"სილქ როუდ ჯგუფისა" და "სილქნეტის" დამფუძნებელი გიორგი რამიშვილი ჯეოსელს დაბადების დღეს ულოცავს - კვირის პალიტრა

"სილქ როუდ ჯგუფისა" და "სილქნეტის" დამფუძნებელი გიორგი რამიშვილი ჯეოსელს დაბადების დღეს ულოცავს

"სილქ როუდ ჯგუფისა" და "სილქნეტის" დამფუძნებელი გიორგი რამიშვილი ჯეოსელს დაბადების დღეს ულოცავს.

"ჯეოსელი 21 წლისაა, ვულოცავ ამ გამორჩეულ გუნდს მნიშვნელოვან თარიღს. მოხარულები ვართ, რომ ის უკვე ჩვენი დიდი ჰოლდინგის ნაწილია. ეს პატივიცაა და დიდი პასუხისმგებლობაც.

სილქნეტს და ჯეოსელს ბევრი რამ აერთიანებს: ინოვაცია, მომხმარებელზე ორიენტრირებული სერვისები, კულტურულ მემკვიდრეობასა და განათლებაზე ზრუნვა ის ღირებულებებია, რომელსაც ორივე კომპანია იზიარებს. სულ მალე სილქნეტის და ჯეოსელის გაერთიანების პროცესი დასრულდება და დარწმუნებული ვარ, რომ განახლებული კომპანია მეტ სიკეთეს მოუტანს ქვეყანას და თითოეულ მომხმარებელს", - ნათქვამია გიორგი რამიშვილის მილოცვაში.

(R)