"თეგეტა მოტორსი“ სატვირთო ავტომობილის მძღოლებს აქციას სთავაზობს - კვირის პალიტრა

"თეგეტა მოტორსი“ სატვირთო ავტომობილის მძღოლებს აქციას სთავაზობს

"თეგეტა მოტორსი“ სატვირთო ავტომობილის მძღოლებს აქციას სთავაზობს. როგორც "თეგეტა მოტორსიდან“ გვაცნობეს, მხოლოდ "თეგეტაში“ შეიძინეთ Howo-ს სატვირთო ავტომობილების სათადარიგო ნაწილები სპეციალურ ფასად. "თეგეტაში“ წარმოდგენილია Howo-ს სატვირთო ავტომობილების სათადარიგო ნაწილების ყველაზე დიდი არჩევანია. აქცია მოქმედებს 13 მარტიდან 31 მარტის ჩათვლით "თეგეტა მოტორსის“ ყველა ფილიალში მთელი საქართველოს მასშტაბით, ერთიანი გადახდის შემთხვევაში. სპეციალური ფასების აქციით შეუძლიათ ისარგებლონ როგორც საცალო, ასევე კორპორატიულმა მომხმარებლებმა.

"HOWO-ს სატვირთო ავტომობილების ავტოსერვისით შეგიძლიათ ისარგებლოთ "თეგეტას“ შემდეგ სერვის ცენტრებში: თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ, №5 და სამგორში, კახეთის გზატკეცილი №63; ასევე ქუთაისი - ნიკეას მე-9 ჩიხი №2; ფოთი - ლარნაკას ქ. №2 და ბათუმი - აეროპორტის გზატკეცილი №263 ბ (საბაჟო ტერმინალთან).

"თეგეტა მოტორსი“ 1995 წლიდან მოღვაწეობს ქართულ ბაზარზე და უკვე 23 წელია ავტოინდუსტრიაში მუდმივად ინარჩუნებს ლიდერის პოზიციას. კომპანია მსოფლიოში წამყვანი 300-მდე ბრენდის უმსხვილესი იმპორტიორია საქართველოში. "თეგეტა“ სერვის ცენტრებში მომხმარებელს შეუძლია შეიძინოს მსოფლიოში წამყვანი ბრენდების უმაღლესი ხარისხის პროდუქცია, როგორებიც გახლავთ: Bridgestone, Michelin, Varta, Shell, Motul, Hengst, ZF Parts, Lemforder, Sachs, Philips, Bosch, Febi, Federal Mogul და სხვა“, - აცხადებენ "თეგეტა მოტორსში“.