დაიწყე მუნდიალი სხვებზე ადრე
დაიწყე მუნდიალი სხვებზე ადრე
"პალიტრა L"-ის გზამკვლევი გელის!

მსოფლიოს საფეხბურთო ჩემპიონატი არასდროს ყოფილა ჩვენთან ასე ახლოს და არც ასე ადვილად ხელმისაწვდომი, თუმცა,­ თუ ფეხბურთი გიყვარს და არც ორიოდე ნაბიჯის გადადგმა გეზარება, რუსეთში გასამართ მუნდიალს სოჭში, მოსკოვში ან ნიჟნი-ნოვგოროდში ჩასვლის გარეშეც "დაესწრები", გნებავს - დაწყებამდე ორი თვით ადრეც!

ცნობილია, რომ წლევანდელი ტურნირის ბილეთები ყველაზე ძვირი იქნება მსოფლიო ჩემპიონატების ისტორიაში, მაგრამ ამაზე ტურნირის სტუმრებმა იდარდონ, შენ კი... შენ არც ბილეთებზე ნაღვლობ და არც რუსეთის ვიზაზე. არც
მხოლოდ ტელერეპორტაჟების იმედად ხარ. მერე რა, რომ მსოფლიო ჩემპიონატი 14 ივნისს აიღ­ებს სტარტს? ოთხწლეულის მთავარი საფეხბურთო ტურნირისკენ მიმავალი გზა შენთვის უკვე გახსნილია "პალიტრა L"-ის გზამკვლევის დახმარებით.

ჩვენს გამომცემლობას დიდი საფეხბურთო ტურნირები არასდროს რჩება ყურადღების მიღმა. ასეა ამჯერადაც: საგაზეთო­ ჯიხურებში, სუპერმარკეტებსა და წიგნის მაღაზიებში უკვე იყიდება
მუნდიალის გზამკვლევი და სტიკერების ალბომი. მყიდველისთვის 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონ­ატი­ სხვებზე ადრე დაიწყება!

სტიკერების საკოლექციო ალბომით დეტალ­ურად გაეცნობი ყველაფერს 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძელი სტადიონების, მონაწილე 32 ნაკრებისა და ფეხბურთელების შესახებ, ასევე მსოფლიო ჩემპიონატის ისტორიას, განვლილი მუნდიალების გამორჩეულ მოთამაშეებს, ნაკრებებს...

რაც მთავარია, ალბომის სრულად შევსებით 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის სტიკერების სა­უცხოო კოლექციის მფლობელიც გახდები.
ალბომის სრულად შესავსებად 276 სტიკერის შეგროვებაა საჭირო. მათი შეძენა­ შეგიძლიათ, ფაქტობრივად, ყველგან,­ სადაც პრესა იყიდება. ერთ პაკეტში, რომელიც 1 ლარი ღირს, სტიკერების 5 ბლოკია.­ ალბო­მში დანომრილია თითოეული სტიკერის ადგილი. დანომრილია სტიკერებიც და მათი ჩაკვრაც იოლია. ჰოდა, ჩააკარი და მუნდიალს მომზადებული დახვდი. შეავსე სტიკერების ალბომი სრულად და მიიღე საჩუქარი.

ყველას საჩუქრად გადაეცემა ჩანთა "პალიტრა L"-ისგან. ვინც სხვებზე სწრაფად შეავსებს სტიკერების ალბომს და პირველ ასეულში მოხვდება, მიიღებს ჩიპსი Fრიხხ-ის ნაკრებს, ხოლო პირველი ათეული - "ლელოს" ერთთვიან გამოწერას.

დაგიგროვდა რამდენიმე ერთნაირი სტიკერი? იქნებ, პირიქით - რომელიმე ვერ მოხვდა შენი კრებულის "ძირითად შემადგენლობაში"? გაუცვალე მეგობარს და სხვებზე სწრაფად შეავსე ალბომები. ასე არა მხოლოდ მუნდიალს, საუცხოო ბონუს-პრიზებსაც მიუახლოვდები.

ნუ დაელოდები ივნისს, დღეიდანვე შეგიძლია დაიწყო წლის მთავარი საფეხბურთო ზეიმისთვის მომზადება.

იცოდე, რომ "პალიტრა L"-ის გზამკვლევი ელის ფეხბურთის ყველა მოყვარულს!

რატი შელეგია
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!
გააკეთე კომენტარი

კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

რეგისტრაციისა და ავტორიზაციის გავლის შემდეგ აღარ მოგიწევთ დაცვის კოდისა და სხვა ინფორმაციის მითითება!

თქვენი კომენტარები გამოქვეყნდება ყოველდღე 11.00-დან 19.00 საათამდე, გამოგზავნიდან 30 წუთის განმავლობაში.

19.00 საათის შემდეგ მიღებული კომენტარები დაიდება მეორე დღეს.

P.S. ვრცელი კომენტარის გაკეთებისას ეცადეთ, ჩაეტიოთ 4 წუთში, ან დააკოპიროთ სხვა პროგრამაში აკრეფილი ტექსტი.

რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ აფასებთ საკანონმდებლო ინიციატივას, რომელიც ნებადართულს ხდის საქართველოში მარიხუანას წარმოებას ექსპორტზე გატანის მიზნით (ფარმაცევტული და კოსმეტიკური საშუალებებისათვის)?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ აფასებთ საკანონმდებლო ინიციატივას, რომელიც ნებადართულს ხდის საქართველოში მარიხუანას წარმოებას ექსპორტზე გატანის მიზნით (ფარმაცევტული და კოსმეტიკური საშუალებებისათვის)?
ბლოგერები
თვის კითხვადი სტატიები