Mome.ge - შეარჩიეთ ხელსაყრელი ონლაინ sesxebi - კვირის პალიტრა

Mome.ge - შეარჩიეთ ხელსაყრელი ონლაინ sesxebi

ცხოვრებაში, უამრავი სირთულის გადალახვა უწევს ადამიანს. მათ შორის, ერთ-ერთ ყველაზე აქტუალურ პრობლემას ფინანსური საკითხი წარმოადგენს. გეგმაზომიერად თუ არ მივუდგებით ჩვენს ბიუჯეტს და რაციონალურად არ განვკარგავთ ფულად რესურსებს, აუცილებლად აღმოვჩნდებით ფინანსური პრობლემების წინაშე, რომლის გადასალახადაც არაერთი უსიამოვნო მოქმედებისა, თუ პროცედურის გავლა მოგვიწევს. თუ ასეთ გაუთვალისწინებელ გარღვევას პირადი დანაზოგების ხარჯზე ვერ ვავსებთ, გვიხდება დამატებითი ფინანსების მოზიდვა. უმეტესწილად, ასეთ დროს, მივმართავთ საბანკო სერვისებს. მათი მომსახურება საკმაოდ დახვეწილი და მისაღებია მომხმარებელთათვის. თუმცა, ისიც ყველამ კარგად იცის, რომ თანხის მოთხოვნა-მიღების პროცესს რამდენიმე სამუშაო დღე სჭირდება, გამომდინარე ბიუროკრატიული საკითხებიდან.

მომხმარებლებს ხშირად უჩნდებათ შეკითხვა: თუ კი მე შემიძლია სახლიდან გაუსვლელად, მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში შევიძინო ის რაც მსურს, ვისაუბრო უწყვეტად, სრულიად უფასოდ, გადავიხადო, გადავრიცხო, შევუკვეთო - ონლაინ, რატომ არ შემიძლია რომ ჩემივე ქვეყანაში, სახლიდან გაუსვლელად, თანხა ვისესხო, თანაც ისე რომ, არც მეგობრები შევაწუხო, არც კრედიტოფიცრებს შევხვდე და არც რამდენიმე სამუშაო დღე ვიცადო?

რა თქმა უნდა, შეგიძლიათ! წარმოგიდგენთ ონლაინ მიკრო საფინანსო ორგანიზაციების უნიკალურ სერვისს - სწრაფი sesxebi. მათი მთავარი უპირატესობა, სწორედ სისწრაფეში, კომფორტსა და სიმარტივეშია. თქვენ შეგიძლიათ სახლიდან გაუსვლელად, სამზარეულოდან, სააბაზანოდან, სამსახურიდან, ან თუნდაც, სავაჭრო ცენტრიდან მოითხოვოთ სასურველი თანხა, სმარტფონისა და ინტერნეტკავშირის მეშვეობით. განაცხადის შევსებას, იდენტიფიკაციის გავლასა და თანხის საბანკო ანგარიშზე მიღებას, სულ რაღაც, 15 წუთი სჭირდება.

ცხადია, ონლაინ sesxebi ქართულ ბაზარზე დიდი პოპულარობით სარგებლობენ, გამომდინარე ზოგადი სოციალურ-ეკონომიკური ფონისა და სხვა რიგი დეტერმინანტებისა. შესაბამისად, ონლაინ კრედიტები მრავლად არიან წარმოდგენილნი ბაზარზე და მათი კონკურენციაც საკმაოდ მაღალია. სახელმწიფო რეგულაციის შემდგომ, რომელმაც წლიური ეფექტური საპროცენტო განაკვეთის ნიშნული 100%-მდე შეამცირა, კომპანიების პირობები კიდევ უფრო ხელმისაწვდომად და კომფორტულად აქცია მომხმარებელთათვის. რეგულაციის შემდეგ ონლაინ სესხები ორ ძირითად მიმართულებად დახარისხდნენ: მოკლევადიანი და გრძელვადიანი სწრაფი სესხები. მათი თანხობრივი დიაპაზონი, საშუალოდ, 50-დან 1000 ლარამდე მერყეობს 30 დღის ვადით - მოკლევადიანი კრედიტის შემთხვევაში. გრძელვადიანის შემთხვევაში კი, 500-დან 3000 ლარამდე თანხა 24 თვემდე ვადით.

სწრაფი sesxebi-ს სიმრავლე და მათი პირობების განსხვავებულობა ხშირად აფერხებს მომხმარებელს, ართულებს სწორი არჩევანის გაკეთების პროცესს. სწორედ ამ პრობლემაზე დაყრდნობით არსებობს mome.ge, რომელიც ცდილობს პრობლემა შესაძლებლობად გარდაქმნას. ჩვენ გვჯერა, რომ სათანადო და სწორად მიწოდებული ინფორმაციის დახმარებით, ადამიანს შეუძლია რაციონალური გადაწყვეტილების მიღება, ყველაზე კრიტიკულ სიტუაციაშიც კი. სწორედ ამიტომ, თავი მოვუყარეთ საქართველოში არსებულ, თითქმის ყველა ონლაინ სესხს. Mome-ზე შეგიძლიათ შეადაროთ ისინი ერთმანეთს, დაახარისხოთ სხვადასხვა პრიორიტეტული მაჩვენებლების მიხედვით და ასე გამოარჩიოთ მათგან საუკეთესო, რომელიც მაქსიმალურად მოერგება თქვენს მოთხოვნებს. (მისაღები: საპროცენტო განაკვეთები, გასასესხებელი თანხის ლიმიტები, ასაკობრივი ზღვრები, თანხის მიღების სპეციფიკა, სამუშაო გრაფიკი და სხვა.) გარდა ამისა, mome წარმოგიდგენთ ონლაინ დახმარებას, რომლის მეშვეობითაც, შეგიძლიათ დასვათ ნებისმიერი შეკითხვა და პროფესიონალი კონსულტანტებისგან მომენტალურად მიიღოთ ამომწურავი პასუხი. აქვე შეგიძლიათ ეწვიოთ mome-ს ბლოგს, რომელიც ყოველდღიურად გთავაზობთ სასარგებლო რჩევებსა და ფაქტებს, როგორც ფინანსურ საკითხებზე, ასევე, ზოგად, ცხოვრებისეულ შემთხვევებზე.

Mome.ge-ს გუნდი 24 საათის განმავლობაში, უწყვეტად მუშაობს იმისთვის, რომ მომხმარებლამდე 100%-თ სასარგებლო და ვალიდური ინფორმაცია მივიდეს.

Mome.ge - შეადარეთ და აირჩიეთ საუკეთესო!

(R)