"მაკულიტერატურა" დაბრუნდა!
"მაკულიტერატურა" დაბრუნდა!
ერიხ მარია რემარკის "აჩრდილები სამოთხეში" პირველად ქართულ ენაზე ითარგმნა და იცვლება მხოლოდ მაკულატურაზე

გრანდიოზული პროექტი "მაკუ­ლიტერა­ტურა" განსაკუთრებული შეთავაზებებით, ახალი წიგნებითა და სერიებით 15 მარტიდან ისევ ბრუნდება - მკითხველებს კიდევ ერთხელ გექნებათ შესაძლებლობა ძველი ჟურნალ-გაზეთები, რვეულები, წიგნები თუ უბრალოდ, სხვა არასაჭირო და უსარგებლო ქაღალდი "პალიტრა L"-ის მიერ გამოცემულ ყველასთვის ცნობილ და საყვარელ ათასამდე დასახელების წიგნში გადაცვალოთ.

გარდა იმისა, რომ "მაკულიტერატურა" საოჯახო ბიბლიოთეკის თანამედროვე­ თუ კლასიკური ლიტერატურით განახლებასა და გამდიდრებაში დაგეხმარებათ, პროექტი
გარემოს მიმართ ეკოდამოკიდებულებითაც გამოირჩევა.

გახსოვდეთ, ერთი ტონა მაკულატ­ურის გადამუშავება 17 ხეს გადაარჩენს, შედეგად, 26 კუბური მეტრი წყალი და 2,3 კვ/მ მიწა დაიზოგება.
უკვე ხუთი წელია, მწვანე საფრის გადარჩენა "პალიტრამედიის" ერთ-ერთ პრიორიტეტად გამოცხადდა და პროექტი "მაკულიტერატურა" სწორედ ამ მიზნით დაიწყო.
აღსანიშნავია, რომ გამომცემლობა­ "პალიტრა L"-ი მკითხველებს
კიდევ ერთ გრანდიოზულ აქციას სთავაზობს - ვინც "მაკულიტერატურაში" ჩაერთვება, შესაძლებლობა მიეცემა მაკულატურა ერიხ მარია რემარკის ახალ წიგნში გადაცვალოს.

კვირის პალი­ტრას" ­"პალიტრა L"-ის მარკეტინგის სამსახურის ხელმძღვანელი ნათია მეტრეველი­ ესაუბრა: -
"მაკულიტერატურა" "პალიტრა L"-ის პროექტია, რომელიც 2012 წლიდან მრავალ ოჯახს დაეხმარა პირადი ბიბლიოთეკების შექმნაში. გარდა იმისა, რომ "მაკულიტერატურა" საოჯახო ბიბლიოთეკის თანამედროვე თუ კლასიკური ლიტერატურით განახლებასა და გამდიდრებაში დაგეხმარებათ, პროექტი გარემოს მიმართ ეკოდამოკიდებულებითაც გამოირჩევა. ეს არის პროექტი, რომელიც ერთდროულად რამდენიმე მიმართულებით სასარგებლო საქმეს ემსახურება - შეგიძლიათ უსარგებლო ქაღალდი მაკულატურაში ჩააბაროთ, გადაარჩინოთ გარემო და განაახლოთ საკუთარი ბიბლიოთეკა.

მორიგი გრანდიოზული აქცია 15 მარტიდან დაიწყება და მკითხველებისთვის განსაკუთრებული შეთავაზებისთვის ვემზადებით. უკვე დიდი ხანია, რაც მკითხველები ერიხ მარია რემარკის ორი რომანის, "აჩრდილები სამოთხეში", რომელიც პირველად ითარგმნა ქართულად და "დაბრუნებას" ელოდებიან, ამიტომ გადავწყვიტეთ, სწორედ ეს ორი წიგნი წიგნის მაღაზიებში გასაყიდად არ შევიტანოთ და პირველი ტირაჟი მხოლოდ მაკულატურაში გავცვალოთ. მოგეხსენებათ, ერიხ მარია რემარკის ამ ორი წიგნის გამოცემის ექსკლუზიური უფლება სწორედ "პალიტრა L"-ს აქვს მოპოვებული. ორივე ნაწარმოები მართლაც ძალზე საინტერესო ისტორიას გვიამბობს, ასე რომ, მკითხველებს შესაძლებლობა აქვთ თითოეულ წიგნზე გარკვეული რაოდენობის მაკულატურა მოიტანონ და ერიხ მარია რემარკის ახალ წიგნებს გაეცნონ. კერძოდ, "აჩრდილები სამოთხეში" 25 კილოგრამ მაკულატურაზე იცვლება, "დაბრუნებას" კი 15 კილოგრამი მაკულატურის სანაცვლოდ მიიღებთ.

- ერიხ მარია რემარკის ორი რომანის გარდა, რამდენად მრავალფეროვანია იმ წიგნების ჩამონათვალი, რომლებიც მაკულატურაზე იცვლება?

- იმ წიგნების სია, რომლებიც მაკულატურაში გადაიცვლება, ისევ მრავალფეროვანია - ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეუძლია ჩამონათვალი ვებგვერდზე სრულად იხილოს - სიაში წარმოდგენილია უახლესი ლიტერატურა, გამომცემლობის ბესტსელერები და ყველაზე წარმატებული პროექტები. მაკულატურის ჩაბარების მინიმალური წონა 2 კილოგრამია.

წიგნების სრული სია ნახეთ

www.makuliteratura.ge

რუსუდან შელია
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!
გააკეთე კომენტარი

კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

რეგისტრაციისა და ავტორიზაციის გავლის შემდეგ აღარ მოგიწევთ დაცვის კოდისა და სხვა ინფორმაციის მითითება!

თქვენი კომენტარები გამოქვეყნდება ყოველდღე 11.00-დან 19.00 საათამდე, გამოგზავნიდან 30 წუთის განმავლობაში.

19.00 საათის შემდეგ მიღებული კომენტარები დაიდება მეორე დღეს.

P.S. ვრცელი კომენტარის გაკეთებისას ეცადეთ, ჩაეტიოთ 4 წუთში, ან დააკოპიროთ სხვა პროგრამაში აკრეფილი ტექსტი.

რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ აფასებთ საკანონმდებლო ინიციატივას, რომელიც ნებადართულს ხდის საქართველოში მარიხუანას წარმოებას ექსპორტზე გატანის მიზნით (ფარმაცევტული და კოსმეტიკური საშუალებებისათვის)?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ აფასებთ საკანონმდებლო ინიციატივას, რომელიც ნებადართულს ხდის საქართველოში მარიხუანას წარმოებას ექსპორტზე გატანის მიზნით (ფარმაცევტული და კოსმეტიკური საშუალებებისათვის)?
ბლოგერები
თვის კითხვადი სტატიები