სატელეკომუნიკაციო სფეროში 50-წლიანი გამოცდილების მქონე ფრანგულმა საკონსულტაციო კომპანია Sofrecom -მა საქართველოში წარმომადგენლობა დააფუძნა - კვირის პალიტრა

სატელეკომუნიკაციო სფეროში 50-წლიანი გამოცდილების მქონე ფრანგულმა საკონსულტაციო კომპანია Sofrecom -მა საქართველოში წარმომადგენლობა დააფუძნა

Sofrecom - უმხვილესი ფრანგული სატელეკომუნიკაციო კომპანიის Orange Group-ის შვილობილია, რომელიც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ემსახურება სატელეკომუნიკაციო ოპერატორებს ბიზნეს კონსულტაციიისა და გააჩნია IT ტექნოლოგიების მიმართულებით.

საქართველოს ბაზარზე Sofrecom-ი უკვე თანამშრომლობს კომპანია "სილქნეტთან“ და უწევს კონსულტაციას მარკეტინგის, პროდუქტების განვითარების, აბონენტებთან ურთიერთობის და IT მიმართულებით.

"სილქნეტი“ განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა და გაერთიანებული აქტივებით დაიწყო ოპერირება ბაზარზე. ინტერნეტს, საკაბელო ტელევიზიას, ფიქსირებულ სატელეფონო კავშირს და უკვე მობილურ სერვისს თავაზობს მომხმარებელს. კომპანიის განვითარებისთვის მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში 400 მილიონი ლარის ინვესტიციას ვგეგმავთ. ამ გეგმის შემუშავების პროცესში ჩართული იყო Sofrecom-ი, რომელთანაც რამდენიმე წელია ვთანამშრომლობთ.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, იმ საერთაშორისო სტანდარტების დანერგვა, რასაც Sofrecom-ი ბიზნეს კონსულტაციებით გვიზიარებს. ჩვენი უმთავრესი მიზანია მომხმარებელს მივაწოდოთ უფრო მეტი ინოვაციური პროდუქტი და მაღალი კლასის მომსახურება.“ - განაცხადა "სილქნეტის“ და მისი დამფუძნებელი კომპანიის “სილქ როუდ ჯგუფი”-ს სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ, გიორგი რამიშვილმა.

Sofrecom-ის მიერ შემუშავებული მეთოდები, ეკონომიკური ზრდისა და განვითარების შესაძლებლობებს უხსნის თითოეულ პარტნიორს. მისი მრავალწლიანი საერთაშორისო გამოცდილება ხელს შეუწყობს რეგიონში მომუშავე სატელეკომუნიკაციო კომპანიებს, დანერგონ თანამედროვე და მსოფლიოში აღიარებული სტანდარტები.

(R)