, National Geographic სილქნეტის აბონენტებს სახლიდან გაუსვლელად, პულტის მეშვეობით შეუძლიათ გამოიწერონ. მათთვის იმოქმედებს სპეციალური ფასი 5 ლარი ( 7 ლარის ნაცვლად).

აღნიშნული თანხა სააბონენტო გადასახადს დაემატება ყოველთვიურად, ხოლო ის აბონენტები, ვინც მარტის თვეში გახდებიან ამ გამოცემის ხელმომწერები, საჩუქრად მიიღებენ გასული ნომრების 6 თვიან ბიბლიოთეკას.

ჟურნალის გამოწერა შესაძლებელია ორი გზით:

SilkTV-ის პულტით ტელემენიუში, აპლიკაციების განყოფილებაში, ჟურნალის გამოწერაზე დასტურით;

ცხელი ხაზის 2 100-100 მეშვეობით - ოპერატორის დახმარებით.

ჟურნალი National Geographic ქართულ ენაზე სილქნეტის ხელშეწყობით 5 წელია გამოიცემა და მოგვითხრობს მსოფლიოს ახალ აღმოჩენებზე, სამეცნიერო კვლევებზე, საბუნებისმეტყველო, ისტორიულ, სოციალ-ეკონომიკურ მეცნიერებებსა და ტექნოლოგიურ მიღწევებზე. ის საუკეთესო დამხმარეა ამ სფეროში მოღვაწე სპეციალისტებისთვის, ასევე მოზარდებისა და სტუდენტებისთვის.

R