საქართველოს ეროვნული მუზეუმი "მსოფლიოს საუკეთესო მუზეუმების" სერიაში - კვირის პალიტრა

საქართველოს ეროვნული მუზეუმი "მსოფლიოს საუკეთესო მუზეუმების" სერიაში

ნებისმიერი ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი საგანძურია მუზეუმი, რომელიც თაობიდან თაობას უძველესი ნამუშევრებითა და კულტურის მაგალითებით, ექსპონატებით შემოუნახავს ისტორიას. ამიტომაც სტუმრობენ ტურისტები და მოგზაურები დიდი ინტერესით მსოფლიო მუზეუმებს, სადაც წარმოდგენილი კოლექციების საშუალებით წარსული ეპოქის გაცოცხლების შესაძლებლობა ეძლევათ. თუმცა იმ ადამინებისთვის, რომლებსაც არ შეუძლიათ ამა თუ იმ მუზეუმის მონახულება, განსაკუთრებულად საინტერესოა "პალიტრა L"-ისსერია "მსოფლიოს საუკეთესო მუზეეუმები". ამ სერიაში მე- 7 ტომად გამოიცემა "საქართველოს ეროვნული მუზეუმი". 7 მაისიდან მისი შეძენას პეციალურ ფასად გაზეთ "კვირის პალიტრასთან" ერთად იქნება შესაძლებელი.

თუ რით არის საინტერესო და გამორჩეული საქართველოს ეროვნული მუზეუმი და რა ელოდება წიგნის მკითხველებს ამის შესახებ გვესაუბრება ტექსტის ავტორი, ხელოვნებათმცოდნე, დოქტორი, საქართველოს ეროვნული მუზეუმის ახალი და თანამედროვე ხელოვნების კოლექციების მთავარი კურატორი ნინო ხუნდაძე:

- ეს წიგნი მნიშვნელოვანია პირველ რიგში იმით, რომ არის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი მსოფლიოს დიდი მუზეუმების სერიისა, რომელიც მკითხველისთვის იქნება ხელმისაწვდომი. წიგნში გადმოცემულია საქართველოს ეროვნული მუზეუმის ისტორია, მისი დაარსებიდან დღემდე. როგორ შეიქმნა მუზეუმი, ვინ იყვნენ მისი პირველი კოლექციონერები, როგორ ჩამოყალიბდა და როგორ მიიღო ამჟამინდელი სახე. მოგეხსენებათ, რომ 2004 წლიდან საქართველოს ეროვნული მუზეუმი დიდი ინსტიტუცია, რომელიც შედგება 4 სახლ-მუზეუმისგან და 2 სამეცნიერო-კვლევითი ცენტრისგან, რომელიც შედგება 10 მუზეუმისგან , 4 სახლმუზეუმისგან და 2 სამეცნიერო-კვლევითი მუზეუმისგან, წიგნში აბსოლუტურად ყველა მუზეუმის შესახებ არის ინფორმაცია. იმიტომ, რომ ეროვნული მუზეუმი არ არის წარმოდგენილი, მხოლოდ ერთი მუზეუმით, ეს არის მუზეუმების გაერთაინება, ისევე როგორ ევროპაში არის რამდენიმე ასეთი გაერთიანება. რასაკვირველია, წიგნი არის ილუსტრირებული და მასში უხვად ნახავთ მუზეუმების არქიტექტურის, ექსპონატების, საგამოფენო დარბაზების ფოტოებს. აღსანიშნავია ისიც, რომ საერთო ზოგადი ისტორიის გარდა წიგნში ასევე თავმოყრილია სხვადასხვა მუზეუმების 28 ექსპონატის ხელოვნებათმცოდნეობითი ანალიზი.

თამარ ჟურული, "მსოფლიოს საუკეთესო მუზეუმების" სერიის ერთ-ერთი რედაქტორი:

- მოგეხსენებათ, "პალიტრა L"-ის იდეა გახლდათ ამ უნიკალურ სერიაში, მსოფლიოს საუკეთესო მუზეუმებს შორის, საქართველოს ეროვნულ მუზეუმსაც ჰქონოდა თავისი ღირსეული ადგილი. სერიის შემქმელმა ცნობილმა იტალიურმა გამომცემლობა "სკალამ", გაეცნო რა საქართველოდან გადაგზავნილ მასალას _ ფოტორეპროდუქციებსა და ტექსტებს _ მხარი დაუჭირა ჩვენს იდეას და ასე შედგა არაჩვეულებრივი წიგნი, სერიის მეშვიდე ტომი _ "საქართველოს ეროვნული მუზეუმი".

ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჩვენთვის, სერიის ავტორის, ცნობილი ხელოვნებათმცოდნის, ფილიპ დავერიოს აზრი ქართულ გამოცემასთან დაკავშირებით. გასაკვირი არ არის, რომ მსოფლიო ხელოვნების ამ ერთ-ერთმა საუკეთესო ექსპერტმა, ზუსტად შეაფასა ქართული მრავალსაუკუნოვანი კულტურის საუკეთესო ნიმუშები და ჩვენს მუზეუმებში დაცული შედევრებით, ჩვენი განძსაცავებით დაინტერესდა და აღფრთოვანდა. მისი სურვილია "საქართველოს ეროვნული მუზეუმი" სხვადასხვა ენაზე ითარგმნოს და მომავალში სერიის ფარგლებში გამოიცეს. ვფიქრობთ, ეს "პალიტრა L"-ის მიერ მსოფლიოში ქართული კულტურის პოპულარიზაციისაკენ გადადგმული კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯია.

დიდი მადლობა მინდა ვუთხრა ყველა ქართულ მუზეუმს, რომელიც ღრმად აცნობიერებდა პროექტის მნიშვნელობას და აქტიურად იყო ჩამბული ამ უნიკალური წიგნის შექმნაში.

დროა, მსოფლიომ უკეთ გაიცნოს ქართული ხელოვნების შედევრები და თუნდაც შორიდან იმოგზაუროს ჩვენი დიდებული მუზეუმების დარბაზებში.

ნესტან მაღალაშვილი, "მსოფლიოს საუკეთესო მუზეუმების" სერიის პროექტის მენეჯერი:

- ჩვენი იდეა ხორცშესხმულია - საქართველოს ეროვნული მუზეუმი, სერია "მსოფლიოს საუკეთესო მუზეუმებს" შორის იმკვიდრებს ღირსეულ ადგილს. იმედი მაქვს, რომ მკითხველი გაიზიარებს ჩვენს სიხარულს და სიამაყით გაეცნობა ამ განსაკუთრებულად საინტერესო ტომს, რომლის ადგილიც ვფიქრობ თითოეული ჩვენგანის საყვარელ თაროზეა...

ამ სერიის ყველა წიგნი საინტერესოა, მაგრამ მაინც ვისურვებდი, რომ მეტი ყურადღება მივაპყროთ ამ ტომს...ხშირად გადმოვიღოთ თაროდან... გადავათვალიეროთ ხოლმე... კარგად შევიმეცნოთ და შევისწავლოთ ეროვნულ მუზეუმში დაცული ექსპონატების ესთეტიკა, ოსტატთა ფანტაზია და კიდევ მრავალი სხვა სიკეთე... ვისურვებდი იმისათვის, რომ აღდგეს ის წყვეტა ჩვენს წარსულსა და აწმყოს შორის, რომლმაც ზიანი მოუტანა ჩვენს განვითარებას....

პალიტრა ლ-ს კიდევ მრავალი პროექტი აქვს დაგეგმილი, ჩვენი კულტურისა და ისტორიის წარმოსაჩენად, რომელიც მგონია, სარგებლობას მოუტანს თითოეულ ჩვენგანს.... ჩვენს მომავალ ხვალინდელ დღეს....

მინდა განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო ნინო ხუნდაძეს, ამ წიგნის ავტორსა და ამ უნიკალური სერიის კონსულტანტს, რომელთანაც ჩვენს გამომცემლობას მრავალწლიანი თანამშრომლობა აკავშირებს... მადლობა პალიტრა ლ-ის საოცარ გუნდს, რომელიც განსაკუთრებული მოწიწებით მუშაობდა ამ წიგნზე... მადლობა ეროვნული მუზეუმის გენერალურ დირექტორს ბატონ დავით ლორთქიფანიძეს და მუზეუმის თითოეულ თანამშრომელს... შეუფასებელია მათი დახმარება.... და სიამოვნებაა მათთან თანამშრომლობა... ამ ტომის შეძენით - წინ გველის სიამაყით გაჯერებული მშვენიერების აღქმისა და შემეცნების დაუვიწყარი სიამოვნება!